ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის ნარკოტიკების კონტროლისა და კანონიერების განმტკიცების სფეროში თანამშრომლობის შესახებ 2001 წლის 18 ივნისის შეთანხმების შესწორება №13
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა
და
საქართველოს მთავრობას
შორის ნარკოტიკების კონტროლისა და
კანონიერების განმტკიცების სფეროში
თანამშრომლობის შესახებ
2001 წლის 18 ივნისის შეთანხმების
შესწორება №13
I. ზოგადი ნაწილი
ერთი მხრივ, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა, და მეორე მხრივ, საქართველოს მთავრობა (შემდგომში ცალ-ცალკე მოიხსენიება როგორც „მხარე“, ხოლო ერთობლივად - „მხარეები“) ერთობლივად შეთანხმდნენ აშშ მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის 2001 წლის 18 ივნისს გაფორმებულ შეთანხმებაში შესწორებებისა და დამატებების შეტანის შესახებ შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით:
დამატებითი სახსრების გამოყოფა შემდეგი პროექტებისათვის: იურიდიული მრჩეველი; კანონის უზენაესობის პროექტი; და სასამართლო სამედიცნო ექსპერტიზის ლაბორატორიის განვითარების პროექტი.
წინამდებარე შეთანხმების შესწორების პირობების მიხედვით აშშ-ის მთავრობის მიერ გამოყოფილი თანხები წარმოდგენილია ცალკე ფინანსურ თავფურცელზე და სულ 5,279,190 აშშ დოლარს შეადგენს. აშშ მთავრობის მიერ ქვემოთ აღწერილი პროექტების დაფინანსების გაგრძელება დამოკიდებულია კონგრესის მიერ თანხების გამოყოფასა და ასიგნებაზე, პროექტის მიზნების შესრულებისაკენ მიმართული საქმიანობის დამაკმაყოფილებელ შედეგებზე, და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის თანხმობაზე. მხარეებს უფლება აქვთ განავრცონ, ცვლილება შეიტანონ ან შეწყვიტონ წინამდებარე შესწორებასთან დაკავშირებით დაწყებული პროექტები, რაზეც მხარეები შეთანხმდებიან წერილობით.
წინამდებარე დოკუმენტის II ნაწილში წარმოდგენილია პროექტის სრული აღწერილობები და პროექტის მიზნები. ყველა სხვა ვალდებულება და პირობა, რომელიც გათვალისწინებულია 2001 წლის 18 ივნისის შეთანხმებით, კვლავ სრულად მოქმედებს და ძალაში რჩება.
II. პროექტის აღწერილობები, პროექტების მიზნები და მიღწეული
შედეგების მაჩვენებლები
(1) იურიდიული მრჩეველი -- $2,398,000
ამ პროექტის მთავარი მიზანია საექსპერტო ტექნიკური დახმარების გაწევა იურიდიული პროფესიის წარმომადგენლების და საზოგადოების მოსამზადებლად სისხლის სამართლის პროცესის რეფორმირებული კოდექსის წარმატებით განხორციელების მიზნით, მათ შორის, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოების შემოღება საპილოტე საფუძველზე. რადგან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს მრავალი ცვლილების შემოღებას სისხლის სამართლის პროცესში, აშშ-ის დახმარება გაიზრდება და დაემატება მეორე იურიდიული მრჩეველი, ასევე დაქირავებული იქნება ადგილობრივი სპეციალისტი სამართლებრივ საკითხებში. ერთი იურიდიული მრჩეველის ძირითადი მიმართულება იქნება სისხლის სამართლის ახალი საპროცესო კოდექსის განხორციელების მხარდაჭერა. ასევე გაწეულ იქნება დახმარება ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შემოღებასთან დაკავშირებით და ისეთი პროგრამული კომპონენტებისათვის, როგორიცაა ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლა; ბავშვთა ექსპლუატაციის წინააღმდეგ ბძროლა; ოჯახური ძალადობის გამოძიებისა და დევნის უნარ-ჩვევების გაუმჯობესება; და მოწმეთა დაცვის მარეგულირებელი ნორმების გაუმჯობესება. საქართველოში ორივე იურიდიული მრჩევლის უფრო ფართო პროგრამული საქმიანობა მოიცავს შემდეგს:
ქართველი მოსამართლეებისათვის ტრენინგ-პროგრამების ჩატარება აშშ-დან მოწვეული ექსპერტებისა და სხვა უცხოელი მოსამართლეების მონაწილეობით. ტრენინგები, მათ შორის, იმიტირებული სასამართლოები, რომელიც თბილისსა და რეგიონებში ჩატარდება, ფოკუსირებული იქნება იმ ცოდნის ჩამოყალიბებასა და უნარ-ჩვევების განვითარებაზე, რომელსაც ქართველი მოსამართლეები ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის, შეჯიბრებითი და ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ფარგლებში საჭიროებენ.
