ოქმი საქართველოს მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ 1997 წლის 3 მაისს ქ. ერევანში ხელმოწერილ შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№-
სარეგისტრაციო კოდი
480610000.03.030.000598
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , -, 10/07/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ოქმი

საქართველოს მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ 1997 წლის 3 მაისს ქ. ერევანში ხელმოწერილ შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს მთავრობა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობა, ითვალისწინებენ რა ორი მხარის შეთანხმებას, შეიტანონ ცვლილებები საქართველოს მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ 1997 წლის 3 მაისს ქ. ერევანში ხელმოწერილი შეთანხმების მე-4 მუხლში, შეთანხმდნენ შემდეგზე:

შეთანხმების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�არც ერთმა მხარემ არ უნდა გადაახდევინოს შემოსვლისა და გასვლის ბაჟი (საგზაო მოსაკრებლებისა და საბაჟო გადასახადის ჩათვლით), ან დააკისროს გადასახადი ან მოსაკრებელი თავის ტერიტორიაზე მყოფ მეორე მხარის სატრანსპორტო საშუალებებს, რომლებიც კომპეტენტური ორგანოების მიერ გაცემული ნებართვების საფუძველზე ასრულებენ პარიტეტულ რეგულარულ სამგზავრო გადაყვანებსა და სატვირთო გადაზიდვებს ქვოტების ფარგლებში, გარდა:

1) მოსაკრებლებისა ფასიანი საგზაო ქსელის ინფრასტრუქტურის გამოყენებისათვის (გზებითა და ხიდებით სარგებლობის ბაჟი), ალტერნატიული უფასო გზების არსებობის შემთხვევაში;

2) მოსაკრებლებისა, თუ სატრანსპორტო საშუალებების წონა, გაბარიტი ან დატვირთვა აღემატება მხარეთა ეროვნული კანონმდებლობით დადგენილ ზღვარს.

ერთი მხარის სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც ახორციელებენ გადაზიდვებს მეორე მხარის ტერიტორიაზე დადგენილი ქვოტების ზევით, არ თავისუფლდებიან მხარეების საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწიენბული გადასახადებისა და მოსაკრებლებისაგან�.

წინამდებარე ოქმი ძალაში შედის მხარეების მიერ მისი ძალაში შესვლისათვის საჭირო შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების შესრულების შესახებ შეტყობინებების გაცვლის დღიდან.

შესრულებულია ქ. ერევანში 2005 წლის 29 სექტემბერს, ორ ნამდვილ პირად, თითოეული ქართულ, სომხურ და რუსულ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტს თანაბარი ძალა აქვს. ტექსტთა შეუსაბამობოს შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს რუსულ ენაზე.

საქართველოს მთავრობის სახელით

სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით