საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის კანონიერების განმტკიცების სფეროში თანამშრომლობის შესახებ 2001 წლის 18 ივნისის შეთანხმების შესწორება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის კანონიერების განმტკიცების სფეროში თანამშრომლობის შესახებ 2001 წლის 18 ივნისის შეთანხმების შესწორება
I. ზოგადი ინფორმაცია
საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობები, იმისათვის, რომ შეცვალონ და შეასწორონ შეთანხმება, რომელიც ხელმოწერილ იქნა საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობებს შორის, 2001 წლის 18 ივნისს, ორმხრივად თანხმდებიან შემდეგზე:
ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობას $ 3,998,529 ოდენობის დამატებითი დახმარებით ქვემოთ აღწერილი პროექტებისათვის. ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა ამ მთლიანი თანხიდან $1,851,036-ს გაიღებს ტექნიკური დახმარებისა და ტრენინგისათვის, რაც განხორციელდება აშშ-ის სამთავრობო სააგენტოების მეშვეობით საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ, წინამდებარე ხელშეკრულების პირობების და მოთხოვნების თანახმად. დარჩენილ თანხას $2,147,493-ის ოდენობით ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა გამოყოფს ამ შესწორების თანახმად საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ, რაც განსაზღვრულია უწყისში.
ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის დადგენილება, რომ ეს პროექტები მიმდინარე ფისკალური წლის შემდგომაც დაეფინანსებინა, შესაძლებელი გახდა პროექტის საბოლოო მიზნებისაკენ წარმატებული სვლისა და დამაკმაყოფილებელი პროგრესის გამო, აგრეთვე იმ ფონდების ხელმისაწვდომობით, რომლებიც სანქცირებულ იქნა და გამოიყო აშშ-ის კონგრესის მიერ ყოველწლიური განხილვის საფუძველზე და მოწონებულ იქნა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ნარკოტიკებთან ბრძოლისა და კანონის აღსრულების საერთაშორისო ბიუროს მდივნის მოადგილისაგან.
ეს დამატებითი ფონდები ხმარდება შემდეგ პროექტებს: რეზიდენტი მრჩეველი იურიდიულ საკითხებში, სამართალდამცავ ორგანოთა აკადემიის განვითარება, პოლიციის პატრული, შინაგან საქმეთა სამინისტროს აღჭურვა კომპიუტერული ტექნიკით, სისხლის სამართლის საქმეების აღრიცხვისათვის, საკომუნიკაციო აღჭურვილობა, ანტიკორუფციულ ბრძოლაში მხარდაჭერა, სპეციალიზირებული ტრენინგი, სააგენტოთაშორისო სამუშაო ჯგუფის განყოფილება, ამერიკის იურისტთა ასოციაციის ცენტრალური ევროპისა და ევრაზიის სამართლებრივი ინიციატივის სისხლის სამართლის რეფორმის პროგრამა და ამერიკული უნივერსიტეტის ტრანსნაციონალური დანაშაულისა და კორუფციის ცენტრი.
პროექტის მიზნები და აღწერილობა მოცემულია ქვევით, II სექციაში. ყველა სხვა მოვალეობანი, პირობები და გარემოებები, რომლებსაც შეიცავს ხელშეკრულების წერილი დათარიღებული 2001 წლის 18 ივნისით, უნდა დარჩეს ხმარებაში მთელი თავის სიძლიერითა და ეფექტით.
II. პროექტის აღწერა
(1) რეზიდენტი მრჩეველი იურიდიული საკითხებში-- $1,000,000
ამ პროექტის განსაკუთრებული მიზანი იქნება, რომ მხარი დაუჭიროს საქართველოში აღმავლობის გზაზე მდგომ დემოკრატიას სამართლებრივი რეფორმების საშუალებით, რომლებიც მიზნად ისახავს სისხლის სამართლის საპროცესო ახალი კოდექსის მიღებას 2006 წლის ბოლოსათვის.
რეზიდენტი მრჩეველი იურიდიულ საკითხებში დახმარებას გაუწევს საქართველოს მთავრობას სისხლის სამართლის საკითხებზე, ისევე როგორც საქართველოს სამართლებრივ ორგანიზაციებს. ყურადღება უნდა გამახვილდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის რეფორმის შეუწყვეტელ მხარდაჭერაზე, მხარი უნდა დაეჭიროს საქართველოს პროკურატურისა და სამართალდამცავი ორგანიზაციების რეფორმებს; სამართალდამცავ ორგანიზაციებს ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში, ტერორისტების დაფინანსებისა და სხვა ფინანსური დანაშაულების აღმოფხვრაში; საქართველოში ანტიკორუფციული რეჟიმის გაუმჯობესებაში და ადამიანების ტრეფიკინგთან ბრძოლაში. რეზიდენტი მრჩეველი იურიდიულ საკითხებში ითანამშრომლებს ამერიკის იუსტიციის ასოციაციის ცენტრალური ევროპისა და ევრაზიის სამართლებრივი ინიციატივის სისხლის სამართლის რეფორმის პროგრამასთან, რათა მხარი დაუჭიროს მას ადამიანების ტრეფიკინგთან ბრძოლის მცდელობებში. რეზიდენტ-მრჩეველი იურიდიულ საკითხებში გაუძღვება ან კოორდინირებას გაუწევს ახალი უნარ-ჩვევების განვითარების ტრენინგის კურსებსა და პროცედურებს, რომლებიც დამყარებული იქნება სისხლის სამართლის ახალ საპროცესო კოდექსზე, რათა უზრუნველყოს მისი ეფექტური დანერგვა. იურიდიულ საკითხებში რეზიდენტ მრჩეველის ანტიკორუფციული ინიციატივა ფოკუსირებული იქნება ეფექტური პროცედურების შექმნაზე, იმისათვის, რომ გამოვლინდეს და დაისაჯოს კორუფციის შემთხვევები, რომელიც აგრეთვე მოიცავს პროკურატურის თანამშრომლების თანამდებობრივი შესაბამისობის უწყვეტ და დეტალურ კონტროლს, რაც უზრუნველყოფს თანამდებობრივი შესაბამისობის კონტროლის ეფექტურ პროცესს, კერძოდ, დათვალიერება ჩატარებულ იქნება სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა ერთობლივი გუნდის მიერ, რაც დაეხმარება ამ პროცესს უწყვეტ და მკაცრ ადმინისტრირებას, გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას.
