კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
21.01.2011 ძალადაკარგული 16.09.2014
გამომცემი ორგანო
ნომერი
№6
სარეგისტრაციო კოდი
200230000.35.149.016035
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 280111, 28/01/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №6

2011 წლის 21 იანვარი

ქ. კასპი

კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ

  „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ და „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ’’ საქართველოს კანონების, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დ ა ა დ გ ი ნ ა:

    მუხლი 1

შემოღებულ იქნ ე ს კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემდეგი სახის  ადგილობრივი მოსაკრებლები:

1. მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან  ბირთვული ობიექტის მშენებლობისა) ნებართვისათვის;

2.  მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის;

3. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი.

    მუხლი 2

1. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული

 ობიექტის მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვროს:

ა) ახლად ასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების           ფართობის თითოეული  კვადრატული მეტრისათვის ერთი ლარის ოდენობით;

ბ) ახლად ასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისთვის საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტის მშენებლობისათვის ხუთი ლარის ოდენობით.

2. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვროს:

ა) ერთ სულ მოსახლეზე 0,50 ლარის ოდენობით თვეში;

ბ) იურიდიული პირების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის 25 ლარის ოდენობით ერთ კუბურ მეტრ ნარჩენებზე.

3. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთები განისაზღვროს:

ა) კაზინოს (სამორინეს) თითოეულ სათამაშო მაგიდაზე – კვარტალში 20 000 ლარის ოდენობით;

ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 2250 ლარის ოდენობით;

გ) ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს თითოეულ სალაროზე-კვარტალში 5625 ლარის ოდენობით;

დ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%;

ე) სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობაზე – კვარტალში 30 000 ლარი;

ვ) ლატარიების მოწყობაზე – ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული  ამონაგების  15 %.

     მუხლი  3

მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული   ობიექტის მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლდეს სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული ობიექტის მშენებლობა.

     მუხლი 4

ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს „ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 15 თებერვლის №20 დადგენილება.

      მუხლი  5

ეს დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საკრებულოს თავმჯდომარე                     დ. მესროფაშვილი

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 16.09.2014.
როდის იქნა მიღებული „კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“?
„კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ მიღებულია 21.01.2011. მიმღები ორგანო — კასპის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №6. სარეგისტრაციო კოდი — 200230000.35.149.016035.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 3 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 16.09.2014-დან.
სად არის „კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 16.09.2014 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“, №6, 21.01.2011, სარეგისტრაციო კოდი 200230000.35.149.016035 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.09.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1187114/