ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის ნარკოტიკების კონტროლისა და კანონიერების განმტკიცების სფეროში თანამშრომლობის შესახებ 2001 წლის 18 ივნისის შეთანხმების შესწორება №14
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა
და
საქართველოს მთავრობას
შორის ნარკოტიკების კონტროლისა და
კანონიერების განმტკიცების სფეროში
თანამშრომლობის შესახებ
2001 წლის 18 ივნისის შეთანხმების
შესწორება №14
1. ზოგადი ნაწილი
ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის კანონიერების განმტკიცების სფეროში თანამშრომლობის შესახებ 2001 წლის 18 ივნისს შეთანხმების შესწორების და მასში ცვლილებების შეტანის აუცილებლობიდან გამომდინარე, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა და საქართველოს მთავრობა (შემდგომში წოდებული, როგორც „მხარე” – ინდივიდუალურად და „მხარეები” – ერთობლივად) თანხმდებიან შემდეგზე:
აშშ-ის და საქართველოს მთავრობების მიერ წინამდებარე შეთანხმების მხარდასაჭერად განსახორციელებელი ქმედებები და უზრუნველსაყოფი რესურსები ჩამოთვლილია ქვემოთ და წარმოადგენს მხარეების მიერ აღებულ უცვლელ ვალდებულებებს. წინამდებარე შეთანხმების საფუძველზე აშშ-ის მთავრობის მიერ გამოყოფილი თანხები განსაზღვრულია ცალკე ფინანსურ თავფურცელში და ჯამში შეადგენს 3,000,000 აშშ დოლარს. აშშ-ის მთავრობის მიერ ქვემოთ აღწერილი პროექტების დაფინანსების გაგრძელება დამოკიდებულია შესაბამისი თანხების ხელმისაწვდომობაზე და ასიგნებაზე, პროექტის მიზნების განსახორციელებლად მიმართული საქმიანობის დამაკმაყოფილებელ შედეგებზე და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის თანხმობაზე.
აღნიშნული დამატებითი დაფინანსება განკუთვნილია შემდეგი პროექტებისათვის: იურიდიული მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში; ამერიკის იურისტთა ასოციაციის კანონის უზენაესობის ინიციატივა; სასამართლო/კრიმინალისტიკური ექსპერტიზის განვითარების პროექტი; პოლიციის აკადემიის განვითარება; საქართველოს სამართლებრივი განათლების პროექტი; ანტინარკოტიკული პროგრამა:ნარკოდანაშაულის აღკვეთის პროექტი; კომპიუტერული დანაშაულის გამოძიების განვითარება; ფულის გათეთრების / ფინანსური დანაშაულებების და ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლა. პროექტების სრული აღწერა და მიზნები მოცემულია წინამდებარე დოკუმენტის მე-2 ნაწილში.
მხარეებს უფლება აქვთ გაზარდონ, ცვლილება შეიტანონ ან შეწყვიტონ წინამდებარე შეთანხმების საფუძველზე განხორციელებადი პროექტები, რაზეც მხარეებს შორის არსებობს წერილობითი შეთანხმება. ასეთი პროექტი დაექვემდებარება წინამდებარე შეთანხმების პირობებს.
წინამდებარე დოკუმენტის მე-2 ნაწილში წარმოდგენილი პროექტის აღწერილობების გარდა ყველა სხვა ვალდებულება და პირობა, რომელიც გათვალისწინებულია 2001 წლის 18 ივნისის შეთანხმებით კვლავ სრულად მოქმედებს და ძალაში რჩება.
II. პროექტის აღწერილობა და მიზნები
(1) იურიდიული მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში –
900,000 აშშ დოლარი
ამ პროექტის მთავარი მიზანია საექსპერტო ტექნიკური დახმარების გაწევა იურიდიული პროფესიის წარმომადგენლების და საზოგადოების მოსამზადებლად სისხლის სამართლის პროცესის რეფორმირებული კოდექსის წარმატებით განხორციელების მიზნით, მათ შორის, ნაფიც მსაჯულთა სასამართლს შემოღება საპილოტე საფუძველზე. დახმარება გაწეული იქნება შემდეგი ღონისძიებების ჩასატარებლად: ქართველი მოსამართლეებისათვის ტრენინგ-პროგრამების ჩატარება აშშ-დან მოწვეული ექსპერტებისა და სხვა უცხოელი მოსამართლეების მონაწილეობით. ტრენინგები, მათ შორის, იმიტირებული სასამართლოები, რომელიც თბილისსა და რეგიონებში ჩატარდება, ფოკუსირებული იქნება იმ ცოდნის ჩამოყალიბებასა და უნარ-ჩვევების განვითარებაზე, რომელსაც ქართველი მოსამართლეები ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის, შეჯიბრებითი და ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ფარგლებში საჭიროებენ.
ქართველი პროკურორებისათვის ტრენინგების ჩატარება სასამართლოში შეჯიბრებით პროცესში მონაწილეობისათვის საჭირო უნარ-ჩვევების შესაძენად; ტრენინგი ასევე მოიცავს ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით იმიტირებული სასამართლო პროცესების გამართვას; ტრენინგს სისხლის სამართლის ახალი საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული პროკურორის დისკრეციული უფლებამოსილების საკითხებში; მტკიცებულებაზე პასუხისმგებლობის ჯაჭვთან დაკავშირებულ საკითხებსა და პროფესიულ ეთიკაში, რათა სისხლის სამართლის ახალი საპროცესო კოდექსის ფარგლებში პროკურორებმა წარმატებით აწარმოონ ბრალდების მხარდაჭერა. გაგრძელდება პროკურატურაში მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა, მათ შორის, უქაღალდო სისხლის სამართლის საქმეთა ინტეგრირებული მართვის სისტემის (ICCMS) მხარდაჭერა; შრომითი რესურსების, მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურების ფუნქციონირების გაუმჯობესება; საზოგადოებრივი პროკურატურის პროგრამის ხელშეწყობა, კორუფციის წინააღმდეგ შიდაუწყებრივი ინიციატივების მხარდაჭერა, ასევე გაგრძელდება მხარდაჭერა სისხლის სამართლის პოლიტიკის სახელმძღვანელო მითითებების [გაიდლაინების] მიმართულებით.
იურიდიული მრჩეველი დახმარებას გაუწევს სახელმწიფო ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს (INL-ის) მრჩეველს პოლიციის საკითხებში, და INL-ის იურიდიულ მრჩეველს პოლიციისა და გამომძიებლებისათვის ტრენინგის პროგრამების შემუშავებაში, რომელიც მიმართული იქნება სისხლის სამართლის ახალი საპროცესო კოდექსის საკითხებზე.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის კომენტარების შემუშავება, რაც მოიცავს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის გამოყენების შესახებ სახელმძღვანელო მითითებებს პრაქტიკოსებისათვის. სოციალური რეკლამის დამზადება და ინფორმაციული კამპანიის შემუშავება ქვეყნის მასშტაბით საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის, პროკურორის დისკრეციული უფლებამოსილების, ბრალდებულისა და დაზარალებულის უფლებების და მოსამართლისა და ნაფიცი მსაჯულების როლის შესახებ ახალი შეჯიბრებითი სასამართლო სისტემის პირობებში.
იურიდიული მრჩეველი და კანონის უზენაესობის პროექტები ერთობლივად გაუწევენ ტექნიკურ დახმარებას შესაბამის უწყებებს მტკიცებულებათა წესებისა და ნაფიც მსაჯულთა ინსტრუქციების შემუშავების მიზნით. იურიდიული მრჩეველი ასევე დაეხმარება სასამართლო ორგანოებს მსაჯულთა მართვის გეგმის შემუშავებაში და ითანამშრომლებს საქართველოს უზენაეს სასამართლოსთან სასამართლო მონიტორინგის პროექტის გაგრძელებისა და გაფართოების მიმართულებით.