ღონისძიებები, რომლებიც აშშ-ის მთავრობამ უნდა გაატაროს, მოიცავს შემდეგს:
დანიშნოს რეზიდენტი მრჩეველი იურიდიულ საკითხებში საქართველოში, რათა მან კოორდინირება გაუწიოს ტექნიკურ დახმარებას და ჩაატაროს ტრენინგი.
ღონისძიებები, რომლებიც საქართველოს მთავრობამ უნდა გაატაროს, მოიცავს:
ხელმისაწვდომი გახადოს შესაფერისი საბრალმდებლო, სამართლებრივი და სამართალდამცავი კადრები.
გამოყოს ტრენინგის ჩასატარებლად შესაფერისი ადგილი.
შეარჩიოს შესაფერისი კანდიდატურები ტრენინგზე დასასწრებად.
პროექტის დაგეგმილი ხანგრძლივობა – ერთი წელი.
ჩატარებულ სამუშაოთა მანიშნებლები:
სისხლის სამართლის ახალი საპროცესო კოდექსის მიღების დაჩქარება.
2005 წლის ბოლოსათვის პროკურატურაში შეიქმნება ადგილზე ჩასატარებელი სამართლებრივი განათლების ტრენინგის პროგრამა, პროკურორებმა უნდა მიიღონ რეგულარული ინსტრუქციები ძალაში მყოფი კანონების, ეთიკის, სასამართლო დაცვისა და ა.შ. შესახებ.
ფინანსური მონიტორინგის სამსახური და მისი საშტატო თანამშრომლები გამოიყენებენ ფინანსურ მონაცემებს, იმისათვის, რათა მიიღონ საქმის სასამართლოში გადასაცემად მისაღები მტკიცებულებები. სასამართლოში გადაცემულ საქმეთა რაოდენობა გაიზრდება 10%-ით 2005 წლის ბოლოსათვის 2004 წლის მაჩვენებელთან შედარებით.
საქართველოს 2005 წლის ბოლოსათვის ძალაში შეჰყავს ძვირფასი საჩუქრების საწინააღმდეგო კანონი, რომელიც შეიცავს დადგენილებას პროფილაქტიკის, დაცვისა და დასჯის შესახებ, რის მანდატსაც იძლევა ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის ძვირფასი საჩუქრების შესახებ მიღებული პროტოკოლი.
(2) სასამართლო ექსპერტიზის განვითარების პროექტი-- $500,000
ამ პროექტის განსაკუთრებული მიზანია მხარი დაუჭიროს საქართველოს მთავრობის მცდელობას უზრუნველყოს თანამედროვე დაწესებულების შექმნა ქართული ეროვნული სასამართლო ექსპერტიზის ბიუროსათვის 2006 ფისკალური წლის ბოლოსათვის.
პროექტი დაეფუძნება 2003 წლის მიღწევებს, რათა შექმნას პროფესიონალიზმის სტანდარტები სასამართლო ანალიტიკოსებისათვის და პირობები სასამართლოს პროფესიონალური მუშაობისათვის დაწყებული დანაშაულის ადგილიდან, დამთავრებული სასამართლოს დარბაზით. შემუშავდება შესაფერისი ტრენინგის კურსი, რომ განახლდეს და გაძლიერდეს სამართალდამცავი ორგანიზაციების ტრენინგის კურსი, რომ განახლდეს და გაძლიერდეს სამართალდამცავი ორგანიზაციების თანამშრომელთა უნარ-ჩვევები, გაიწვრთნას სასამართლოს ანალიტიკოსები და სასამართლოს აღმასრულებელი პერსონალი. ეს პროექტი ასევე შექმნის იმ სტანდარტებს, რომლებიც პერსონალმა უნდა დააკმაყოფიოს, სანამ მოვალეობის შესრულებას შეუდგებოდეს, ასევე ხარისხის კონტროლს რათა გარანტირებული იყოს ნივთმტკიცებათა დამუშავება და ტესტირება, აგრეთვე ექსპერტული ანალიზის სწორი გამოყენება სასამართლო პროცესის დროს.