ქართველი პროკურორებისათვის ტრენინგების ჩატარება სასამართლოში შეჯიბრებით პროცესში მონაწილეობისათვის საჭირო უნარ-ჩვევების შესაძენად; ტრენინგი ასევე მოიცავს ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით იმიტირებული სასამართლო პროცესების გამართვას; ტრენინგს სისხლის სამართლის ახალი საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული პროკურორის დისკრეციული უფლებამოსილების საკითხებში; მტკიცებულებაზე პასუხისმგებლობის ჯაჭვთან დაკავშირებულ საკითხებსა და პროფესიულ ეთიკაში, რათა სისხლის სამართლის ახალი საპროცესო კოდექსის ფარგლებში პროკურორებმა წარმატებით აწარმოონ ბრალდების მხარდაჭერა. გაგრძელდება პროკურატურაში მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა, მათ შორის, უქაღალდო სისხლის სამართლის საქმეთა ინტეგრირებული მართვის სისტემის (ICCMS) მხარდაჭერა; შრომითი რესურსების, მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურების ფუნქციონირების გაუმჯობესება; საზოგადოებრივი პროკურატურის პროგრამის ხელშეწყობა, კორუფციის წინააღმდეგ შიდაუწყებრივი ინიციატივების მხარდაჭერა, ასევე გაგრძლედება მხარდაჭერა სისხლის სამართლის პოლიტიკის სახელმძღვანელო მითითებების [გაიდლაინების] მიმართულებით.
იურიდიული მრჩეველი დახმარებას გაუწევს სახელმწიფო ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს“ (INL-ის) მრჩეველს პოლიციის საკითხებში, და INL-ის იურიდიულ მრჩეველს პოლიციისა და გამომძიებლებისათვის ტრენინგის პროგრამების შემუშავებაში, რომელიც მიმართული იქნება სისხლის სამართლის ახალი საპროცესო კოდექსის საკითხებზე.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის კომენტარების შემუშავება, რაც მოიცავს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის გამოყენების შესახებ სახელმძღვანელო მითითებებს პრაქტიკოსებისათვის. სოციალური რეკლამის დამზადება და ინფორმაციული კამპანიის შემუშავება ქვეყნის მასშტაბით საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის, პროკურორის დისკრეციული უფლებამოსილების, ბრალდებულისა და დაზარალებულის უფლებების და მოსამართლისა და ნაფიცი მსაჯულების როლის შესახებ ახალი შეჯიბრებითი სასამართლო სისტემის პირობებში.
აშშ-ის მთავრობის მიერ გაწეული იქნება იურიდიული დახმარება ახალი კოდექსის საფუძველზე, ქართველი მოსამართლეებისათვის სისხლის სამართლის საქმეებზე სამაგიდო წიგნის შემუშავებაში. აშშ-ის მთავრობის სხვა პროექტები მოიცავს მტკიცებულებათა სასამართლოში წარდგენის წესების და სამოდელო ნაფიც მსაჯულთა ინსტრუქციების შემუშავებას. ეს პროექტი სასამართლოს ადმინისტრაციას დაეხმარება ნაფიც მსაჯულთა მუშაობის ხელშეწყობისათვის შესაბამისი გეგმისა და მართვის სისტემის შექმნაში; ასევე მუშაობა წარიმართება საქართველოს უზენაეს სასამართლოსთან, რათა გაგრძელდეს და გაფართოვდეს სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოს მონიტორინგის პროექტი.
