ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის 2001 წლის 18 ივნისს გაფორმებული ნარკოტიკების კონტროლისა და კანონიერების განმტკიცების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების შესწორება №15

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
სარეგისტრაციო კოდი
480610000.03.030.016022
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 070211, 07/02/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა

და

საქართველოს მთავრობას შორის

2001 წლის 18 ივნისს გაფორმებული

ნარკოტიკების კონტროლისა და კანონიერების

განმტკიცების სფეროში

თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების

შესწორება №15

 

1. ზოგადი

ერთი მხრივ, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა და, მეორე მხრივ, საქართველოს მთავრობა (შემდგომში ცალ-ცალკე მოიხსენება როგორც „მხარე”, ხოლო ერთობლივად – „მხარეები”) ერთობლივად შეთანხმდნენ აშშ მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის 2001 წლის 18 ივნისს გაფორმებულ შეთანხმებაში შესწორებებისა და დამატებების შეტანის შესახებ შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით:

დამატებითი თანხების გამოყოფა შემდეგი პროექტების დასაფინანსებლად: იურიდიული მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში; კანონის უზენაესობის ინიციატივა; პრობაციისა და პირობითი მსჯავრის სისტემის განვითარების პროექტი, საკომუნიკაციო სისტემა (TETRA); პოლიციის ოფიცრების მომზადება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, იმიტირებული საბაჟო გამშვები პუნქტის მშენებლობა, კინოლოგიური ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალებების აღმოჩენის პოტენციალის განვითარება.

წინამდებარე შეთანხმების საფუძველზე აშშ-ის მთავრობის მიერ გამოყოფილი თანხები განსაზღვრულია ცალკე ფინანსურ თავფურცელში და ჯამში შეადგენს 8,742,300 აშშ დოლარს. აშშ-ის მთავრობის მიერ ქვემოთ აღწერილი პროექტების დაფინანსების გაგრძელება დამოკიდებულია შესაბამისი თანხების ხელმისაწვდომობაზე და ბიუჯეტის დამტკიცებაზე, პროექტის მიზნების განსახორციელებლად მიმართული საქმიანობის დამაკმაყოფილებელ შედეგებზე და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის თანხმობაზე. მხარეებს უფლება აქვთ გაზარდონ, ცვლილება შეიტანონ ან შეწყვიტონ წინამდებარე შეთანხმების საფუძველზე განხორციელებადი პროექტები, მხარეთა შორის არსებული წერილობითი შეთანხმების მიხედვით.

წინამდებარე დოკუმენტის მე-2 ნაწილში წარმოდგენილია პროექტის აღწერილობები და მიზნები. ყველა სხვა ვალდებულება და პირობა, რომელიც გათვალისწინებულია 2001 წლის 18 ივნისის შეთანხმებით კვლავ სრულად მოქმედებს და ძალაში რჩება.

 

II. პროექტის აღწერილობა და განხორციელებისათვის საჭირო ზომები

(1) იურიდიული მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში

2,192,300 აშშ დოლარი

ამ პროექტის მიზანია საექსპერტო ტექნიკური დახმარების გაწევა იურიდიული პროფესიის წარმომადგენლებისა და საზოგადოების მოსამზადებლად სისხლის სამართლის პროცესის რეფორმირებული კოდექსის წარმატებით განხორციელების მიზნით, მათ შორის, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოების შემოღება საპილოტე საფუძველზე. 2010 წლის ოქტომბერში, ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შემოღების შემდგომ პერიოდში ტრენინგების გაზრდილი საჭიროების გათვალისწინებით, აშშ-ის მხარდაჭერის ფარგლებში მეორე წლის განმავლობაშიც დაფინანსდება მეორე იურიდიული მრჩეველი და ადგილობრივი სპეციალისტი სამართლებრივ საკითხებში. იურიდიული მრჩევლის პროგრამის ფარგლებში უზრუნველყოფილი ტექნიკური მხარდაჭერა მოიცავს შემდეგ სფეროებს: ნაფიც მსაჯულთათვის საორიენტაციო მასალის შემუშავება; სასამართლო პროცესის მონიტორინგი; პროკურორებისათვის ტრენინგები საპროცესო და ასევე პროფესიული ეთიკის უნარ-ჩვევებში, სასამართლოს უსაფრთხოების გაძლიერება და ნაფიც მსაჯულთა განთავსება; ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის მართვის ხელშეწყობა;ტრენინგები მანდატურებისათვის, მოსამართლეთათვის, პროკურორებისათვის; მსაჯულთა სასამართლოში გამოძახების პროცედურები; სასამართლოში მიმდინარე საქმეების მონიტორინგის არსებული პროგრამის გაფართოება, სულ მცირე, პირველ წელს ჩატარებულ პროცესებზე დაკვირვების მიზნით. აღნიშნული დახმარება ასევე მოიცავს შესყიდვებსა და ტრენინგებს, რომლებიც უკავშირდება ინფრასტრუქტურის განვითარებასა და აღჭურვას, მათ შორის, ნაფიც მსაჯულთათვის პირობების შექმნას / განთავსებას, სასამართლოს უსაფრთხოებას და მტკიცებულებების წარმოდგენას; სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თემისადმი მიძღვნილი სოციალური რეკლამის დამზადებას და საეთერო დროის შეძენას.