დასასრულს, იურიდიული მრჩევლის პროგრამის ფარგლებში ტექნიკური დახმარება გაეწევა და ტრენინგები ჩაუტარდება პროკურატურის და გამოძიების სპეციალიზებულ სტრუქტურებს დანაშაულთან ბრძოლის, განსაკუთრებით, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით; კერძოდ, ტრენინგები ჩატარდება ნარკოტიკებით და ადამიანებით უკანონო ვაჭრობის (და მასთან დაკავშირებული დანაშაულის, მაგ., ოჯახში ძალადობა), არასრულწლოვანთა სექსუალური ექსპლუატაციის და პორნოგრაფიის, კომპიუტერული დანაშაულის, საარჩევნო დანაშაულის ეფექტური გამოძიების, მტკიცებულებათა დამაგრების და დევნის თემატიკაზე. ასევე ფულის გათეთრების წინააღმდეგ და ტერორიზმის დაფინანსებასთან ბრძოლის (AML/CTF) არსებული კანონმდებლობის გამოყენება, ორგანიზებულ, ნარკოდანაშაულთან და ტერორიზმის დაფინანსებასთან ბრძოლის გაძლიერებისათვის.
იურიდიული მრჩეველი ასევე განაგრძობს კოორდინირებას აშშ-ის მთავრობის მიერ დაქირავებულ სხვა მომწოდებლებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, განსაკუთრებით ამერიკის იურისტთა ასოციაციასთან/კანონის უზენაესობის ინიციატივასთან; საქართველოში ნორვეგიის კანონის უზენაესობის მრჩეველთა მისიასთან; ევროსაბჭოსთან; გაეროსთან და ევროკავშირთან, გერმანიის ტექნიკური დახმარების ორგანიზაციასთან (TACIS-თან), რათა მიღწეულ იქნეს საქართველოში სამართალდაცვით სფეროში დახმარების მიმდინარე პროგრამების მაქსიმალური ეფექტურობა.
აშშ-ის მთავრობის მიერ განსახორციელებელი ქმედებები მოიცავს:
● საქართველოში იურიდიული მრჩევლისათვის დახმარების გაწევას ინსტიტუციური რეფორმების სფეროში, უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით ტრენინგების ჩატარების უზრუნველყოფასა და სხვა ტექნიკური დახმარების გაწევაში აშშ-ის მთავრობასთან კორდინირებით.
● იურიდიული მრჩევლის პროექტი და კანონის უზენაესობის პროექტი უზრუნველყოფს სასამართლო უნარ-ჩვევების ერთობლივი ტრენინგების ჩატარებას პროკურორებისა და ადვოკატების მონაწილეობით.
საქართველოს მთავრობის მიერ განსახორციელებელი ქმედებები მოიცავს:
● შესაბამის პერსონალთან დაშვების უზურნველყოფას პროკურატურაში, სასამართლო სისტემასა და სამართალდამცავ სტრუქტურებში;
● შესაბამისი ადგილების გამოყოფის უზრუნველყოფას ტრენინგებისათვის;
● შესაბამისი მონაწილეების შერჩევას, რომლებიც ითანამშრომლებენ იურიდიულ მრჩეველთან ინსტიტუციონალურ რეფორმებსა და უნარ-ჩვევების განვითარების ტრენინგების პროგრამებზე.
საქმიანობის შედეგების მაჩვენებლები:
პროექტის პერიოდის დასასრულისთვის:
● გადამზადებული მოსამართლეები სათანადოდ იყენებენ სისხლის სამართლის ახალ საპროცესო კოდექსს მათ მიერ განხილულ საქმეებში, რისი მონიტორინგიც განხორციელდება იურიდიული მრჩევლის პროგრამით დაფინანსებული დამოუკიდებელი სასამართლო დამკვირვებლების მიერ.
● პროკურორები მომზადებულები არიან სისხლის სამართლის ახალ საპროცესო კოდექსში და ადაპტირებულნი არიან სასამართლოში შეჯიბრებითი პროცესის ახალ პირობებთან; 90 პროცენტი წარმატებით ჩააბარებს ტრენინგის შემდგომ საკვალიფიკაციო ტესტს.
● პროკურორები მომზადებულები არიან უქაღალდო, სისხლის სამართლის საქმეთა ინტეგრირებული მართვის სისტემაზე (ICCMS) გადასასვლელად, და 90 პროცენტი წარმატებით ჩააბარებს ტრენინგის შემდგომ საკვალიფიკაციო ტესტს.
● დაიბეჭდება მოსამართლის სამაგიდო წიგნის 150 ასლი და დაურიგდება სისხლის სამართლის მოსამართლეებს.
● ჩატარდება დაახლოებით 12 სასამართლო უნარ-ჩვევების ერთობლივი ტრენინგები პროკურორებისა და ადვოკატების მონაწილეობით მათი უნარ-ჩვევების შემოწმებისა და გაზრდის მიზნით.
● პროკურატურაში სასამართლო უნარ-ჩვევების ინსტრუქტორად შეირჩევა და მომზადდება 5 მოქმედი პროკურორი, რომლებიც გაივლიან სასამართლო უნარ-ჩვევათა სწავლების ტრენინგს და იურიდიულ მრჩეველთან ერთად ჩაატარებენ აღნიშნულ ტრენინგებს მათი ინსტრუქტორებად ჩამოყალიბების მიზნით რათა მომავალში შეძლონ დამოუკიდებლად ჩაატარონ ტრენინგები ბრალდების მხარდაჭერის თემაზე.
● დამზადდება ხუთი სოცრეკლამა ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თემაზე, სისხლის სამართლის რეფორმის საბჭოსთან კოორდინაციით. ჩატარდება ინფორმაციული კამპანიის შეფასება, სადაც გამოკითხულთა მინიმუმ 50%-მა უნდა შეძლოს ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის რომელიმე თემის იდენტიფიცირება.
● თბილისის საქალაქო სასამართლოსათვის დამზადდება მსაჯულთა საორიენტაციო ვიდეო რგოლი და თანმხლები ფორმები; მიღებული იქნება მსაჯულთა მართვის გეგმა; თბილისის საქალაქო სასამართლო წარმატებით ჩაატარებს თბილისის მასშტაბით ჩატარებულ 1,000 შემთხვევითი შერჩევით მოწვეულ მსაჯულთა სატესტო შეკრებას და ორიენტაციას.
(2) ამერიკის იურისტთა ასოციაციის კანონის უზენაესობის
ინიციატივის პროექტი --250,000 აშშ დოლარი
კანონის უზენაესობის ინიციატივის სისხლის სამართლის პროგრამა საქართველოში მთავარ მიზნად ისახავს ქართველი იურისტებისა და სამართლებრივი დაწესებულებების შესაძლებლობების ეფექტურ გაძლიერებას სამართლიანი სასამართლოს უფლების და მისი ხელმისაწვდომობის მხარდასაჭერად.