დასასრულს, იურიდიული მრჩევლის პროგრამის ფარგლებში ტექნიკური დახმარება გაეწევა და ტრენინგები ჩაუტარდება პროკურატურის და გამოძიების სპეციალიზებულ სტრუქტურებს დანაშაულთან ბრძოლის, განსაკუთრებით, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით. კერძოდ, ნარტკოტიკებით და ადამიანებით უკანონო ვაჭრობის (და მასთან დაკავშირებული დანაშაულის, მაგ., ოჯახში ძალადობა), არასრულწლოვანთა სექსუალური ექსპლუატაციის და პორნოგრაფიის, კომპიუტერული დანაშაულის, მოწმის დაცვის, საარჩევნო დანაშაულის, და მტკიცებულებათა მოგროვების, ამგვარი დანაშაულების გამოძიებისა და შესაბამის პირთა პასუხისგებაში მისაცემად. ასევე ფულის გათეთრების წინააღმდეგ და ტერორიზმის დაფინანსებასთან ბრძოლის (AML/CTF) არსებული კანონმდებლობის გამოყენება, ორგანიზებულ, ნარკოდანაშაულთან და ტერორიზმის დაფინანსებასთან ბრძოლის გაძლიერებისათვის.
იურიდიული მრჩეველი ასევე განაგრძობს კოორდინირებას აშშ-ის მთავრობის მიერ დაქირავებულ სხვა მომწოდებლებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, განსაკუთრებით ამერიკის იურისტთა ასოციაციასთან/კანონის უზენაესობის ინიციატივასთან; საქართველოში ნორვეგიის კანონის უზენაესობის მრჩეველთა მისიასთან; ევროსაბჭოსთან; გაეროსთან და ევროკავშირთან, გერმანიის ტექნიკური დახმარების ორგანიზაციასთან (TACIS-თან), რათა მიღწეულ იქნეს საქართველოში სამართალდაცვით სფეროში დახმარების მიმდინარე პროგრამების მაქსიმალური ეფექტურობა.
აშშ-ის მთავრობის მიერ განსახორციელებელი ქმედებები მოიცავს:
* საქართველოში იურიდიული მრჩევლისათვის დახმარების გაწევას ინსტიტუციური რეფორმების სფეროში, უნარ-ჩვევების განვითარების ტრენინგების ჩატარების უზრუნველყოფასა და სხვა ტექნიკური დახმარების გაწევაში აშშ-ის მთავრობასთან კორდინირებით.
საქართველოს მთავრობის მიერ განსახორციელებელი ქმედებები მოიცავს:
* შესაბამის პერსონალთან დაშვების უზურნველყოფას პროკურატურაში, სასამართლო სისტემასა და სამართალდამცველთა სტრუქტურებში;
* შესაბამისი ადგილების გამოყოფის უზრუნველყოფას ტრენინგებისათვის;
* შესაბამისი მონაწილეების შერჩევას, რომლებიც ითანამშრომლებენ იურიდიულ მრჩეველთან ინსტიტუციონალურ რეფორმებსა და უნარ-ჩვევების განვითარების ტრენინგების პროგრამებზე.
საქმიანობის შედეგების მაჩვენებლები:
* გადამზადებული მოსამართლეები სათანადოდ იყენებენ სისხლის სამართლის ახალ საპროცესო კოდექსს მათ მიერ განხილულ საქმეებში, რისი მონიტორინგიც განხორციელდება იურიდიული მრჩევლის პროგრამით დაფინანსებული დამოუკიდებელი სასამართლო დამკვირვებლების მიერ.
* ქართული პოლიცია მომზადდება სისხლის სამართლის ახალ საპროცესო კოდექსში. გადამზადების შემდეგ მსმენელების 90 პროცენტი წარმატებით ჩააბარებს ტრენინგის შემდგომ საკვალიფიკაციო ტესტს.
