საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის დამადასტურებელი პირადობის მოწმობის ნიმუშების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (3)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №632
1999 წლის 26 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის დამადასტურებელი პირადობის მოწმობის ნიმუშების შესახებ
1. დამტკიცდეს საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის დამადასტურებელი პირადობის მოწმობის თანდართული ნიმუშები და დებულება.
2. აღნიშნული მოწმობები ვეტერანებს ეძლევათ კანონით გათვალისწინებული უფლებებისა და შეღავათების უზრუნველსაყოფად,.
3. 2001 წლის 1 იანვრიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს სამინისტროების, უწყებებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ გაცემული მსგავსი (შეღავათების დამადასტურებელი) მოწმობები.
ე. შევარდნაძე
ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების, აგრეთვე ომის პერიოდში ზურგის მუშაკებისა და ომში დაღუპულთა (შემდგომში გარდაცვლილთა) ოჯახის წევრებისათვის ერთიანი ნიმუშის პირადობის მოწმობები კატეგორიების მიხედვით
შენიშვნა: წარმოდგენილ ნიმუშებში დამცავი ბადე არის პირობითი. მოწმობები, ნიმუშების დამტკიცების შემთხვევაში, დაიბეჭდება სათანადო ქაღალდზე სპეციალური, გაყალბებისაგან დამცავი ბადის დატანით
დებულება
საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის დამადასტურებელი პირადობის მოწმობის გაცემის წესის შესახებ
1. „საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის დამადასტურებელი პირადობის მოწმობის ნიმუშების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა, აგრეთვე ომის პერიოდში ზურგის მუშაკთა და ომში დაღუპულთა (შემდეგომში გარდაცვლილთა) ოჯახის წევრებისათვის პირადობის მოწმობების დამზადებისა და გაცემის საკითხს წყვეტს საქართველოს ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო დეპარტამენტი.
2. პირველ პუნქტში მითითებულ პირთა აღრიცხვიანობის მოწესრიგების შედეგების მიხედვით დამზადებული პირადობის მოწმობების გაცემას საზეიმო ვითარებაში აწარმოებენ:
ა) საქართველოს ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელობა.;
ბ) საქართველოს ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო დეპარტამენტის ტერიტორიული განყოფილებების უფროსები;
გ) საქართველოს ვეტერანთა რაიონებისა და ქალაქების (მათ შორის ქ. თბილისის) საბჭოების ხელმძღვანელები.
3. ერთიანი ნიმუშის პირადობის მოწმობის გაცემა დასტურდება მისი მიმღები პირის ხელმოწერით სპეციალურ ჟურნალში, რომელიც ინახება მოწმობის გამცემი ორგანიზაციის საქმეებში, როგორც მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი.
აღნიშნულ ჟურნალებს ამზადებს დეპარტამენტი და გადაცემს მოწმობის გამცემ ორგანიზაციებს.
4. ერთიანი ნიმუშის პირადობის მოწმობის დაკარგვის შემთხვევაში დუბლიკატი, როგორც წესი, არ გაიცემა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მისი დაკარგვის თავიდან აცილება შეუძლებელი იყო.

ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის დამადასტურებელი პირადობის მოწმობის ნიმუშების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 17.12.2005.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის დამადასტურებელი პირადობის მოწმობის ნიმუშების შესახებ“?
- „საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის დამადასტურებელი პირადობის მოწმობის ნიმუშების შესახებ“ მიღებულია 26.11.1999. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №632. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის დამადასტურებელი პირადობის მოწმობის ნიმუშების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 3 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 17.12.2005-დან.
- სად არის „საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის დამადასტურებელი პირადობის მოწმობის ნიმუშების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 17.12.2005 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის დამადასტურებელი პირადობის მოწმობის ნიმუშების შესახებ“, №632, 26.11.1999, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2005). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1262990/