ღონისძიებები, რომლებიც აშშ-ის მთავრობამ უნდა გაატაროს, მოიცავს:
ტესტირების ცენტრის მაღალი ტექნოლოგიებით რენოვაცია.
მიზნობრივი სფეროების აპარატურით აღჭურვა და სპეციალისტების მიერ ტრენინგის ჩატარება.
საკვალიფიკაციო გამოცდების ჩატარება და სხვა ზომების მიღება ექსპერტთა ქმედებების შესაფასებლად.
კვალიფიკაციის ამაღლება აშშ-ში და სხვა ამასთან დაკავშირებული ტრენინგი.
ღონისძიებები, რომლებიც საქართველოს მთავრობამ უნდა გაატაროს, მოიცავს:
დაბალი ტექნოლოგიებით საოფისე სივრცის, უსაფრთხოებისა და ჩვეულებრივი დაწესებულებების რენოვაცია.
ტრენინგის სესიებისათვის შესაფერისი ადგილისა და კანდიდატების შერჩევა, მათი ადმინისტრაციული მხარდაჭერა.
თანამდებობრივი მოვალეობების აღწერისა და სამუშაოს დახასიათების შემუშავება ექსპერტებსათვის.
ანალიზისათვის საჭირო საოფისე და სახარჯო მასალების შეძენა, რომ ისეთი შედგეს წლიური ბიუჯეტი, რომელიც რეალურ საოპერაციო ხარჯებს ასახავს.
ჩატარებულ სამუშაოთა მაჩვენებლები:
კანონის განხორციელების სასამართლო მომსახურების უზრუნველყოფა 2005 წლის ბოლოსათვის.
განახლებული დაწესებულებებისა და ტრენინგის შედეგების რეალიზაცია და გამოყენება.
(3) პოლიციის აკადემიის განვითარება -- $553,529
ამ პროექტის მიზანია შექმნას თანამედროვე სამართალდამცავი ორგანიზაციების ტრენინგის ინფრასტრუქტურა, რომელიც აამაღლებს პროფესიონალიზმს და კომპეტენტურობას იმ კადრების, რომლებიც მუშაობენ სამართალდამცავ ორგანიზაციებში საქართველოში.
პროექტი დაეფუძნება 2003 წლის მიღწევებს, რათა შექმნას პროფესიონალური სტანდარტები პერსონალის ტრენინგის საშუალებით კანონის შესაბამისობაში მოსაყვანად. ასევე ჩატარდება შესაფერისი ადგილზე ჩასატარებელი ტრენინგი, რათა განახლდეს და გამტკიცდეს სამართალდამცავი ორგანიზაციების კადრების უნარ-ჩვევები. ეს პროექტი ასევე შეიმუშავებს იმ სტანდარტებს, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს ეს კადრები, სანამ მოვალეობის შესრულებას შეუდგებოდნენ.
ღონისძიებები, რომლებიც აშშ-ის მთავრობამ უნდა გაატაროს, მოიცავს:
დაწესებულებების გაახლება.
სამართალდამცავი ორგანიზაციების ამერიკელი მრჩევლის დანიშვნა.
ტექნიკური დახმარებისა და ტრენინგის ჩატარება სპეციალისტების მიერ სამართალდამცავი ორგანიზაციების მიზნობრივ ობიექტებზე.
სპეციალური სატრენინგე მასალების შემუშავება და პუბლიკაცია.
საკვალიფიკაციო გამოცდების ჩატარება და სხვა ზომების მიღება სტუდენტთა მომზადების შესამოწმებლად.
ტრენერების ტრენინგის კურსის უზრუნველყოფა აკადემიის ტრენერებისათვის.
აკადემიის მენეჯერებისათვის ინტერნატურის უზრუნველყოფა აშშ-ში და სხვა საჭირო ტრენინგების ჩატარება აკადემიის მენეჯერებისათვის.
ღონისძიებები, რომლებიც საქართვლეოს მთავრობამ უნდა გაატაროს, მოიცავს:
ტრენინგზე დამსწრები შესაფერისი კანდიდატურის შერჩევა.
ტრენინგისათვის შესაფერისი ადგილის მოძებნა.
ტრენინგის სესიების დროს ადმინისტრაციული მხარდაჭერის უზრუნველყოფა.
ჩატარებულ სამუშაოთა მაჩვენებლები:
სამართალდამცავ ორგანიზაციებში ჩატარებული ტრენინგის პროგრამების ჩართვა პოლიციის აკადემიების ძირითად კურსში და ადგილზე ჩასატარებელ პროგრამებში 2005 წლის ბოლოსათვის.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაახლებული დაწესებულებების გამოყენება.
სამართალდამცავი ორგანიზაციების ახალი უნარ-ჩვევები და ტექნიკა აისახება ველზე 2005 წლის ბოლოსათვის, როდესაც გამოვლინდება შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის კადეტთა უნარი და მზადყოფნა პრაქტიკულად განახორციელონ ფორმალური ტრენინგით მიღებული ცოდნა.