* პროკურორები მომზადებულები არიან სისხლის სამართლის ახალ საპროცესო კოდექსში და ადაპტირებულნი არიან სასამართლოში შეჯიბრებითი პროცესის ახალ პირობებთან; 90 პროცენტი წარმატებით ჩააბარებს ტრენინგის შემდგომ საკვალიფიკაციო ტესტს.
(2) კანონის უზენაესობის ინიციატივა - $500,000
საქართველოში კანონის უზენაესობის ინიციატივის სისხლის სამართლის პროგრამის საბოლოო მიზანია იურიდიულ სფეროში მომუშავე ქართველი პროფესიონალებისა და სამართლებრივი ინსტიტუტების ეფექტურობის განმტკიცება, რათა დაცულ იქნეს სამართლიანი სასამართლოს უფლება და გაიზარდოს მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა. პროექტის ფარგლებში გაგრძელდება დროული და პირდაპირი დახმარების გაწევა სისხლის სამართლის საკითხებთან დაკავშირებით როგორც საქართველოს მთავრობისათვის, ასევე იურიდიული პროფესიის წარმომადგენლებისათვის, რომლებიც დაკავშირებულნი არიან საქართველოს სისხლის სამართლის ახალ საპროცესო კოდექსთან და ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შემოღებასთან. პროექტის ფარგლებში გაგრძელდება იურიდიულ მრჩეველთან, ასევე აშშ-ის საელჩოში კოლეგებთან და საერთაშორისო საზოგადოების სხვა წარმომადგენლებთან მჭიდროდ კოორდინირებული თანამშრომლობა. პროექტის პარტნიორები და ბენეფიციარები არიან: საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, იურიდიული დახმარების სამსახური, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს უზენაესი სასამართლო. საქართველოს დედაქალაქსა და მთელს რეგიონებში მიზნობრივი ტრენინგების ჩატარების გარდა პროექტის ფარგლებში ინსტიტუციური დახმარება გაეწევა ზემოაღნიშნულ სტრუქტურებს, ასევე ძალისხმევა წარიმართება იურიდიული პროფესიის წარმომადგენლების შესაძლებლობების განვითარებისაკენ, რათა მოხდეს სისხლის სამართლის ახალ საპროცესო კოდექსთან დაკავშირებული რეფორმის ორგანიზაციული გატარება. გაგრძელდება დახმარების გაწევა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისათვის, ეთიკის საკითხებში ტრენინგების ჩატარებაში. ამ ახალი საქმიანობის მიზანი იქნება საქართველოში იურიდიული განათლების გაუმჯობესება; უფრო დიდი ყურადღება დაეთმობა პრაქტიკულ ტრენინგებს, ანალიტიკურ აზროვნებასა და სამართლებრივი წერის უნარ-ჩვევები.
აშშ-ის მთავრობის მიერ განსახორციელებელი ქმედებები მოიცავს:
* კვალიფიციური იურისტის დაფინანსებას, რომელიც იმუშავებს კანონის უზენაესობის პროექტის თბილისის ოფისში და დროულ და პირდაპირ ტექნიკურ დახმარებას გაუწევს საქართველოს იურიდიული და სამართალდაცვითი სფეროს წარმომადგენლებს.
* ტრენინგების ჩატარებას ადვოკატებისათვის სისხლის სამართლის ახალ საპროცესო კოდექსში, განსაკუთრებით სასამართლო უნარ-ჩვევების საკითხებში;
* იმიტირებული ნაფიც მსაჯულთა სასამართლო პროცესების ჩატარება ადვოკატებისათვის იურიდიულ მრჩეველთან კოორდინირებით და პროკურორების მონაწილეობით.
* ქართველი მოსამართლეებისათვის სისხლის სამართლის საქმეებზე სამაგიდო წიგნის შემუშავებაში დახმარება იურიდიულ მრჩეველთან კოორდინირებით.
საქართველოს მთავრობის მიერ განსახორციელებელი ქმედებები მოიცავს:
* სემინარების, კონფერენციებისა და ტრენინგის კურსების ჩასატარებლად ადგილის გამოყოფას, შეძლებისამებრ.
