თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს
დადგენილება №2
2011 წლის 11 იანვარი
ქ. თელავი
თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 204-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად,
1. თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის 1 კვ.მ-ზე ქონების გადასახადის ოდენობა განისაზღვროს მისი საბაზისო და ტერიტორიული კოეფიციენტის ნამრავლით – C x I t l,
სადაც: ა) C= 0,24 ლარს;
ბ) I t l – ცენტრალური ზონისთვის დადგინდეს 1.3;
შუალედური ზონისთვის დადგინდეს 1;
პერიფერიული ზონისთვის დადგინდეს 0.7;
2. დადგინდეს ქონების გადასახადი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე ზონირების მიხედვით:
ა) ცენტრალურ ზონაში 0,312 ლარი;
ბ) შუალედურ ზონაში 0,24 ლარი;
გ) პერიფერიულ ზონაში 0,168 ლარი;
დ) თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში შემავალ დანარჩენ ტერიტორიაზე 0.168 ლარი.
3. დადგენილების ძალაში შესვლის დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 26 ნოემბრის №99 დადგენილება „თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის შემოღების შესახებ“.
4. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
5. დადგენილების გასაჩივრება შესაძლებელია თელავის რაიონულ სასამართლოში (ქ. თელავი, დ. აღმაშენებლის გამზ. №41) უშუალო ზიანის მიყენებიდან სამი თვის ვადაში.
საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის
შემსრულებელი, თავმჯდომარის მოადგილე ზ. ბუცხრიკიძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთების დამტკიცების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 31.03.2011.
- როდის იქნა მიღებული „თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთების დამტკიცების შესახებ“?
- „თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 11.01.2011. მიმღები ორგანო — თელავის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №2. სარეგისტრაციო კოდი — 370020000.35.163.016031.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთების დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 31.03.2011-დან.
- სად არის „თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 31.03.2011 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთების დამტკიცების შესახებ“, №2, 11.01.2011, სარეგისტრაციო კოდი 370020000.35.163.016031 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.03.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1182406/