„საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და უკრაინის მთავრობას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ 1995 წლის 9 იანვრის შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ოქმი
საქართველოს მთავრობასა და უკრაინის მთავრობას
შორის „საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და
უკრაინის მთავრობას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ
1995 წლის 9 იანვრის შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის
შესახებ“
საქართველოს მთავრობა და უკრაინის მთავრობა (შემდგომში – ხელშემკვრელი მხარეები) შეთანხმდნენ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და უკრაინის მთავრობას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ 1995 წლის 9 იანვრის შეთანხმებაში (შემდგომში – შეთანხმება) შეიტანონ შემდეგი სახის ცვლილება:
1. შეთანხმების პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
„2. ამ შეთანხმების მიზნებისათვის და მისი მოქმედების პერიოდისათვის ხელშემკვრელ მხარეთა სახელმწიფო ტერიტორიიდან წარმოშობილი საქონლის განსაზღვრისას, ხელშემკვრელი მხარეები იხელმძღვანელებენ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის მეთაურთა საბჭოს 2000 წლის 30 ნოემბრის, ქ. მინსკში ხელმოწერილი გადაწყვეტილებით – საქონლის წარმოშობის სახელმწიფოს განსაზღვრის წესის შესახებ“ და მხარეთა სახელმწიფო ტერიტორიებიდან წარმოშობილი საქონლის გადაადგილებისას გამოიყენებენ საქონლის წარმოშობის CT–1 სერტიფიკატის ფორმას.“
2. წინამდებარე ოქმი წარმოადგენს შეთანხმების განუყოფელ ნაწილს და ძალაში შედის ხელშემკვრელი მხარეების მიერ ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან.
შესრულებულია ქ.კიევში, 2009 წლის 17 ივნისს, ორ პირად, თითოეული ქართულ, უკრაინულ და რუსულ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია.
ხელშემკვრელ მხარეთა მიერ წინამდებარე ოქმის დებულებათა განსხვავებული განმარტების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს რუსულ ენაზე.
| საქართველოს მთავრობის სახელით (ხელმოწერილია) | უკრაინის მთავრობის სახელით (ხელმოწერილია) |
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და უკრაინის მთავრობას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ 1995 წლის 9 იანვრის შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის შესახებ?
- დიახ, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და უკრაინის მთავრობას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ 1995 წლის 9 იანვრის შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 17.06.2009.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და უკრაინის მთავრობას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ 1995 წლის 9 იანვრის შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის შესახებ?
- „საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და უკრაინის მთავრობას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ 1995 წლის 9 იანვრის შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის შესახებ მიღებულია 17.06.2009. მიმღები ორგანო — საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №0. სარეგისტრაციო კოდი — 480610000.03.030.016018.
- სად არის „საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და უკრაინის მთავრობას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ 1995 წლის 9 იანვრის შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 17.06.2009 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და უკრაინის მთავრობას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ 1995 წლის 9 იანვრის შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის შესახებ, №0, 17.06.2009, სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016018 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.06.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1188594/