საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „ერისიონის“ საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №79
2003 წლის 13 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „ერისიონის“ საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბების შესახებ
საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „ერისიონის“ სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრის, მისი მოღვაწეობის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:
1. საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „ერისიონი“ ჩამოყალიბდეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირად.
2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „ერისიონის“ კონტროლი განახორციელოს საქართველოს კულტურის სამინისტრომ; მასვე დაევალოს ანსამბლის დებულების დამტკიცება და უფლებამოსილი პირის დანიშვნა.
3. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ კულტურის სამინისტროსთან შეთანხმებით გააფორმოს სათანადო ხელშეკრულება ანსამბლის ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის წესით გადაცემის შესახებ.
ე. შევარდნაძე