ამერიკის იურისტთა ასოციაცია კანონის უზენაესობის ინიციატივა/სისხლის სამართლის პროგრამა საქართველოში განაგრძობს ტექნიკური მხარდაჭერით და ტრენინგებით უზრუნველყოფას, რაც უკავშირდება ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის დანერგვას. 2009 ფინანსური წლის თანხები გამოყენებული იქნება 2010-2011 წლებში ადმინისტრაციული და პროგრამული ხარჯების მხარდასაჭერად, მათ შორის, ერთ ი უფასო სამართლის სპეციალისტისა და ერთი ან ორი ადგილობრივი იურისტის მხარდასაჭერად, რათა განხორციელდეს შემდეგი: (1) განმტკიცდეს ადვოკატებისა და უფასო იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატების უნარ-ჩვევები ორიენტირებული (ა) სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსზე და სასამართლო უნარ-ჩვევების განვითარების ტრენინგებზე, რომლებიც შეეხება წინასასამართლო გამოძიებას, წინასასამართლო ეტაპზე და სასამართლო პროცესის დროს შუამდგომლობების დაყენებას, სამართალწარმოების ყველა ფაზას, როგორც ნაფიც მსაჯულთა, ასევე მოსამართლის შემთხვევაში (ნაფიც მსაჯულთა შერჩევის პროცესიდან დასკვნით სიტყვამდე), და ნაფიც მსაჯულთა საბოლოო ინსტრუქციებს (აქტივობები შეიძლება მოიცავდეს სასწავლო რესურსების განვითარებას, როგორიცაა სახელმძღვანელო ან ვიდეო); ტრენინგები განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს ადვოკატების სწავლებას შესაბამისი შუამდგომლობების დაყენების თემაზე, წინასასამართლო ეტაპზე და პროცესის დროს, რაც დაკავშირებულია ნაფიც მსაჯულთა და სასამართლო პროცესებთან, მათ შორის, სააპელაციო უფლებების შენარჩუნებისათვის პროცესის დროს ჩანაწერების გაკეთების წესთან. პროგრამა მჭიდროდ ითანამშრომლებს აშშ-ის საელჩოს იურიდიულ მრჩეველთან სამართლებრივ საკითხებში, პროკურორებისა და ადვოკატების ახალი როლებისათვის ერთობლივი მომზადების მიზნით ახალ შეჯიბრებითობის სისტემაში, სასწავლო იმიტირებული პროცესების ჩატარების გზით. პროგრამა მიზნად ისახავს აღნიშნული ძალისხმევის გაგრძელებას სამართლებრივ საკითხებში იურიდიულ მრჩეველთან ერთად 2010-2011-ი ს ფარგლებში. საქართველოს მთავრობამ შექმნა იურიდიული დახმარების სამსახური დაუცველი ბრალდებულების წარმოსადგენად და ასევე კერძო ადვოკატების იურიდიული დახმარების რეესტრი კონფლიქტური შემთხვევებისათვის. იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატებმა ტრენინგი გაირეს სასამართლო საადვოკატო უნარ-ჩვევების გაღრმავებაში, ხოლო რეესტრის ადვოკატები ტრენინგს გაივლიან პროექტის პერიოდის დასრულებისას.
აშშ მთავრობის მიერ განსახორციელებელი ქმედებები მოიცავს:
● გამოცდილი იურისტის დაფინანსებას, რომელიც კანონის უზენაესობის პროექტის თბილისის ოფისში იმუშავებს და დროულ და უშუალო ტექნიკურ დახმარებას გაუწევს საქართველოს მთავრობას და საქართველოში ფართო სამართლებრივ წრეებს სისხლის სამართალწარმოების განვითარების საკითხებში.
● ადვოკატებისათვის ტრენინგის უზრუნველყოფას ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და სასამართლო უნარ-ჩვევების საკითხებში.
● სამართლებრივ საკითხებში იურიდიულ მრჩეველთან თანამშრომლობას ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლო პროცესების ჩასატარებლად, პროკურორებისა და ადვოკატების ერთობლივი ტრენინგის მიზნით.
საქართველოს მთავრობის მიერ განსახორციელებელი ქმედებები მოიცავს:
● სემინარების, კონფერენციებისა და ტრენინგების ჩასატარებლად შესაბამისი ფართის უზრუნველყოფას.
● კანონის უზენაესობის პროექტის იურისტთან თანამშრომლობას სასწავლო პროგრამებისათვის შესაბამისი მონაწილეების შერჩევის მიზნით.
● კანონის უზენაესობის პროექტის იურისტისათვის საქართველოს შესაბამის სახელმწიფო თანამდებობის პირებთან დაშვების უზრუნველყოფას.
საქმიანობის შედეგების მაჩვენებლები:
პროექტის დასასრულისთვის:
● ადვოკატები უზრუნველყოფენ თავიანთი კლიენტების ეფექტურ წარდგინებას სასამართლო დარბაზში, პროცესზე დაცვის ახალი უნარ-ჩვევებისა და ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის გამოყენებით, რასაც დაამოწმებენ დამოუკიდებელი სასამართლო დამკვირვებლები.
● ადვოკატის სასამართლო უნარ-ჩვევების განვითარების ტრენინგის მიზანი პროექტის პერიოდის დასასრულისთვის: ხუთასი ადვოკატი; 90 პროცენტი გადის ტრენინგის შემდგომ საკვალიფიკაციო ტესტირებას.
(3) სასამართლო /კრიმინალისტიკური ექსპერტიზის განვითარების პროექტი –
660,000 აშშ დოლარი
ამ პროექტის მიზანს წარმოადგენს საქართველოს საექსპერტო რესურსების გაძლიერება და საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოება. საქართველოს საექსპერტო სამსახურების გაძლიერების მიზნით გაგრძელდება ტექნიკური კონსულტაციებისა და სპეციალური აღჭურვილობის მოწოდება. საქმის გაუმჯობესებული წარმოება ფრიად მნიშვნელოვანია რეფორმირებული სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნების დაკმაყოფილებისათვის, რომლის თანახმადაც სასამართლო მტკიცებულებები წარდგენილი და დაცული უნდა იყოს შეჯიბრებითობის პრინციპზე დაყრდნობით. ამის მისაღწევად აშშ-ის მთავრობა:
● განაგრძობს ტექნიკურ მხარდაჭერას ექსპერტიზის საკითხებში კონსულტანტის უზრუნველყოფის მეშვეობით, ლაბორატორიის აკრედიტაციისათვის საჭირო მოთხოვნების დაკმაყოფილებისათვის აუცილებელი ადმინისტრაციული და მართვის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით.
● ტექნიკურ მხარდაჭერას გაუწევს ექსპერტიზის საერთაშორისო მეთოდების დანერგვას.
●განაგრძობს ლაბორატორიის აკრედიტაციისათვის საჭირო სახელმძღვანელო დოკუმენტების შემუშავების პროცესისათვის ტექნიკურ მხარდაჭერას.
● საჭიროებისამებრ, უზრუნველყოფს ტექნიკურ მრჩეველებს ექსპერტიზის სფეროში, რომლებიც სახელმწიფო ლაბორატორიების პერსონალს დახმარებას გაუწევენ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ექსპერტიზის პროგრამის დანერგვაში.
აშშ-ის მთავრობის მიერ განსახორციელებელი ქმედებები მოიცავს:
● ტექნიკური მხარდაჭერის და ტრენინგის უზრუნველყოფას კვალიფიციური, კომპეტენტური ექსპერტების მიერ.
● აშშ-ის კომპეტენტური ექსპერტის მიერ განსაზღვრული, აუცილებელი აღჭურვილობის უზრუნველყოფას ექსპერტიზისათვის მდგრადი დისციპლინის ჩამოყალიბების მიზნით.
● ექსპერტიზების ჩატარებაზე პასუხისმგებელ სამინისტროებსა და სააგენტოებს შორის მზარდი თანამშრომლობის ხელშეწყობას სწავლებისა და ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფის მეშვეობით.
საქართველოს მთავრობის მიერ განსახორციელებელი ქმედებები მოიცავს:
● აშშ-ის მთავრობის მიერ განახლებული ობიექტების ტექნიკურად გამართული მდგომარეობის შენარჩუნებას.
● აშშ-ის მთავრობის მიერ მოწოდებული აღჭურვილობის ტექნიკურად გამართული მდგომარეობის შენარჩუნებას.
● თანამშრომლობის გაძლიერებას ყველა იმ სამინისტროსა და უწყებას შორის, რომლებიც ახორციელებენ ექსპერტიზას სისხლის სამართლის სექტორის სასარგებლოდ.
● საქართველოს მთავრობისთვის აშშ-ის მთავრობის მიერ გადმოცემული აღჭურვილობის გამოყენების სტატისტიკის უზრუნველყოფას.
● აშშ-ის მთავრობის მიერ გადმოცემულ აღჭურვილობასთან დაშვების უზრუნველყოფას ყოველწლიური მონიტორინგის საჭიროებისათვის.
საქმიანობის შედეგების მაჩვენებლები:
პროექტის დასასრულისთვის:
● ანტინარკოტიკული და სამართალდაცვითი პროგრამების საერთაშორისო ბიუროს (INL) აუდიტისას გამოყენებული შეფასების სტანდარტიზებულ ფორმაზე დადებითი გამოძახილის მინიმუმ 15%-ით გაზრდა.
● ლაბორატორიული აკრედიტაციის აღიარებული ორგანოს მიერ დადგენილი ადმინისტრაციული, მართვის ან ხარისხის უზრუნველყოფის აკრედიტაციის კრიტერიუმების 15%-ით გაზრდა.
