საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 26 ნოემბრის №632 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის დამადასტურებელი პირადობის მოწმობის ნიმუშებსა და დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №148
2003 წლის 12 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 26 ნოემბრის №632 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის დამადასტურებელი პირადობის მოწმობის ნიმუშებსა და დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 26 ნოემბრის №632 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის დამადასტურებელი პირადობის მოწმობის ნიმუშებსა და დებულებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 1999 წ. №65 (72), მუხლი 1006) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. ნიმუშებში:
ა) რიგით მეორე ნიმუშში ტექსტი „მოწმობის წარმომდგენი არის ომის ვეტერანი და სარგებლობს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებითა და შეღავათებით“ შეიცვალოს ტექსტით „მოწმობის წარმომდგენი არის ომის მონაწილე და სარგებლობს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებითა და შეღავათებით“;
ბ) რიგით მე-6 ნიმუშში ტექსტი „მოწმობის წარმომდგენი არის ომის პერიოდის ზურგის მუშაკი და სარგებლობს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებითა და შეღავათებით“ შეიცვალოს ტექსტით „მოწმობის წარმომდგენი არის ომის მონაწილესთან გათანაბრებული პირი და სარგებლობს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებითა და შეღავათებით“.
2. დებულებაში:
პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის დამადასტურებელი პირადობის მოწმობის ნიმუშების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა, მათთან გათანაბრებულ პირთა და ომში დაღუპულთა (შემდგომში გარდაცვლილთა) ოჯახების წევრებისათვის პირადობის მოწმობების დამზადებისა და გაცემის საკითხს წყვეტს საქართველოს ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო დეპარტამენტი“.
3. „ომის ვეტერანის“ და „ომის პერიოდის ზურგის მუშაკის“ ჩანაწერით გაცემული ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის დამადასტურებელი პირადობის მოწმობები ძალაში დარჩეს 2005 წლის 1 იანვრამდე, მათი შეცვლა განხორციელდეს ეტაპობრივად აღნიშნულ ვადაში.
ე. შევარდნაძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 26 ნოემბრის №632 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის დამადასტურებელი პირადობის მოწმობის ნიმუშებსა და დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 12.04.2003.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 26 ნოემბრის №632 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის დამადასტურებელი პირადობის მოწმობის ნიმუშებსა და დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“?
- „საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 26 ნოემბრის №632 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის დამადასტურებელი პირადობის მოწმობის ნიმუშებსა და დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ მიღებულია 12.04.2003. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №148. სარეგისტრაციო კოდი — 120.340.000.05.002.002.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 26 ნოემბრის №632 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის დამადასტურებელი პირადობის მოწმობის ნიმუშებსა და დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 26 ნოემბრის №632 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის დამადასტურებელი პირადობის მოწმობის ნიმუშებსა და დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 12.04.2003 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 26 ნოემბრის №632 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის დამადასტურებელი პირადობის მოწმობის ნიმუშებსა და დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“, №148, 12.04.2003, სარეგისტრაციო კოდი 120.340.000.05.002.002 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.04.2003). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/117016/