* კანონის უზენაესობის პროექტის იურისტთან თანამშრომლობას ტრენინგის პროგრამების შესაბამისი მონაწილეების შესარჩევად.
* საქართველოს მთავრობის შესაბამის ოფიციალურ პირებთან კანონის უზენაესობის პროექტის იურისტის დაშვების უზრუნველყოფას, ასევე მათი მონაწილეობის უზურნველყოფას იმიტირებულ სასამართლო პროცესებზე.
საქმიანობის შედეგების მაჩვენებლები:
* პროექტის დასასრულს თბილისსა და რეგიონებში მომუშავე კერძო და სახაზინო ადვოკატებ ი კარგად იცნობენ სისხლის სამართლის საპროცესო კოდე ქ სს, რაც შეფასდება პროექტის მიერ ჩატარებული ტრენინგის შემდგომი საკვალიფიკაციო ტესტებით; პროექტი წარმატებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუ მონაწილეთა მინიმუმ 90 %წარმატებით ჩააბარებს ტესტს. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ტრენინგის მიზნები იქნება:საქართველოს ადვოკატთა ასოციაციიდან 20 ქართველი ინსტრუქტორის და სისხლის სამართლის საქმეებზე მომუშავე 1,250 ადვოკატის გადამზადება. სასამართლო უნარ-ჩვევების ტრენინგის მიზანი იქნება: სისხლის სამართლის სპეციალობის 770 ადვოკატის გადამზადება.
* კერძო და სახაზინო ადვოკატები ეფექტურად ასრულებენ დამცველის ფუნქციებს, ეფექტურად მუშაობენ სისხლის სამართლის ახალი საპროცესო კოდექსის მიხედვით, რისი მონიტორინგიც განხორციელდება სასამართლოში დამოუკიდებელი დამკვირვებლების მიერ.
* სისხლის სამართლის საქმეებზე მოსამართლის სამაგიდო წიგნის 300 ასლი დარიგებულია ქართველი მოსამართლეებისათვის.
* ტრენინგში (იურიდიული მრჩევლის პროგრამის ფარგლებში გამართული) მონაწილე ადვოკატებისა და პროკურორების მონაწილეობით გამართულია 12 იმიტირებული პროცესი.
(3) ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის
ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის სამსახურის
განვითარების პროექტი -- $2,381,190
პროექტის მიზანია სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის სამსახურის განახლებაში დახმარების გაწევა. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის თანამედროვე ლაბორატორია მოემსახურება სისხლის სამართლის სისტემას გარდაცვალებამდე და გარდაცვალების შემდგომ ზუსტი გამოკვლევების ჩატარების გზით, რომლის შედეგებიც შესაძლოა გამოყენებულ იქნეს მტკიცებულებად გამოძიებისა და ბრალდების მხარის მიერ მძიმე დანაშაულობების შემთხვევაში. ლაბორატორია იქნება უსაფრთხო, ჰიგიენური, საჭირო ტექნოლოგიებით აღჭურვილი დაწესებულება, სადაც შესაძლებელი იქნება საჭირო სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ანალიზის ჩატარება, რაც მალე უფრო დიდ მნიშვნელობას შეიძენს, რადგან საქართველო იწყებს დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის საქმეების განხილვას ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით. აღნიშნულის მისაღწევად, აშშ-ის მთავრობის მიერ გაწეული იქნება:
* დახმარება ადმინისტრაციული და მმართველობითი ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბებაში, რომელიც საჭიროა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის სამსახურისთვის განკუთვნილი ლაბორატორიის აკრედიტაციის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.
* ტექნიკური დახმარება საერთაშორისო დონეზე აღიარებული სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის მეთოდების დანერგვაში.
* ტექნიკური დახმარება პოლიტიკის იმ სახელმძღვანელოების შედგენაში, რომელიც მოეთხოვება სასამართლო სამედიცინო ლაბორატორიას.