● აკრედიტაციის აღიარებული ორგანოს მიერ დადგენილი ანალიტიკური აკრედიტაციის კრიტერიუმების დაკმაყოფილება ან გადაჭარბება კვლევის ერთი ან მეტი სფეროსადმი მიძღვნილი მეთოდებისა და პროცედურული სახელმძღვანელოების მეშვეობით.
● ტრენინგის მონაწილეთა 90 % გადის ტრენინგის შემდგომ საკვალიფიკაციო ტესტირებას.
(4) პოლიციის აკადემიის განვითარების პროექტი–300,000 აშშ დოლარი
ეს პროექტი მიმართულია აკადემიის განვითარების კომპლექსური პროგრამის დანერგვისაკენ პოლიციის მრჩევლის ხელმძღვანელობით; საქართველოს მასშტაბური და მდგრადი პოტენციალის შექმნის მიზნით, პროექტის ფარგლებში განხორციელდება პოლიციის ახალწვეულებისა და ძირითადი შემადგენლობის პერსონალის სასწავლო პროგრამებითა და სპეციალიზირებული სამართლებრივი ტრენინგებით უზრუნველყოფა. INL აგრძელებს აკადემიის სასწავლო პროგრამის განვითარების მხარდაჭერას, რომელიც ორიენტირებული იქნება პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაღრმავებაზე, ტაქტიკურ სწავლებასა და პრაქტიკულ სასწავლო სავარჯიშოებზე. ინსტრუქტორების მომზადების პროგრამა მიზანმიმართულია პოლიციის სპეციალიზირებულ ცოდნაში პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებაზე, რომლებიც მოიცავს: დანაშაულზე რეაგირებას მისი ჩადენისას (ოჯახური ძალადობის ჩათვლით), სასამართლო დარბაზში ჩვენების მიცემის ტექნიკასა და ეთიკურ ქცევას, შემთხვევის ადგილის დამუშავებას, სისხლის სამართლის საქმის გამოძიებას, მკვლელობის გამოძიებას, დაკითხვის მეთოდიკის განვითარებას, ანგარიშების / ოქმების შედგენას, პოლიციელის თვითგადარჩენის /პიროვნული კონტაქტის დამყარების უნარ-ჩვევებს, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებაში მომზადებას, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების ტრენინგის პროცედურებისა და პრაქტიკის შემუშავებას (მოსამზადებელი კურსი პოლიგონზე), ინსტრუქტორის მომზადების ტრენინგს, თავდაცვითი ტაქტიკის ინსტრუქტორის, ძალის გამოყენების ინსტრუქტორის, საზოგადოებაზე ორიენტირებული /პრობლემაზე ორიენტირებული ინსტრუქტორის მომზადებას, ტრენინგის განვითარებას და შეფასებას, უბედური შემთხვევების გამოძიებას და ზედამხედველობისა და მენეჯმენტის ტრენინგს. პოლიციის მრჩეველი სრული სამუშაო განაკვეთის განმავლობაში ჩაატარებს პრაქტიკული უნარ-ჩვევების დანერგვის ტრენინგებს. ამას გარდა, INLუზრუნველყოფს:
● რეფორმირებული სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად, ჩხრეკა-ამოღების, საგამოძიებო ანგარიშის დაწერის, სასამართლო დარბაზში ჩვენების მიცემისა და სასამართლოში მტკიცებულებების წარმოდგენის საკითხებზე სასწავლო კურსების მხარდაჭერას.
● შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით, უწყვეტ პროფესიულ სწავლებას სამართალდამცავი სექტორის პერსონალისათვის;
● ინსტრუქტორების მომზადების კონცეფციის განვითარების მიზნით, აკადემიის უზრუნველყოფას სწავლებებითა და ტექნიკური მხარდაჭერით, რაც გულისხმობს ხელშეწყობას არამხოლოდ სამართალდაცვით საკითხებში, არამედ პედაგოგიური მეთოდებისა და სემინარების ჩატარების სტრატეგიების უზრუნველყოფას.
აშშ-ის მთავრობის მიერ განსახორციელებელი ქმედებები მოიცავს:
● სასწავლო პროგრამებზე მომუშავე ჯგუფებისა და ინსტრუქტორების დაფინანსებას,რომლებიც მოამზადებენ სპეციალიზირებულ სასწავლო პროგრამებს, მასალებსა და პრაქტიკულ სავარჯიშოებს ზემოაღნიშნულ თემატურ სფეროებში.
● პოლიციის მრჩეველის მოადგილით უზრუნველყოფას, რომელიც სრული სამუშაო განაკვეთის განმავლობაში ჩაატარებს პრაქტიკული უნარ-ჩვევების დანერგვის ტრენინგებს.
● საჭირო აღჭურვილობისა და შესაბამისი სწავლებების უზრუნველყოფას.
საქართველოს მთავრობის მიერ განსახორციელებელი ქმედებები მოიცავს:
● საჭირო საკლასო სივრცითა და განთავსებით უზრუნველყოფას.
● სათანადო კანდიდატების დასახელებას აშშ-ი ს მიერ დაფინანსებულ სწავლებებზე დასასწრებად.
● აშშ-ის მთავრობის მიერ გადმოცემული აღჭურვილობის ტექნიკურად გამართული მდგომარეობის შენარჩუნებას, მათ შორის,მომსახურების დოკუმენტირებული გრაფიკის შექმნას პროფილაქტიკურ-ტექნიკური მომსახურებისა და რემონტისათვის.
● ინსტრუქტორის თანამდებობაზე ახლად მომზადებული აკადემიის კადრების საკმარისი დროით დასაქმებას, რათა ეფექტურად მოხდეს შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებში სწავლების გაუმჯობესება. რეკომენდაციის თანახმად, მათ მიერ სწავლებების ჩატარების ვალდებულების ხანგრძლივობა სამ (3) წელს უნდა შეადგენდეს.
● აკადემიის ტრენინგის შეფასების საშუალებების მოძიებას ყოფილ მონაწილეებთან უკუკავშირის მექანიზმის მეშვეობით, აკადემიის სასწავლო პროგრამებისა და ტრენინგების პერსპექტივების უზრუნველყოფას, რომლებიც პასუხობს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნებს.
საქმიანობის შედეგების მაჩვენებლები:
პროექტის დასასრულისთვის:
● სამართალდაცვითი სექტორის ახალ სფეროებში სასწავლო პროგრამები შეტანილია პოლიციის აკადემიის როგორც ძირითად ტაქტიკურ სასწავლო პროგრამაში, ასევე გადამზადების სასწავლო გეგმაში.
● აკადემიის კურსდამთავრებული სამართალდამცავი ორგანოების პერსონალი ტაქტიკურად და ტექნიკურად უკეთ კვალიფიცირებულია და მზად არის პრაქტიკაში დანერგოს სამართალდამცავი სფეროს თანამედროვე მეთოდები, რაც შემოწმდება ტრენინგის შემდგომი საკვალიფიკაციო ტესტებით. გამსვლელი მაჩვენებელია 90 პროცენტი.
● სასროლეთის/პოლიგონის სახელმძღვანელო შემუშავებულია, დაბეჭდილია და დარიგებულია პოლიციის აკადემიის პერსონალისთვის.
● ცეცხლსასროლი იარაღის ორი ქართველი ინსტრუქტორი მომზადებულია აშშ-ში სერტიფიცირებული ინსტრუქტორების მსგავსად და გავლილი აქვთ ტრენინგის შემდგომი საკვალიფიკაციო ტესტირება.