(4) პოლიციის პატრულის პროექტი --$600,000
ამ პროექტის განსაკუთრებული მიზანია დაეხმაროს შინაგან საქმეთა სამინისტროს დეცენტრალიზაციასა და პოლიციისა და საზოგადოების ურთიერთობის გაუმჯობესების საქმეში.
პროექტი მხარს დაუჭერს შინაგან საქმეთა სამინისტროს პატრულის პილოტურ პროექტს, რომელიც გამოცხადდა 2004 წლის 4 თებერვალს და შეიქმნა 2004 წლის 15 აგვისტოს, დაიწყო რა საპატრულო პოლიციის საქმიანობა მთელს თბილისში. პროექტი გაფართოვდება და დაფარავს მთელ დარჩენილ ტერიტორიას, როდესაცამის რესურსი იქნება. აშშ ხელს შეუწყობს პროექტს აღჭურვილობითა და ტექნიკური მხარდაჭერით. სამართალდამცავის ორგანიზაციების ამერიკელი მრჩეველი ითანამშრომლებს და კონსულტაციას გაუწევს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რათა დადგენილ იქნას საჭირო აღჭურვილობა, როგორიცაა რადიოები და საველე პირობებში მონაცემთა ხელმისაწვდომობა.
ღონისძიებები, რომლებიც აშშ-ის მთავრობამ უნდა გაატაროს, მოიცავს:
სამართალდამცავი ორგანიზაციების ამერიკელი მრჩეველის დანიშვნა.
პროფესიონალური საპატრულო პოლიციის განაყოფბის დანერგვისა და განვითარების მხარდაწერა ტექნიკური დახმარების საშუალებით.
აღჭურვილობისა და ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა საპატრულო პოლიციის უბანზე მუშაობის დროს ეფექტურობის მიზნით.
ღონისძიებები, რომლებიც საქართველოს მთავრობამ უნდა გაატაროს, მოიცავს:
პოლიციის პოლიტიკისა და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მიღება, რომ განისაზღვროს საქართველოში პოლიციის როლი და პასუხისმგებლობები.
ტრენინგის განრიგის ინსტიტუციონალიზაცია, როგორც პოლიციის რეფორმის საფუძველი.
პოლიციის თანამშრომელთათვის პოლიციური სამსახურისა და ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტების დაცვის მოთხოვნა და პრაქტიკაში დანერგვა.
მთლიანად საპატრულო პოლიციის უზრუნველყოფა ხელფასით, ფორმით, გადაადგილების საშუალებებითა და მოვალეობის შესრულების დროს საჭირო სატაბელო იარაღი.
პროექტის დაგეგმილი ხანგრძლივობა – ერთი წელი.
ჩატარებულ სამუშაოთა მაჩვენებლები:
შესაბამისი საჭირო აღჭურვილობის განსაზღვრა და მომარაგება 2005 წლის ბოლოსათვის.
საპატრულო პოლიციის განაყოფების აღჭურვა და ამუშავება 2005 წლის ბოლოსათვის.
შესაბამისად, საზოგადოების ნდობა პოლიციისადმი იზრდება 10%-ით და მეტით 2005 წლის განმავლობაში, როგორც ეს ფასდება მასმედიის საშუალებების კვლევებითა და მზარდი მოხსენებებით დანაშაულებათა შესახებ.
(5) შინაგან საქმეთა სამინისტროს სისხლის სამართლის საქმეების რეგისტრაციის დეპარტამენტის აღჭურვა კომპიუტერული ტექნიკით - $300,000
ამ პროექტის განსაკუთრებული მიზანია შეაძლებინოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩანაწერების სისტემის კომპიუტერიზაცია და გააძლიეროს მისი შესაძლებლობა თანამედროვე საპოლიციო მომსახურების მხარდასაჭერად.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო დეპარტამენტი ზრუნავს დანაშაულის შემთხვევათა ჩანაწერებზე, გადასაადგილებელი საშუალებების რეგისტრაციაზე, თითის ანაბეჭდების ფაილებზე, ძებნილთა ფაილებზე და სხვა მონაცემებზე. მას აგრეთვე აქვს საინფორმაციო ტექნოლოგიათა დეპარტამენტის ფუნქცია. პროექტი ითვალისწინებს ტრენინგს, ტექნიკურ დახმარებასა და აშშ-ის მრჩეველთა მიერ შერჩეული საჭირო აღჭურვილობის შეძენას შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კონსულტაციით. დაიდება კონტრაქტი ადგილობრივ მომმარაგებლებთან, რათა შეიქმნას სისტემა შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციფიკაციის მიხედვით.
ღონისძიებები, რომლებიც აშშ-ის მთავრობამ უნდა გაატაროს, მოიცავს:
მომარაგება ისეთი აპარატურით როგორიცაა, კომპიუტერები, მაღალი ხარისხის სკანერებით, ასლის გადამღები აპარატებით, მარშრუტიზატორით, და სერვერებით, რომლებიც ავტომატიზებულს გახდიან საინფორმაციო დეპარტამენტს.
მომარაგება დენის ძაბვის მერყეობის საწინააღმდეგო დამცველებით (UPS), უწყვეტი დენის მომმარაგებლებით და სტაბილიზატორებით.
ტრენინგის უზრუნველყოფა და სისტემის მოვლა-შენარჩუნება ერთი წლის განმავლობაში.
