„აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების დამტკიცების შესახებ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (5)
შემდგომი ცვლილებები (2)
წინა ცვლილებები (3)
დოკუმენტის ტექსტი
აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №37
2010 წლის 24 დეკემბერი
ქ. აბაშა
აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს № 726 ბრძანებულებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა :
1. დამტკიცდეს აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები, დანართი № 1 შესაბამისად.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის 22 იანვრის № 1 დადგენილება.
3. დადგენილება ამოქმედდეს „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, გამოქვეყნებისთანავე.
თავმჯდომარე დ. თოფურია
დანართი №1
აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა
თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები
| № | თანამდებობა | თანამდებობრივი სარგო (ლარებში) |
| 1. | გამგებელი | 2360 |
| 2. | გამგებლის მოადგილე | 900 |
| 3. | სამსახურის უფროსი | 700 |
| 4. | გამგეობის სამსახურის განყოფილების უფროსი | 500 |
| 5. | გამგებლის თანაშემწე | 450 |
| 6. | გამგეობის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი – გამგეობის რწმუნებული | 400 |
| 7. | უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი |
|
| ა) | მთავარი სპეციალისტი | 420 |
| ბ) | წამყვანი სპეციალისტი | 400 |
| გ) | უფროსი სპეციალისტი | 380 |
| დ) | სპეციალისტი | 300 |