(5) საქართველოს სამართლებრივი განათლების
პროექტი –240,000 აშშ დოლარი
საქართველოს სამართლებრივი განათლების პროექტის მიზანია საქართველოში არასრულწლოვანთა შორის დანაშაულის შემცირება ალტერნატიული სამართლებრივი მეთოდების გამოყენებით, რომლებიც ქმნის აქტიურ და საზოგადოებაზე დაყრდნობილ დამოკიდებულებას, რაც აერთიანებს სამართალდამცავების, სკოლების, ბავშვთა დაცვის სამსახურებსა და შესაბამისი სპეციალისტების ძალისხმევას. პროგრამის ძირითადი საქმიანობები მოიცავს შემდეგს: 1) პოლიციისა და საზოგადოების თანამშრომლობის ხელშეწყობა, არასრულწლოვანთა სამართლებრივ საკითხებში, განსაკუთრებით ქართულ სკოლებში. ასეთი დამოკიდებულება ხელს უწყობს სკოლის დისციპლინური კომიტეტების, როგორც არასრულწლოვანებში დანაშაულზე რეაგირების ინსტრუმენტის გამოყენებას; ამზადებს მასწავლებლებსა და პოლიციელებს სამართლებრივი განათლების საკითხებში და არასრულწლოვანთა შორის დანაშაულის აღკვეთის მეთოდებსა და სასწავლო-საგანმანათლებლო პროგრამებში; ამზადებს არასრულწლოვნებს სამოქალაქო პასუხისმგებლობისათვის სამართლებრივი განათლების პროგრამის საკლასო მეცადინეობების ფარგლებში, ასევე ზრდის სკოლებისა და მოსწავლეების რაოდენობას, რომლებიც საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ დამტკიცებული პროექტ ჰარმონიის – „სამართლებრივი განათლების პროექტის” სასწავლო პროგრამაში მონაწილეობენ. 2) ზრდის სამართალდამცავი ორგანოების შესაძლებლობას მიიღონ პრევენციული სტრატეგიული ზომები საქართველოს საშუალო სკოლებში. ამისათვის სამართალდამცავებს ჩაუტარდებათ ტრენინგები საქართველოს სამართლებრივი განათლების პროგრამის სწავლების ფარგლებში, ასევე საზოგადოებასთან ურთიერთობის მეთოდებთან მიმართებაში, მოხდება საქართველოს სახელმწიფო საშუალო სკოლის მანდატურის კონცე ფ ციის შემდგომი განვითარების მხარდაჭერა. პროექტი ჰარმონია – „სამართლებრივი განათლების პროგრამა” ხელს შეუწყობს კოლეგებს შორის ანგარიშგების პროცესს, რაც ეფექტურს გახდის პასუხისმგებლობისა და საზოგადოებრივ გაკვეთილებს არასრულწლოვნებში. ეს მოიცავს სკოლებში დისციპლინუ რ ი კომიტეტების შექმნას სასკოლო დარღვევების რეპარატიული სამართლებრივი მართვისათვის და მოხალისეთა და ახალგაზრული ლიდერების საცდელ პროგრამებს, რომლებიც პროექტი ჰარმონია – „სამართლებრივი განათლების პროგრამის” კურსდამთავრებულებს დააკავშირებს მცირე ასაკის მოსწავლეებთან. 3) საზოგადოებრივი ალტერნატიული სამართლებრივი პროგრამების მასშტაბების გაზრდა ახალგაზრდობისთვის, რაც ეფუძნება არსებულ მოდელებს. ეს კომპონენტი მოიცავს პროფესიული კავშირების დამყარებას აშშ-სა და სომხეთის სპეციალისტებთან, რომლებიც მსგავსი საქმიანობით არიან დაკავებულნი, მუშაობენ ახალ საზოგადოებრივ ალტერნატიულ სამართლებრივ სტრატეგიებზე და ავითარებენ პოლიციის ახალგაზრდებთან ურთიერთობის პროგრამებს: მათ შორის სკოლის კლუბებს, რომლებიც განახორციელებენ სხვადასხვა ღონისძიებებს პოლიციის თანამშრომლებთან ერთად (მაგალითად, ექსკურსიები, საქართველოს პოლიციის აკადემიის მონახულება და ა.შ.). 4) სამართლებრივი განათლების ეფექტური სტრატეგიების განვითარება მოსახლეობის ეროვნულ უმცირესობაში არასრულწლოვანთა დანაშაულის შემცირებისათვის. ეს ორიენტირებულია სამართლებრივი განათლების სწავლების პროგრამაზე სკოლებში, რომლებიც სომხებითა და აზერბაიჯანელებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებშია განთავსებული და სტრატეგიის განვითარებაზე ეროვნული უმცირესობების საჭიროებებთან მიმართებაში.
აშშ-ის მთავრობის მიერ განსახორციელებელი ქმედებები მოიცავს:
● საქართველოს სამართლებრივი განათლების პროგრამას დაქვემდებარებულ სტუდენტთა პროგრამამდელი და მისი შემდგომი დამოკიდებულების კვლევა გვიჩვენებს, რომ სტუდენტთა 80 პროცენტში იზრდება დადებითი დამოკიდებულება სამართალდამცავთა მიმართ.
(6) ანტინარკოტიკული პროგრამა: ნარკოტიკული დანაშაულის
აღკვეთა– 300,000 აშშ დოლარი
ამ პროექტის მიზანია ქვეყნის სამართალდამცავი სისტემის კომპეტენტურობის ამაღლება უკანონო ნარკოტიკული საშუალებების გამოვლენისა და ბრუნვიდან ამოღების საკითხში. ანტინარკოტიკული სამსახურის თანამშრომელთა მომზადება აღნიშნულ საკითხებში წარმოადგენს პროექტის უმთავრეს კომპონენტს, ისევე როგორც კინოლოგიური ჯგუფების მომზადება და ჩართვა ნარკოტიკული საშუალებების ბრუნვიდან ამოღების საქმეში. ტრენინგი მოიცავს საკითხების ფართო სპექტრს, როგორიცაა აეროპორტში გამოვლენა-ამოღების ოპერაციები, ფარული ოპერაციები, ტაქტიკური უსაფრთხოება და გადარჩენა. აღნიშნული ძალისხმევის მდგრადობის და გრძელვადიანი პერსპექტივის უზრუნველსაყოფად, შესაძლებლობების ფარგლებში გამოყენებულ იქნება „ინსტრუქტორთა მომზადების“ კონცეფცია, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდება სწავლებების ჩატარება ქვეყნის მასშტაბით პროექტის დასრულების შემდეგაც. მოხდება ეფექტური ანტინარკოტიკული აღჭურვილობის საჭიროების შეფასება აშშ-ს კვალიფიციური ექსპერტის მიერ, პროექტის ბიუჯეტის ფარგლებში სწავლებებისათვის უზრუნველყოფილი იქნება საჭირო აღჭურვილობა, ისევე როგორც პროექტს მიღმა ოპერატიული საქმიანობისათვის.
აშშ-ის მთავრობის მიერ განსახორციელებელი ქმედებები მოიცავს:
● საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით, ნარკოტიკული დანაშაულებების წინააღმდეგ მებრძოლ სამართალდამცავთათვის სასწავლო საჭიროებების დადგენა.
● პროფესიონალი ინსტრუქტორების/პრაქტიკოსი სპეციალისტების მოწვევა ნარკოტიკული დანაშაულებების წინააღმდეგ საბრძოლველად საჭირო პროფესიულ უნარებში სწავლების ჩასატარებლად.
● ანტინარკოტიკული სამსახურის თანამშრომლებისათვის საჭირო აღჭურვილობის დადგენა და შესაბამისი ტრენინგის უზრუნველყოფა სასაზღვრო ზონებში და პროექტის ბიუჯეტის ფარგლებში.
● ანტინარკოტიკული ტრენინგ-პროგრამის ხელშეწყობა სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებისათვის საჭიროების შეფასების საფუძველზე. სწავლებისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა თანამედროვე მეთოდებისა და საშუალებების, ასევე კინოლოგიური სამსახურის გამოყენებას ნარკოტიკებთან ბრძოლის საქმეში.
საქართველოს მთავრობის მიერ განსახორციელებელი ქმედებები მოიცავს:
● ანტინარკოტიკული სამსახურისათვის საჭირო სწავლებებისა და აღჭურვილობის დადგენას და პრიორიტეტების განსაზღვრას.
● სამართალდამცავი ორგანოებიდან, რომლებიც ჩართული არიან ნარკოტიკული დანაშაულებების წინააღმდეგ ბრძოლაში, შესაფერისი კანდიდატების შერჩევას სწავლებებზე დასასწრებად.