ღონისძიებები, რომლებიც საქართველოს მთავრობამ უნდა გაატაროს, მოიცავს:
აშშ-ის მთავრობის მიერ შეძენილი აპარატურის მოვლა-შენარჩუნება და გამოყენება, რათა წესიერად იმუშაოს დანაშაულთა მონაცემთა ბაზამ.
ლიცენზირების გადასახადის დაწესება კომპიუტერული პროგრამული მომსახურებისათვის, იმისათვის რომ გარანტირებული იყოს მათი სწორი მუშაობა და მომავალი მოდერნიზება.
საჭირო პერსონალით უზრუნველყოფა, რათა ეფექტურად ხორციელდებოდეს დანაშაულთა შესახებ შემოსული მონაცემების სისტემაში შეყვანა.
საველე პირობებში მონაცემთა ბაზის უსაფრთხო და დროული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა სამართალდამცავი ორგანოების პროფესიონალებისათვის, მათი შედეგიანობის გაუმჯობესების მიზნით.
პროექტის დაგეგმილი ხანგრძლივობა – ერთი წელი.
მონაცემთა ახალი სისტემა იქნება კომპიუტერიზებული 2005 წლის ბოლოსათვის და გამოყენებული შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა დეპარტამენტში, რაც შედეგად გამოიღებს ეფექტურ რეგისტრაციასა და მის ადვილად აღდგენადობას.
მონაცემთა ძებნის დროის შემცირება და საქმეების გაერთიანება მოგვცემს 25%-ით დროის ეკონომიას, ამგვარად გაუმჯობესდება რა პოლიციის უნარი გამოიძიოს და გახსნას დანაშაული.
(6) კავშირგაბმულობის აპარატურა შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებული სიტუაციების მართვის ცენტრისათვის.
ამ პროექტის განსაკუთრებული მიზანია გააუმჯობესოს კავშირი შინაგან საქმეთა სამინისტროს სასწრაფო ბრძანებათა და კონტროლის ცენტრში.
ეს პროექტი უზრუნველყოფს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამორიგეო სერვისს საკომუნიკაციო აღჭურვილობით და უზრუნველყოფს ტრენინგს, რომელიც შესაძლებელს გახდის, რომ პოლიცია დაუკავშირდეს რადიო ან ფიჭური კავშირით ყველა სასწრაფო სამსახურს თბილისის ფარგლებში.. ეს გააძლიერებს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობებს ეფექტური რეაგირება მოახდინოს სასწრაფო შემთხვევებზე და გააკეთოს მოხსენება დანაშაულებრივ საქმიანობაზე.
ღონისძიებები, რომლებიც აშშ-ის მთავრობამ უნდა გაატაროს, მოიცავს:
ტექნიკური დახმარება ტრენინგის საჭიროებების გამოსავლენად.
მომარაგება განსაზღვრული რაოდენობის საკომუნიკაციო აღჭურვილობით, როგორიცაა: რადიო, ფიჭური ტელეფონი, კომპიუტერი, ლაზერული პრინტერი, ფაქსისა და კოპირების აპარატები.
აპარატურის შემოწმება, რათა გარანტირებული იყოს მისი თავსებადობა სხვა ქართული უწყებების, მაგ. სასაზღვრო დაცვის და ევროგაერთიანების მიერ დაფინანსებულ საკომუნიკაციო პროექტებთან.
ღონისძიებები, რომლებიც საქართველოს მთავრობამ უნდა გაატაროს, მოიცავს:
აშშ-ის მთავრობის მიერ შეძენილი აპარატურის მოვლა-შენარჩუნება და გამოყენება საკომუნიკაციო მართვის ცენტრის სწორად ფუნქციონირებისათვის,
საჭირო პერსონალით უზრუნველყოფა, საკომუნიკაციო მართვის ცენტრის ეფექტურად ფუნქციონირებისათვის, ხელფასების გასაცემად და ტრენინგის ჩასატარებლად.
რეაგირების გეგმის შემუშავება, რომ დადგინდეს პოტენციური საგანგებო შემთხვევები, რითიც საშუალება მიეცემა საკომუნიკაციო მართვის ცენტრს და შესაბამის სამთავრობო ოფისებს ეფექტურად იმუშაონ რეალურ გადაუდებელ სიტუაციებში.
პროექტის დაგეგმილი ხანგრძლივობა – ერთი წელი
ჩატარებულ სამუშაოთა მაჩვენებლები:
აპარატურის სწორი გამოყენება და განლაგება.
სასწრაფო ზარებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოხმაურების რაოდენობის ზრდა.
სამორიგეო სამსახური ინარჩუნებს კონტაქტს ყველა საგანგებო სამსახურთან და სამართალდამცავი ორგანიზაციების მრჩეველებთან, პერიოდულად ამოწმებს კონტაქტის არსებობას.
(7) ანტიკორუფციულ ბრძოლაში მხარდაჭერა --$200,000
ამ პროექტის განსაკუთრებული მიზანია შემცირდეს კორუფცია შინაგან საქმეთა სამინისტროში ნარკოტიკებზე მოულოდნელი ტესტებითა და შესამოწმებელი პროცედურებით.
