"ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 ოქტომბრის №27 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№51
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.107.016039
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 180111, 18/01/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №51

2010 წლის 28 დეკემბერი

დ. ჩხოროწყუ

 „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 ოქტომბრის №27 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

 „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

შეტანილ იქნეს „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 ოქტომბრის №27 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. დებულების მე-2 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სახანძრო-სამაშველო დაცვის ზედამხედველობის გავრცელების სფეროში ასრულებს „სახანძრო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს;“

2. დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამსახურის სტრუქტურა განისაზღვრება ამ დებულებით“.

3. დებულების მე-3 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის განყოფილება;

ბ) საგანგებო სიტუაციებისა და სამაშველო განყოფილება.“

4. დებულების მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-12 პუნქტი:

„12. საგანგებო სიტუაციებისა და სამაშველო განყოფილება:

ა) ახორციელებს ავარიების, კატასტროფების, სტიქიური უბედურებებისა და სხვა საგანგებო სიტუაციებით გამოწვეული შედეგების სალიკვიდაციო, საძიებო-სამაშველო და სხვა გადაუდებელ ღონისძიებებს;

ბ) უზრუნველყოფს საძიებო-სამაშველო, საავარიო-სამაშველო და საავარიო-აღდგენითი სამუშაოების შესასრულებლად საჭირო ძალებისა და საშუალებების მზადყოფნას;

გ) იღებს ზომებს საგანგებო სიტუაციების ზონების დასაცავად;

დ) უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციების ადგილებიდან ადამიანთა და ქონების ევაკუაციას;

ე) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს“.

5. ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                     გ. ლემონჯავა

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა "ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 ოქტომბრის №27 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე?
დიახ, მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება "ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 ოქტომბრის №27 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 28.12.2010.
როდის იქნა მიღებული "ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 ოქტომბრის №27 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე?
"ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 ოქტომბრის №27 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე მიღებულია 28.12.2010. მიმღები ორგანო — ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №51. სარეგისტრაციო კოდი — 010260020.35.107.016039.
რომელი დოკუმენტები უთითებენ "ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 ოქტომბრის №27 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის "ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 ოქტომბრის №27 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.12.2010 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება "ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 ოქტომბრის №27 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე, №51, 28.12.2010, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.107.016039 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.12.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1172605/