● კანდიდატების შერჩევას “ინსტრუქტორების მომზადების” კურსისათვის, რის შედეგადაც აშშ-ის მთავრობის მიერ უზრუნველყოფილი სწავლება დაინერგება და ჩატარდება საქართველოს ყველა რეგიონში.
● საჭიროა იმის უზრუნველყოფა, რომ სწავლებაზე დასასწრებად შერჩეულმა პირებმა 2-3 წლის მანძილზე განაგრძონ მუშაობა ანტინარკოტიკულ სამსახურში.
● ინტეგრირებული ანტინარკოტიკული სწავლება სამართალდამცავი ოფიცრებისთვის მიმდინარე შიდა სწავლების პროგრამებში.
● სწავლებებისათვის საჭირო საკლასო სივრცის გამოყოფა.
● შესაბამისი ფისკალური და შრომითი რესურსებით უზრუნველყოფა კინოლოგიური სამსახურის მხარდასაჭერად.
საქმიანობის შედეგების მაჩვენებლები:
პროექტის დასასრულისთვის:
● 12 ქართველი ინსტრუქტორი მომზადდება აშშ-ს მთავრობის მიერ და მიიღებს მასალებს, ისინი მზად იქნებიან ანტინარკოტიკული სამსახურის თანამშრომლები მოამზადონ. ტრენერები გამოავლენენ სწავლების უნარებს მინიმუმ ერთ ლექციაზე, სადაც მათზე განხორციელდება დაკვირვება.
● საქართველოს მთავრობის მიერ დასახელებული ოფიცრები მომზადებულნი არიან ნარკოტიკული დანაშაულებების წინააღმდეგ ბრძოლაში; 90 პროცენტი გადის ტრენინგის შემდგომ საკვალიფიკაციო ტესტირებას.
● საქართველოს მთავრობის სამართალდამცავი უწყებების შესაძლებლობების გაზრდა უკანონო ნარკოტიკების ბრუნვის გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით, რაც მითითებულია ნარკოტიკული დანაშაულებების წინააღმდეგ განხორციელებული გამოძიებების სტატისტიკით, ამოღებები და გამოძიება სათანადოდ მომზადებულია სასამართლოში წარსადგომად პროექტის მომდევნო ორ წელიწადში.
(7) კომპიუტერული დანაშაულის გამოძიების განვითარება
– 150,000 აშშ დოლარი
მ რავალი სხვა ქვეყნის მსგავსად, საქართველოში გამოვლენილია კომპიუტერით ჩადენილი დანაშაულის შემთხვევები, მათ შორის: ფინანსური დოკუმენტაციის გაყალბება, ვინაობის გაყალბება, ინტელექტუალური საკუთრების უფლების შელახვა, სისტემაზე თავდასხმა. პროექტი მიზნად ისახავს კომპიუტერული დანაშაულებების საგამოძიებო კომპეტენციის განვითარებას ე.წ. „კიბერ-ჯგუფის“ ჩამოყალიბებას. შერჩეული გამომძიებლები გაივლიან აშშ-ის სამართალდამცავი სტრუქტურების მიერ უზრუნველყოფილ მომზადებას კომპიუტერული დანაშაულებების გამოძიების მეთოდებში, კომპიუტერულ უსაფრთხოებაში, ასევე კომპიუტერის გამოყენების სპეციალურ უნარ-ჩვევებში, რაც აუცილებელია კომპიუტერული დანაშაულის ჩამდენის გამოსავლენად და მის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნის განსახორციელებლად. მოხდება „კიბერ-ჯგუფის“ ეფექტური ფუნქციონირებისათვის საჭირო კომპიუტერული აპარატურის და პროგრამული უზრუნველყოფის დადგენა და შეძენა პროექტის ბიუჯეტის ფარგლებში. პროექტში შევა ტრენინგები ციფრული მტკიცებულებების სათანადო გამოკვლევის თემაზე.
აშშ-ის მთავრობის მიერ განსახორციელებელი ქმედებები მოიცავს:
● სემინარების ჩატარება კომპიუტერული დანაშაულებების გამოძიების მეთოდების, ციფრული მტკიცებულებების და კომპიუტერულ უსაფრთხოების თემებზე.
● „კიბერ-ჯგუფის“ ფუნქციონირების ეფექტური დაწყებისათვის საჭირო კომპიუტერული აპარატურის და პროგრამული უზრუნველყოფის დადგენა და შეძენა.
საქართველოს მთავრობის მიერ განსახორციელებელი ქმედებები მოიცავს:
● შესაფერისი კანდიდატების შერჩევა კომპიუტერული დანაშაულებების გამომძიებლებად და ციფრული მასალის კვლევის ექსპერტების მომზადება.
● ყველა ზომის მიღებას იმისათვის, რომ შერჩეული კანდიდატები იგივე თანამდებობაზე დარჩნენ არანაკლებ 2-3 წლით, რაც ხელს შეუწყობს მიღებული ცოდნისა და უნარების ეფექტურად გამოყენებას პრაქტიკულ საქმიანობაში.
● კომპიუტერული დანაშაულებების გამოძიების ხელშესაწყობად შეძენილი აპარატურის გამართულობის შენარჩუნებას და ყოველწლიური მონიტორინგის მიზნით ვიზუალური დათვალიერებისათვის აპარატურასთან დაშვების უზრუნველყოფას.
● საჭირო ზომების მიღებას კომპიუტერული დანაშაულებების წინააღმდეგ მებრძოლი სისხლის სამართალწარმოების ყველა უწყებას შორის თანამშრომლობის უზრუნველსაყოფად.
● შესაბამისი სასწავლო / საკლასო სივრცის გამოყოფას.
● თანამშრომლობას აშშ-ის სამართალდამცავი სტრუქტურების ექსპერტებთან „კიბერ-ჯგუფის“ ეფექტური ფუნქციონირებისათვის საჭირო კომპიუტერული აპარატურის და პროგრამული უზრუნველყოფის დასადგენად.
საქმიანობის შედეგების მაჩვენებლები:
პროექტის დასასრულისთვის:
● ხუთი გამომძიებელი მომზადდება„კიბერ-ჯგუფისათვის“; ყველა გაივლის ტრენინგის შემდგომ საკვალიფიკაციო ტესტს მინიმუმ 80-პროცენტიანი შედეგით.
● ორი-სამი სასამართლო ექსპერტი, რომელიც მომზადებულია ციფრული მასალის კვლევის ტექნიკაში; ყველა გაივლის ტრენინგის შემდგომ საკვალიფიკაციო ტესტს მინიმუმ 80-პროცენტიანი შედეგით.
● „კიბერ-ჯგუფის” აპარატურის და პროგრამული უზრუნველყოფის მოთხოვნები სრულყოფილი ფუნქციონირებისათვის შესრულებულია, ჯგუფის ტექნიკური ხელმძღვანელის ანგარიშის თანახმად.
● მომზადებული გამომძიებლები გამოიყენებენ ახალ უნარებსა და ტექნიკას/პროგრამულ უზრუნველყოფას, ახალი საგამოძიებო მოქმედებების დასაწყებად.
(8) ფინანსური დანაშაულებების / ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლა
– 100,000 აშშ დოლარი
ეს პროექტი ემსახურება სამ მიზანს: 1) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის საგამოძიებო კომპეტენციის შემდგომი განვითარებ ა -INL-ის დაფინანსებით მომზადებული ოპერატიული სახელმძღვანელოს მიხედვით შემუშავებული მოსამზადებელი პროგრამის განხორციელების გზით; 2) ეფექტური მაკონტროლებელი ზომების შემუშავება და დანერგვა საქართველოს საზღვრის გავლით ნაღდი ფულის მოძრაობაზე; 3) საერთაშორისო თანამშრომლობის გაუმჯობესება იმ ქვეყნებთან, საიდანაც უკანონო გზით ნაშოვნი ფული საქართველოში შემოდის გასათეთრებლად.