ღონისძიებები, რომლებიც აშშ-ის მთავრობამ უნდა გაატაროს, მოიცავს:
ქვემოთ მოყვანილი მოთხოვნილი წინადადების შეფასება და ისეთი დახმარების გაწევა, რომლის შესრულებაც შესაძლებლად ჩაითვლება.
ღონისძიებები, რომლებიც საქართველოს მთავრობამ უნდა გაატაროს, მოიცავს:
წინადადებისა და ბიუჯეტის მოწოდება აშშ-ის საელჩოში, სადაც გამოკვეთილი იქნება ანტიკორუფციული ინიციატივა და საჭიროება, მაგ., ნარკოტიკების მოხმარებაზე ტესტისათვის საჭირო საშუალებები და სიცრუის დეტექტორის აპარატურა, რომ მხარი დაეჭიროს შინაგან საქმეთა სამინისტროს მცდელობას შეამციროს კორუფცია თავის რიგებში.
პროექტის დაგეგმილი ხანგრძლივობა – ერთი წელი.
ჩატარებულ სამუშაოთა მაჩვენებლები:
საგამოძიებო პროცედურების შექმნა და დანერგვა 2005 წლის ბოლოსათვის
10%-იანი კლება ნარკოტიკებზე ტესტირების დადებითი შედეგებისა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს შორის 2005 წლის ბოლოსათვის.
(8) სპეციალიზირებული ტრენინგი, უწყებათაშორისო სამუშაო ჯგუფის ალკოჰოლის, თამბაქოსა და ცეცხლსასროლი იარაღის კონტროლის სააგენტორგან ( ) მოვლინებული მრჩეველი --$150,000
ამ პროექტის განსაკუთრებული მიზანია დაეხმაროს საქართველოს მთავრობას შემოსავლების გენერაციაში. მასთან ერთად აშშ-ს მთავრობა დახმარებას გაუწევს მას იმ დანაშაულებათა აღმოჩენასა და დასჯაში, რომლებიც ხელს უშლიან მთავრობას შემოსავლების მიღებაში.
ღონისძიებები, რომლებიც აშშ-ის მთავრობამ უნდა გაატაროს, მოიცავს:
მოკლევადიანი (ერთი თვე) მრჩევლის დანიშვნა ქართული სააქციზო მარკების სისტემაში აუდიტის ჩასატარებლად.
მოკლე სასწავლო კურსის ჩატარება ალკოჰოლისა და თამბაქოს ნაწარმზე სააქციზო გადასახადის მარკების გამოყენებაზე, როგორც გადახდის უტყუარ საშუალებაზე.
ერთი სასწავლო კურსის ჩატარება ძირითადი ნებართვის სისტემაზე, ტრენინგი ალკოჰოლური და თამბაქოს ნაწარმის ლიცენზირებაზე, დარეგისტრირებასა, შემოსავლების აკრეფასა და სააუდიტო ტექნოლოგიებზე.
მოკლევადიანი მრჩევლის დანიშვნა ალკოჰოლურ და თამბაქოს ნაწარმის შესახებ პოლიტიკის დასახვისა და აუდიტის პროცედურების ჩატარების ხელშესაწყობად.
ერთკურსიანი ტრენინგის ჩატარება ალკოჰოლური და თამბაქოს ნაწარმის კონტრაბანდის მეთოდების აღმოსაჩენად
ხელისშეწყობა სააგენტოთაშორისო სამუშაო ჯგუფის შექმნისა და აღჭურვისათვის, რომ დადგინდეს და დაისაჯოს კონტრაბანდისა და გაყალბების ფაქტები საზღვარზე.
ღონისძიებები, რომლებიც საქართველოს მთავრობამ უნდა გაატაროს, მოიცავს:
ალკოჰოლურ და თამბაქოს ნაწარმის სწორი ლიცენზირების პოლიტიკისა და პროცედურების შექმნა, რეგისტრაციისა, გადასახადების დაწესებისა და აუდიტის ჩატარებისათვის.
ტრენინგის პროგრამის შექმნა, მისი ინსტიტუციონალიზაცია, რომ შეიქმნას გარანტია იმისა, რომ ოფიცრები გააგრძელებენ საჭირო უნარჩვევების მიღებას ალკოჰოლისა და თამბაქოს ნაწარმის კონტრაბანდისა და ფალსიფიკაციის შემთხვევების გამოძიებისთვის.
შექმნას უწყებათაშორისო სამუშაო ჯგუფი რომ აღმოჩნდეს და დაისაჯოს კონტრაბანდა და გაყალბება, ალკოჰოლური და თამბაქოს ნაწარმის ჩათვლით.
პროექტის დაგეგმილი ხანგრძლივობა – ერთი წელი.
ჩატარებულ სამუშაოთა მაჩვენებლები:
სააქციზო გადასახადის აკრეფა გაიზრდება 20%-ით და მეტად 2004 წელთან შედარებით.
შეიქმნება სააგენტოთაშორისო ჯგუფი 2005 წლის ბოლოსათვის.
