ქონების გადასახადის შემოღების და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
21.01.2011 ძალადაკარგული 31.03.2011
გამომცემი ორგანო
ნომერი
№3
სარეგისტრაციო კოდი
200230000.35.167.016031
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 310111, 31/01/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს

დადგენილება №3

2011 წლის 21 იანვარი

ქ.ლაგოდეხი

ქონების გადასახადის შემოღების და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტების და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, აგრეთვე საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 დეკემბრის №394 დადგენილების „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე’’ თანახმად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. შემოღებულ იქნ ე ს ქონების გადასახადი.

2. განისაზღვროს ქონების გადასახადის განაკვეთები დანართის შესაბამისად.

3. ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

4. ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 აპრილის №13 დადგენილება „ქონების გადასახადის შემოღების და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ’’.

საკრებულოს თავმჯდომარე      გ. გოზალიშვილი

 

  დანართი

ქონების გადასახადის განაკვეთები

    მუხლი 1

 საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის დასაბეგრ ქონებაზე, გარდა მიწისა, გადასახადის წლიური განაკვეთი განსაზღვრულია დასაბეგრი ქონების ღირებულების 1%-ით.

    მუხლი 2

საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი განსაზღვრულია დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1%-ით.

    მუხლი 3

ფიზიკური პირისთვის დასაბეგრ ქონებაზე, გარდა მიწისა, გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და განსაზღვრულია შემდეგი ოდენობით:

1. 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,1%.

2. 100 000 ლარისა და მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,9%.

3. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების წლიური გადასახადი 1ჰა-ზე გაანგარიშებით დიფერენცირებულია მიწის ხარისხის მიხედვით და განსაზღვრულია:

ა) სახნავი და მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწებისათვის მიწის ხარისხის მიხედვით:

კარგი – 86 ლარი;

მწირი – 65 ლარი.

ბ) ბუნებრივი სათიბებისათვის – 18 ლარი;

გ) გაკულტურებული სათიბებისათვის – 20 ლარი;

დ) ბუნებრივი საძოვრებისათვის – 15 ლარი;

ე) გაკულტურებული საძოვრებისათვის – 16 ლარი.

4. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების წლიური გადასახადი 1 კვ.მ-ზე გაანგარიშებით გადასახადის საბაზისო განაკვეთის (0,24 ლარი) და ტერიტორიული კოეფიციენტის (0,3) გათვალისწინებით შეადგენს 0,072 ლარს.

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ქონების გადასახადის შემოღების და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 31.03.2011.
როდის იქნა მიღებული „ქონების გადასახადის შემოღების და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“?
„ქონების გადასახადის შემოღების და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ მიღებულია 21.01.2011. მიმღები ორგანო — ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №3. სარეგისტრაციო კოდი — 200230000.35.167.016031.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ქონების გადასახადის შემოღების და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 31.03.2011-დან.
სად არის „ქონების გადასახადის შემოღების და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 31.03.2011 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ქონების გადასახადის შემოღების და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“, №3, 21.01.2011, სარეგისტრაციო კოდი 200230000.35.167.016031 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.03.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1187968/