აშშ-ის მთავრობის მიერ განსახორციელებელი ქმედებები მოიცავს:
● საგამოძიებო დეპარტამენტის საჭიროების დადგენა და მისი მხარდაჭერა ინფორმაციის წყაროებზე ხელმისაწვდომობისათვის, რაც სასარგებლოა ეკონომიკური დანაშაულების გამოვლენისა და გამოძიებისათვის ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში, სხვა უწყებათაშორისი და/ან საერთაშორისო შეთანხმების ან საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე, რომლებიც ალტერნატიულ გზას გვთავაზობს, რათა ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახდეს საგამოძიებო დეპარტამენტის პერსონალისათვის.
● ტექნიკური დახმარების უზრუნველყოფას საქართველოს საზღვრების გადაკვეთით ნაღდი ფულის მოძრაობის მონიტორინგის ეფექტური პროცედურების შემუშავებისათვის;
● ფინანსური გამომძიებლების კომპეტენციის გაძლიერება სასწავლო პროგრამების განხორციელების მეშვეობით, რომლებიც ორიენტირებულია ძირითად ფინანსურ დანაშაულებათა (AML/CFT) კონცეფციებზე, როგორიცაა ასევე “ფულის კვალზე გაყოლა” და “კიბეზე აძრომის” მეთოდოლოგიები (დაახლოებით 30 მონაწილე);
● საქართველოს მთავრობისთვის დახმარების უზრუნველყოფა, რათა უკეთ განისაზღვროს შესაბამისი საერთაშორისო/უცხოეთის უწყებები ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივი ხელშეკრულებების განხილვისათვის, რათა უფრო მასშტაბური გახდეს მათი ფინანსურ დანაშაულებათა წინააღმდეგ მიმართული (AML/CFT) ძალისხმევა; სამინისტროებთან მუშაობა დაბრკოლებების გამოსავლენად, რაც ზღუდავს მათ ფინანსურ დანაშაულებათა წინააღმდეგ მიმართულ (AML/CFT) ძალისხმევას; მაკორექტირებელი ღონისძიებების განსაზღვრა, მათ შორის საჭიროების შემთხვევაში ორმხრივი შეთანხმებები.
საქართველოს მთავრობის მიერ განსახორციელებელი ქმედებები მოიცავს:
● შესაფერისი კადრების (გამომძიებლების, პროკურორების და სხვა კვალიფიციური პერსონალის) შერჩევას, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ აშშ-ი ს მიერ დაფინანსებულ სასწავლო ტრენინგში.
● სათანადო სასწავლო სივრცის გამოყოფას.
● ინფორმაციის მოწოდება იმის თაობაზე, თუ რა ტიპის სწავლება და ტექნიკური მხარდაჭერა ესაჭიროება ქვეყანას ფულის გათეთრების სფეროში.
საქმიანობის შედეგების მაჩვენებლები:
პროექტის დასასრულისთვის:
● გამომძიებლის მომზადების პროგრამის მონაწილეებს შეეძლებათ გამოავლინონ ძირითადი კომპეტენცია და გამოიყენონ უნარ-ჩვევები, რომლებიც ასახულია საგამოძიებო მოქმედებების სახელმძღვანელოში, და ასევე “ფულის მიკვლევის” და “კიბეზე აძრომის” მეთოდოლოგიებში და გაივლიან ტრენინგის შემდგომ საკვალიფიკაციო ტესტს მინიმუმ 90-პროცენტიანი შედეგით.შემუშავდება, დოკუმენტირდება და დარიგდება პროცედურები საქართველოს საზღვრების გადაკვეთით ნაღდი ფულის მოძრაობის ეფექტური კონტროლისათვის, როგორც ეს ასახულია აშშ-ს მთავრობის პროექტის შეფასებასა და სადამკვირვებლო ანგარიშებში. ოფიციალური ფორმები და საზოგადოების ინფორმირებულობის მასალები აუცილებელია პროცედურების დანერგვისათვის, რომლებიც შემუშავდება და გაიკვრება გამშვებ სასაზღვრო პუნქტებზე, როგორც ეს ასახულია აშშ-ი ს მთავრობის პროექტის შეფასებასა და სადამკვირვებლო ანგარიშებში.
● გამოვლინდებიან უცხოელი უწყებები/კოლეგები და ინფორმაციის გაცვლის მექანიზმები, მათ შორის,პოტენციური ორმხრივი შეთანხმებები, რომლებიც განიხილავს მინიმუმ ორ ქვეყანას, რომლებშიც მომხდარი დანაშაულის შედეგად მიღებული ფულის გათეთრება ხდება საქართველოში.
(9) ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლა
- 100,000 აშშ დოლარი
ეს პროექტი განაგრძობს საქართველოს მთავრობის მხარდაჭერას ტრეფიკინგის მსხვერპლთა გამოვლენისა და დახმარების პროცედურების ინსტიტუციონალიზაციის საკითხში, რაც გააუმჯობესებს საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების ცოდნას დეპორტირებული პირების სკრინინგის საჭიროების კუთხით, და ამის მიღწევის საუკეთესო საშუალებაა ტრეფიკინგის პოტენციურ მსხვერპლთა დადგენა. პროექტი მოიცავს ტრენინგის კომპონენტს, რომელიც სასაზღვრო ზოლში მომუშავე სამართალდამცავ ოფიცრებს დაეხმარება ტრეფიკინგის მსხვერპლთა წინასწარ იდენტიფიცირებაში და ამისათვის ჩამოაყალიბებს სტანდარტულ პროცედურებს. მეორე კომპონენტი იქნება ტრეფიკინგის მსხვერპლთათვის მთავარი მასპინძელი/მიმღები ქვეყნების საკონსულოების თანამშრომლების პოტენციალის გაძლიერება-განვითარება შესაძლო მსხვერპლთა ამოცნობის და ასეთი ინფორმაციის საქართველოს შესაბამისი სტრუქტურებისათვის ოპერატიულად მიწოდების თვალსაზრისით, და ამავდროულად აქტიური კავშირი იმ ქვეყნების ეროვნული მიმართვის/რეფერალების მექანიზმებთან, სადაც მოქმედებენ საქართველოს საკონსულოები. ურთიერთქმედება საქართველოს სამართალდამცავ სტრუქტურებთან იქნება პოტენციალის განვითარების მნიშვნელოვანი კომპონენტი.
საზღვარზე მიგრაციის კვლევის შედეგების მოლოდინში, რომელიც INL-ის დაკვეთით ჩაატარა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ, საჭიროა საქართველოში დაბრუნებული, დეპორტირებული პირების სკრინინგის სტანდარტიზაცია და დოკუმენტური ასახვა, და იგივე ასპექტების დანერგვა საქართველოს მთავარ სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე, მათ შორის,აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვრებზე, თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში, ბათუმისა და ფოთის საზღვაო პორტებში. მოცემული პროექტი საზღვრის დაცვის სამსახურს დაეხმარება ტრეფიკინგის პოტენციურ მსხვერპლთა სკრინინგის სტანდარტული მეთოდის შემუშავებაში. საზღვრის გადაკვეთის წერტილებში მომუშავე საზღვრის დაცვის/ კონტროლის სამსახურების პოტენციალის განვითარება მოხდება მათ საჭიროებებს მორგებული სასწავლო მოდელით. ამ კომპონენტში ჩართული იქნება პოლიციის აკადემია, რაც ასევე ითვალისწინებს დეპორტირებული პირების სკრინინგის მოდულის შეტანას აკადემიის სასწავლო პროგრამაში, ტრეფიკინგის მსხვერპლთა გამოვლენის უზრუნველსაყოფად.
საქართველოს საკონსულოების თანამშრომლების პილოტური ტრენინგ-პროგრამის შედეგები თურქეთსა და საბერძნეთში – რომელიც ჩატარდა INL-ის დაკვეთით და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ სახელმწიფო ფონდის და უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტის მონაწილეობით განხორციელებული პროექტის ფარგლებში - შეფასდება და სავარაუდოდ ჩასწორდება საქართველოს სხვა დიპლომატიურ წარმომადგენლობებში დასანერგად.
