1. თანამონაწილეები სარგებლობენ ყველა იმ უფლებით, რომლებიც ამ დებულებითა და „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებული აქვთ მხარეებს.
2. თანამონაწილეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მიანდონ ერთ-ერთ თანამონაწილეს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც თანამონაწილე არასრულწლოვანია, ანდა მას ჰყავს მეურვე ან მზრუნველი.
3. საქმის წარმოების მინდობა ერთ-ერთი თანამონაწილისათვის ფორმდება მინდობილობის მიცემის წესით