* სასამართლო ექსპერტიზის საკითხებში ტექნიკური დახმარების გაწევის მიზნით მრჩევლების გამოყოფა საჭიროებისამებრ, რომლებიც სახელმწიფო ლაბორატორიაში მომუშავე პერსონალს დაეხმარებიან იმ სასამართლო სამედიცინო პროგრამების განხორციელებაში, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს.
აშშ-ის მთავრობის მიერ განსახორციელებელი ქმედებები მოიცავს:
* სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან კოორდინირებით სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ლაბორატორიის დაპროექტების და მშენებლობის უზრუნველყოფა, ასევე გვამის ექსპერტიზის, ჰისტოლოგიისა და ტოქსიკოლოგიის სფეროებში ლაბორატორიის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობის მიწოდება.
* ტექნიკური მხარდაჭერის გაწევა და ტრენინგების ჩატარება სასამართლო ექსპერტიზის ზემოაღნიშნულ დისციპლინებში.
* სასამართლო ექსპერტიზის ჩასატარებლად იმ ტექნიკური აღჭურვილობის მიწოდება, რომელიც საჭიროა იმისათვის, რომ განხორციელებული სასამართლო ექსპერტიზა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს.
* იმ სფეროების დადგენა, სადაც საქართველოს სამინისტროებმა შესაძლოა ითანამშრომლონ ტრენინგების ჩატარებისა და ტექნიკური დახმარების გაწევისას.
საქართველოს მთავრობის მიერ განსახორციელებელი ქმედებები მოიცავს:
* კონტრაქტორის დაშვების უზრუნველყოფას სამშენებლო მოედანზე.
* მშენებლობის დაწყებამდე ნარჩენების გატანას შენობიდან.
* აშშ-ის მთავრობის მიერ გარემონტებული ობიექტების მოვლა-პატრონობას, მათ შორის, პრევენციული ტექნიკური მომსახურების გრაფიკის დოკუმენტირებას.
* აშშ-ის მთავრობის მიერ მოწოდებული ტექნიკური აღჭურვილობის ტექნიკურ მომსახურებას, მათ შორის, პროფილაქტიკის მიზნით ტექნიკური მომსახურების გრაფიკის დოკუმენტირებას.
* საქართველოს მთავრობისათვის აშშ-ის მთავრობის მიერ ნაჩუქარი ტექნიკური აღჭურვილობის ექსპლუატაციის შესახებ სტატისტიკის წარმოებას.
* ტრეინინგებისათვის შესაბამისი აუდიტორიისა და ლაბორორატორიის გამოყოფას.
* რეკომენდაციის გაწევას ლაბორატორიის პერსონალისათვის, რათა მათ მონაწილეობა მიიღონ აშშ-ის მთავრობის მიერ დაფინანსებულ ტრენინგში.
საქმიანობის შედეგების მაჩვენებლები:
* პროექტის დასასრულს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზები და მათი დოკუმენტირება განხორციელდება საერთაშორისო სტანდარტების ორგანიზაციის (ISO) სტანდარტების შესაბამისად.
* სტანდარტიზებული შეფასების ფორმაში, რომლითაც ფასდება შემოღებული პოლიტიკისა და პროცედურების შესაბამისობა ISO-ს სტანდარტებთან და რომლის ადმინისტრირებასაც განახორციელებს INL, დადებითი პასუხების რაოდენობის 15%-ით გაზრდა.
* ლაბორატორიების აკრედიტირების რომელიმე აღიარებული ორგანოს მიერ განსაზღვრული ადმინისტრაციული, მართვის ან ხარისხის უზრუნველყოფის სფეროებში აკრედიტაციის კრიტერიუმთან შესაბამისობის ხარისხის გაზრდა 15%-ით.
IV. ძალაში შესვლა
შესწორება №13 ძალაში შედის ხელმოწერის დღიდან.
შესრულებულია ქ. თბილისში, საქართველოში 2010 წლის 15 ივნისს, თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ორ იდენტურ ეგზემპლარად ქართულ და ინგლისურ ენებზე. ორივე ტექსტს გააჩნია თანაბარი იურიდიული ძალა.