(9) გამოძიების ფედერალური ბიუროს სპეციალიზირებული ტრენინგი და დახმარება სამუშაო ჯგუფის განვითარებისათვის --$100,000
ამ პროექტის განსაკუთრებული მიზანია დაეხმაროს საქართველოს მთავრობას სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა რიგებში შექმნის უნარი მეტად სპეციალიზირებულ სფეროებში გამოძიებისა და საქმის გახსნისათვის. ეს პროგრამები ჩატარდება სხვა ნარკოტიკებთან ბრძოლის და კანონის აღსრულების პროექტებთან თანამშრომლობით. მათი მიზანია, ხაზი გაესვას კავშირებს ტექნიკურ დახმარებასა და ველზე განლაგებული პოლიციურ სამსახურს შორის.
ღონისძიებები, რომლებიც აშშ-ის მთავრობამ უნდა გაატაროს, მოიცავს:
მოკლევადიანი ტრენინგის უზრუნველყოფა, რომლის მიზანია გააძლიეროს სხვა პროექტების მიზნები ინსტიტუციონალური სპეციალიზირებული ტრენინგის საშუალებით.
ღონისძიებები, რომლებიც საქართველოს მთავრობამ უნდა გაატაროს, მოიცავს:
ინსტიტუციონალური სპეციალიზირებული ტრენინგის პროგრამის შედგენა, იმ გარანტიით, რომ ოფიცრები შემდგომში გააგრძელებენ სპეციალური სფეროების პოლიციური კვლევების განვითარებას.
სპეციალური განაყოფების განვითარება, რომ ეფექტურად ჩატარდეს ოპერაციები, სადაც გამოიყენებენ ტრენინგში მიღებულ უნარ-ჩვევებს.
პროექტის დაგეგმილი ხანგრძლივობა – ერთი წელი.
ჩატარებულ სამუშაოთა მაჩვენებლები:
ეფექტური გამოძიება, სასამართლოში გადაცემა, და ტრენინგის შედეგად პარტნიორებთან თანამშრომლობა.
ტრენინგი აკადემიაში ინსტიტუციონალიზაციის საკითხბზე, რომ გარანტირებული იყოს მისი გაგრძელება.
განვითარებულია და ფუნქციონირებს იდენტიფიცირებული სამუშაო ჯგუფი.
*** შემდგომში არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ორი პროექტი უნდა დაინერგოს საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ.***
(10) ამერიკის იურისტთა ასოციაციის ცენტრალური ევროპისა და ევრაზიის სამართლებრივი ინიციატივის სისხლის სამართლის რეფორმის პროგრამა.
ამ პროექტის განსაკუთრებული მიზანია საქართველოს სამართალდამცავ ორგანოთა თანამშრომლებში პროპაგანდა გაუწიოს მცნებებს, რომლებიც ჩართულია განსახილველი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის რეფორმაში.
ამერიკის იურისტთა ასოციაციის ცენტრალური ევროპისა და ევრაზიის სამართლებრივი ინიციატივის სისხლის სამართლის რეფორმის პროგრამა იმუშავებს რეზიდენტ მრჩეველთან იურიდიულ საკითხებში და აშშ-ის საელჩოსთან, რომ განავითაროს გასაგები ეროვნული და რეგონალური რეაგირება ადამიანების ტრეფიკინგის მოვლენაზე, შექმნას პროფესიონალთა კადრები, რომლებიც გახდებიან ადამიანის უფლებების საკითხების ტრენერები თავისი სააგენტოების შიგნით. ხელს შეუწყობენ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საერთაშორისო საზოგადოების ჩართვას ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შექმნაში. შექმნიან და შეინარჩუნებენ პროფესიონალი იურისტების კარგად გაწვრთნილ კადრებს, რომლებიც წარმოადგენენ პროფესიონალი იურისტების ბირთვს. საზოგადოების ინფორმირებულობას ანტიკორუფციული ბრძოლის საკითხებზე. პროექტის დაახლოებით 30% მიეძღვნება ადამიანებს ტრეფიკინგის საკითხებს.
ღონისძიებები, რომლებიც აშშ-ის მთავრობამ უნდა გაატაროს, მოიცავს:
ამერიკის იურისტთა ასოციაციის ცენტრალური ევროპისა და ევრაზიის სამართლებრივი ინიციატივის სისხლის სამართლის რეფორმის პროგრამის ფონდებით უზრუველყოფა პროექტის დასანერგად.
ღონისძიებები, რომლებიც საქართველოს მთავრობამ უნდა გაატაროს, მოიცავს:
საქართველოს მთავრობის მიერ დანიშნული კოორდინატორის თვალსაჩინო და უწყვეტი მოღვაწეობა ტრეფიკინგთან ბრძოლაში.
მთავრობის განუხრელი მხარდაჭერა ტრეფიკინგთან ბრძოლაში.
პროექტის დაგეგმილი ხანგრძლივობა – ერთი წელი.
ჩატარებულ სამუშაოთა მაჩვენებლები:
2005 წლის ბოლოსათვის შემუშავდება და ძალაში შევა მაღალი პროფილის ანტიტრეფიკინგის კანონი, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს.
ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისობაში მოვა საერთაშორისო სტანდარტთან და 2005 წლის ბოლოს იქცევა კანონად.
2005 წლის ბოლოსათვის შეიქმნება პროფესიონალური ადვოკატურა.
(11) ამერიკული უნივერსიტეტის ტრანსნაციონალური დანაშაულისა და კორუფციის ცენტრი.