აშშ-ის მთავრობის მიერ განსახორციელებელი ქმედებები მოიცავს:
● საქართველოს საზღვრის დაცვის სამსახურთან ერთობლივად სტანდარტული პროცედურების შემუშავება, რომლებიც ხელს შეუწყობს დეპორტირებულ პირებსა და ემიგრანტ მუშახელს შორის ტრეფიკინგის მსხვერპლთა ამოცნობას.
● სწავლება მსხვერპლის ამოცნობის და გასაუბრების მეთოდებზე შემდეგი მიზნობრივი ჯგუფებისათვის:
● საპატრულო / სასაზღვრო პოლიციის ინსტრუქტორები შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში (10 მონაწილე);
● საპატრულო / სასაზღვრო პოლიციის წევრები გამშვებ პუნქტზე (75-100 მონაწილე).
საქართველოსმთავრობის მიერ განსახორციელებელი ქმედებები მოიცავს:
● მსხვერპლის ამოცნობის მეთოდების სემინარისათვის შესაბამისი კანდიდატურების შერჩევა პროექტის აღწერილობით ნაწილში მითითებული კატეგორიებიდან.
● სათანადო სასწავლო სივრცის გამოყოფა.
● მსხვერპლთა იდენტიფიკაციის თემის შეტანა საზღვრის დაცვის წევრთა სასწავლო პროგრამაში.
საქმიანობის შედეგების მაჩვენებლები:
● შემუშავებულია დეპორტირებული პირების ან დაბრუნებული ემიგრანტების სკრინინგის სტანდარტული პროცედურები; პროცედურები დანერგილია ტრენინგების და მარეგულირებელი დოკუმენტების მეშვეობით; სრულად დანერგილია სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე;
● პოლიციის აკადემიის ფაკულტეტებზე, სასწავლო გეგმებში გამოიყენება ამ პროექტით გათვალისწინებული სასწავლო მასალა / თემატიკა;
● წამყვან სამთავრობო სტრუქტურებში გაძლიერდება ტრეფიკინგის მსხვერპლთა გამოვლენის უნარი; რასაც ადასტურებს საქართველოს მთავრობის ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის საკოორდინაციო საბჭო, საქართველოს სამთავრობო სტრუქტურების ანტიტრეფიკინგული მუშაობის კოორდინირებაზე პასუხისმგებელი ორგანო და როგორც ეს მითითებულია სახელმწიფო დეპარტამენტის წლიურ გლობალურ ანგარიშში ტრეფიკინგის შესახებ.
III შეფასების გეგმა
ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობისა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები გამართავენ ოფიციალურ შეხვედრას სულ მცირე წელიწადში ერთხელ, რათა განიხილონ პროექტების მიზნებისა და ამოცანების შესრულების მდგომარეობა. მიღწეული პროგრესის შეფასება განხორციელდება საქმიანობის შედეგების ზემოაღწერილი მაჩვენებლების მიხედვით. აღნიშნული შეფასებისას განიხილება როგორც ხარისხობრივი, ასევე რაოდენობრივი მაჩვენებლები. ერთობლივად მომზადდება ანგარიში, რომელშიც შეჯამებული იქნება განხორციელებული შეფასების შედეგები. ამგვარი შეფასებები წარმოადგენს ორივე მთავრობის შესაბამისი პერსონალის მიერ პროგრამებსა და საქმიანობებზე განხორციელებული მუდმივი მონიტორინგის დამატებით მექანიზმს.
IV. მთავრობის მიერ დამტკიცება
შესწორება №14 ძალაში შედის ხელმოწერის დღიდან.
შესრულებულია ქ. თბილისში, 2010 წლის 3 სექტემბერს, ორ ასლად, ქართულ და ინგლისურ ენებზე, ორივე ტექსტს გააჩნია თანაბარი იურიდიული ძალა.
ამერიკის შეერთებული შტატების საქართველოს მთავრობის სახელით: სახელით:
ხელმოწერილია ხელმოწერილია
ჯონ ბასი ნიკა გილაური
აშშ-ის ელჩი პრემიერ-მინისტრი
შეთანხმების წერილი ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა
და საქართველოს მთავრობას შორის
| შეთანხმების წერილი /__ /შეთანხმების შესწორება /__/ შეთანხმების შესწორების ფინანსური თავფურცელი /_X_/ შეთანხმების წერილის ნომერი: 01-01 შეთანხმების წერილის ხელმოწერის თარიღი: 18 ივნისი, 2001 ცვლილების ნომერი: 14 |
| ზემოთ ხსენებული მხარეები ერთობლივად თანხმდებიან რათა განახორციელონ პროექტი ქვემოთ აღნიშნული პირობების შესაბამისად და შეთანხმებაში აღნიშნული პირობების თანახმად. _____ ____ ___ ___ /_X_/ პროექტის აღწერილობა /_/ სტანდარტული დებულებები /_/ დანართი A/_/ დანართი B |
| არსებული შეთანხმება ან შეთანხმების შესწორება შესაძლოა შეცვლილ იქნას მომავალში ორივე მთავრობის თანხმობის შესაბამისად: ამჟამად არ არსებობს ------------------------------ |
| არსებული შეთანხმებით გათვალისწინებული პროექტის დაფინანსება: $ 1,610,000 არსებული შეთანხმებით გათვალისწინებული პროექტის დაფინანსება INL-ის მიერ: $ 1,390,000 არსებული შეთანხმებით პროექტის დაფინანსების მთლიანი ოდენობა: $ 3,000,000 |
| თანხის ასიგნება/გამოყოფა: $ 1,610,000 19119/01022.0000 0242 ქვეპროექტებზე დაფინანსების განაწილების ბოლო ვადაა: 30 სექტემბერი, 2011 დაფინანსების არსებობის დასტური: _________________________ ________ აშშ საელჩოს ფინანსური ოფიცერი თარიღი
_______________________________________________________________ საქართველოს მთავრობის სახელით ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის სახელით
____________________________ ____________________________ ნიკა გილაური ჯონ ბასი პრემიერ-მინისტრი ელჩი
თარიღი: ____________________________ თარიღი:__________________________
|
დაფინანსების განაწილება პროექტების მიხედვით
პროექტების დაფინანსების განაწილება ამერიკის შეერთებული
შტატებისა და საქართველოს მთავრობებს შორის შეთანხმების მე-14 შესწორების შესაბამისად
თანხები, რომელიც გადმორიცხულია აშშ-ს საელჩოში
ასიგნება:1911901022.0000 ჩარიცხვის ნომერი: 0242
| პროექტის ნომერი
| პროექტის დასახელება | მთლიანი თანხის ოდენობა | ||
| IN13GG03 | სასამართლო/კრიმინალისტიკური ექსპერტიზის განვითარების პროექტი |
| $660,000 | |
| IN13GG04 | პოლიციის აკადემიის განვითარება |
| $300,000 | |
| IN23GG29 | ანტინარკოტიკული პროგრამა: ნარკოდანაშაულის აღკვეთის პროექტი |
| $300,000 | |
| IN33GG31 | კომპიუტერული დანაშაულის გამოძიების განვითარება |
| $150,000 | |
| IN32GG32 | ფულის გათეთრების / ფინანსური დანაშაულებების წინააღმდეგ ბრძოლა |
| $100,000 | |
| IN35GG33 | ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლა |
| $100,000 | |
|
|
|
|
| |
|
|
|
| ||
| ჯამი | ყველა პროექტის ჯამური თანხა |
| $1,610,000 | |
თანხები, რომლის განკარგვაც მოხდება ვაშინგტონის სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს მიერ
ასიგნება:1911901022.0000 ჩარიცხვის ნომერი: 2079
| პროექტის ნომერი
| პროექტის დასახელება | მთლიანი თანხის ოდენობა |
|
|
|
|
| IN41GG02 | იურიდიული მრჩეველი | $900,000 |
| IN41GG14 | ამერიკის იურისტთა ასოციაციის კანონის უზენაესობის ინიციატივა | $250,000 |
| IN41GG35 | საქართველოს სამართლებრივი განათლების პროექტი | $240,000 |
|
|
|
|
| ჯამი | ყველა პროექტის ჯამური თანხა | $1,390,000 |