ამერიკის შეერთებული შტატების საქართველოსმთავრობისსახელით:
მთავრობის სახელით:
------------------------------------- -------------------------------------
კენტ დ. ლოგსდონი ნიკაგილაური
ელჩი ს მოვალეობის შემსრულებელი
საქართველოში პრემიერ-მინისტრი
შეთანხმების წერილი ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა
და საქართველოს მთავრობას შორის
| შეთანხმების წერილი /__ /შეთანხმების შესწორება /__/ შეთანხმების შესწორების ფინანსური თავფურცელი /_X_/
შეთანხმების წერილის ნომერი: 01-01 შეთანხმების წერილის ხელმოწერის თარიღი: 18 ივნისი, 2001 ცვლილების ნომერი: 13 |
| ზემოთ ხსენებული მხარეები ერთობლივად თანხმდებიან რათა განახორციელონ პროექტი ქვემოთ აღნიშნული პირობების შესაბამისად და შეთანხმებაში აღნიშნული პირობების თანახმად. _____ ____ ___ ___ /_X_/ პროექტის აღწერილობა /_/ სტანდარტული დებულებები /_/ დანართი A/_/ დანართი B
|
| არსებული შეთანხმება ან შეთანხმების შესწორება შესაძლოა შეცვლილ იქნას მომავალში ორივე მთავრობის თანხმობის შესაბამისად: ამჟამად არ არსებობს |
| არსებული შეთანხმებით გათვალისწინებული პროექტის დაფინანსება: $ 3,181,700 არსებული შეთანხმებით გათვალისწინებული პროექტის დაფინანსება INL-ის მიერ: $ 2,097,490 არსებული შეთანხმებით პროექტის დაფინანსების მთლიანი ოდენობა: $5,279,190 |
| თანხის ასიგნება/გამოყოფა: $ 3,181,700 19118/01022.0000 0242 ქვეპროექტებზე დაფინანსების განაწილების ბოლო ვადაა: 30 სექტემბერი, 2011 დაფინანსების არსებობის დასტური: _________________________ ________ აშშ საელჩოს ფინანსური ოფიცერი თარიღი
______________________________ _____________________________________ საქართველოს მთავრობის სახელით ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის სახელით
_______________________ ______________________________ ნიკა გილაური კენტ დ. ლოგსდონი პრემიერ-მინისტრი ელჩის მოვალეობის შემსრულებელი
თარიღი: ______________________________ თარიღი:_____________________ |
დაფინანსების განაწილება პროექტების მიხედვით
პროექტების დაფინანსების განაწილება ამერიკის შეერთებული
შტატებისა და საქართველოს მთავრობებს შორის შეთანხმების მე-13 შესწორების შესაბამისად
თანხები, რომელიც გადმორიცხულია აშშ-ს საელჩოში
ასიგნება:19118/01022.0000 ჩარიცხვის ნომერი: 0242
| პროექტის ნომერი
| პროექტის დასახელება | მთლიანი თანხის ოდენობა |
|
|
| |
| IN41GG02 | იურიდიული მრჩეველი | $800,510 |
| IN13GG34 | ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის სამსახურის განვითარების პროექტი
| $2,381,190 |
|
|
| |
|
|
| |
| ჯამი | ყველა პროექტის ჯამური თანხა | $3,181,700 |
თანხები, რომლის განკარგვაც მოხდება ვაშინგტონის სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს მიერ
ასიგნება:19118/01022.0000 ჩარიცხვის ნომერი: 2079
| პროექტის ნომერი
| პროექტის დასახელება | მთლიანი თანხის ოდენობა |
|
|
| |
| IN41GG02 | იურიდიული მრჩეველი | $1,597,490 |
| IN41GG14 | ამერიკის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის კანონის უზენაესობის ინიციატივა (ადრე პროექტის დასახელება იყო ABA/CEELI სისხლის სამართლის კანონის რეფორმა) | $500,000 |
|
|
| |
|
|
| |
| ჯამი | ყველა პროექტის ჯამური თანხა | $2,097,490 |