ამ პროექტის განსაკუთრებული მიზანია განავითაროს საქართველოს პოლიტიკოსების, სამართალდამცავი ორგანოების, კანონმდებლობის, ოფიციალური პირებისა დმეცნიერების პოტენციალი ფულის გათეთრებასა, ორგანიზებულ დანაშაულსა, კორუფციასა, ტერორიზმსა და სხვა პრიორიტეტულ დანაშაულებებთან ბრძოლაში. ხელი შეუწყოს უწყვეტ კავშირს დანაშაულის კვლევის ინსტიტუტების მეცნიერებსა და ქართველ პოლიტიკოსებს შორის, არმასრულებელ და საკანონმდებლო შტოებს შორის. ეს პროექტი შექმნის მნიშვნელოვან ქართველ კადრებს, რომლებიც ექსპერტიზას გაუკეთებენ ორგანიზებულ დანაშაულსა და კორუფციას.
ღონისძიებები, რომელიც აშშ-ის მთავრობამ უნდა გაატაროს, მოიცავს:
ექსპერტული დახმარების უზრუნველყოფა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ მიმართული ახალი კანონმდებლობის შესაქმნელად საჭირო პოტენციალის გაზრდა.
ექსპერტული დახმარების უზრუნველყოფა და ქართველი ექსპერტებისათვის ფულის გათეთრებისა და ორგანიზებული დანაშაულის პროფილაქტიკის, აღმოჩენის, გამოძიებისა და დასჯის პოტენციალის განვითარება.
ღონისძიებები, რომლებიც საქართველოს მთავრობამ უნდა გაატაროს, მოიცავს:
სამართალდამცავი ორგანოებიდან სტატისტიკური მონაცემებითა და სხვა შედეგებით უზრუნველყოფა. საპარლამენტო კომიტეტებში ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის მიმდინარეობების განხილვა.
სამართალდამცავი ორგანოებიდან შესაფერისი წარმომადგენლების მოზიდვა ჯგუფურ შეხვედრებზე სამუშაოდ.
პროექტის დაგეგმილი ხანგრძლივობა – ერთი წელი.
ჩატარებულ სამუშაოთა მაჩვენებლები:
2005 წლის შუაში გამოქვეყნდება გრანტის პროექტის კვლევის შედეგები, რომლებიც ხელს შეუწყობს ფულის გათეთრების წინააღმდეგ ახალი კანონმდებლობის გაუმჯობესებულ დანერგვას, რომელიც პარლამენტმა მიიღო 2004 წლის ივლისში.
მიზნობრივი კვლევითი პროექტები ნათელს მოფენენ იმ ტექნოლოგიებს, რომლებიც გამოყენებული იყო ფულის გათეთრებაში. 2005 წლის ბოლოს გამოვლინდება და დაისჯება ფინანსური დანაშაულებანი. ამ კვლევითი პროექტების შედეგები 10%-ით გაზრდის სამართალდამცავი ორგანოების შესაძლებლობას, რომ პროფილაქტიკა გაუკეთოს, აღმოაჩინოს და სასამართლოს გადასცეს ასეთი დანაშაულებანი.
ტრენინგი სქმის მომზადების თაობაზე პროკურატურის თანამშრომლებისათვის ქმნის შესაძლებლობას რომ 10%-ით მეტი წარმატებით გავართვათ თავი ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის შემთხვევებს.
2005 წლის ბოლოს ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის თემებზე შექმნილი ბიბლიოთეკისა და რესურს ცენტრის გამოყენება მეცნიერების, მთავრობის წარმომადგენლების და სხვა დაინტერესებული პირების მიერ 25%-ით გაიზრდება 2004 წელთან შედარებით.
III. შეფასების გეგმა
საქართველოს მთავრობასა და აშშ-ის მთავრობის წარმომადგენლები შეხვდებიან სულ ცოტა სამ თვეში ერთხელ, რომ განიხილონ პროგრესი 9 პროექტის მიზნის მიღწევის განხრით. პროგრესი შეფასდება იმ ჩატარებულ სამუშაოთა მაჩვენებლების საფუძველზე, რომელიც ზემოთ არის აღწერილი. განსახილველი ინფორმაცია შეიცავს, როგორც ხარისხობრიბ ისე, რაოდენობრივ მაჩვენებლებს. მოხსენება მომზადდება ერთიანი ძალებით, რათა დასკვნის სახე მიეცეს შეფასების შედეგებს. შეფასება არის დამატებითი საშუალება პროგრამებისა და ორივე მთავრობის შესაბამისი თანამშრომლების საქმიანობის შემოწმების მიმდინარე მონიტორინგთან ერთად.
IV. სამთავრობო უფლებამოსილება
ეს შესწორება ძალაში შედის მისი ხელმოწერის დღიდან.
ხელშეკრულება შესრულებულია ქ. თბილისში 2005 წლის 18 მარტს ორპირად ქართულ და ინგლისურ ენებზე, ამასთან ორივე ტექსტს გააჩნია თანაბარი ძალა.
საქართველოს მთავრობის სახელით აშშ-ის მთავრობის სახელით
(ხელმოწერილია) (ხელმოწერილია)