სამართლებრივ საკითხებში იურიდიული მრჩევლის პროგრამა უმთავრესად ყურადღებას გაამახვილებს საექსპერტო მხარდაჭერის უზრუნველყოფაზე ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის განსახორციელებლად‚ თუმცა მხარდაჭერა გათვალისწინებულია პროგრამის სხვა ელემენტებისათვის, კერძოდ: ნარკო-ტრეფიკინგი, ბავშვების ექსპლუატაცია, ოჯახური ძალადობის ფაქტების გამოძიებისა და დევნის პროცესების დახვეწა-გაუმჯობესება და მოწმეთა დაცვის პროტოკოლების გაუმჯობესება. ორი იურიდიული მრჩევლის პროგრამით გათვალისწინებული მოქმედებები მოიცავს:  

* ქართველი მოსამართლეებისათვის ტრენინგ-პროგრამების ჩატარება ს აშშ-დან მოწვეული ექსპერტებისა და სხვა უცხოელი მოსამართლეების მონაწილეობით. ტრენინგები, მათ შორის,იმიტირებული სასამართლო პროცესები, რომლ ებ იც თბილისსა და რეგიონებში ჩატარდება, ფოკუსირებული იქნება იმ ცოდნის ჩამოყალიბებასა და უნარ-ჩვევების განვითარებაზე, რომელსაც ქართველი მოსამართლეები ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის, შეჯიბრებითი და ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ფარგლებში საჭიროებენ.

* ქართველი პროკურორებისათვის ტრენინგების ჩატარებას სასამართლოში შეჯიბრებით პროცესში მონაწილეობისათვის საჭირო უნარ-ჩვევების შესაძენად; ტრენინგი ასევე მოიცავს ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით იმიტირებული სასამართლო პროცესების გამართვას; ტრენინგს სისხლის სამართლის ახალი საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული პროკურორის დისკრეციული უფლებამოსილების საკითხებში; მტკიცებულებაზე პასუხისმგებლობის ჯაჭვთან დაკავშირებულ საკითხებსა და პროფესიულ ეთიკაში, რათა სისხლის სამართლის ახალი საპროცესო კოდექსის ფარგლებში პროკურორებმა წარმატებით აწარმოონ ბრალდების მხარდაჭერა. გაგრძელდება პროკურატურაში მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა,მათ შორის უქაღალდო სისხლის სამართლის საქმეთა ინტეგრირებული მართვის სისტემის (ICCMS) მხარდაჭერა; შრომითი რესურსების, მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურების ფუნქციონირების გაუმჯობესება; საზოგადოებრივი პროკურატურის პროგრამის ხელშეწყობა, კორუფციის წინააღმდეგ შიდაუწყებრივი ინიციატივების მხარდაჭერა, ასევე გაგრძლედება მხარდაჭერა სისხლის სამართლის პოლიტიკის სახელმძღვანელო მითითებების [გაიდლაინების] მიმართულებით.    

* იურიდიული მრჩეველი დახმარებას გაუწევს სახელმწიფო ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს (INL-ის) მრჩეველს პოლიციის საკითხებში, და INL-ის იურიდიულ მრჩეველს პოლიციისა და გამომძიებლებისათვის ტრენინგის პროგრამების შემუშავებაში, რომლებიც მიმართული იქნება სისხლის სამართლის ახალი საპროცესო კოდექსის საკითხებზე.

 

აშშ-ის მთავრობის მიერ განსახორციელებელი ქმედებები მოიცავს:

 საქართველოში იურიდიული მრჩევლისათვის დახმარების გაწევას ინსტიტუციური რეფორმების სფეროში, უნარ-ჩვევების განვითარების ტრენინგების ჩატარების უზრუნველყოფასა და სხვა ტექნიკური დახმარების გაწევაში საქართველოს მთავრობასთან კოორდინირებით.  

 

საქართველოს მთავრობის მიერ განსახორციელებელი ქმედებები მოიცავს:

* შესაბამის პერსონალთან დაშვების უზრ უ ნველყოფას პროკურატურაში, სასამართლო სისტემასა და სამართალდამცველთა სტრუქტურებში;

* შესაბამისი ადგილების გამოყოფის უზრუნვე ლ ყოფას ტრენინგებისათვის;

*შესაბამისი მონაწილეების შერჩევას, რომლებიც ითანამშრომლებენ იურიდიულ მრჩეველთან ინსტიტუციონალურ რეფორმებსა და უნარ-ჩვევების განვითარების ტრენინგების პროგრამებზე. 

 

საქმიანობის შედეგების მაჩვენებლები:

 

პროექტის პერიოდის დასასრულისთვის:

*პროკურორები მომზადებულ ნ ი არიან სისხლის სამართლის ახალ საპროცესო კოდექსში და ადაპტირებულნი არიან სასამართლოში შეჯიბრებითი პროცესის ახალ პირობებთან; 90 პროცენტი წარმატებით ჩააბარებს ტრენინგის შემდგომ საკვალიფიკაციო ტესტს.

* გადამზადებული პროკურორები სათანადოდ იყენებენ სისხლის სამართლის ახალ საპროცესო კოდექსს მათ მიერ განხილულ საქმეებში, რისი მონიტორინგიც განხორციელდება იურიდიული მრჩევლის პროგრამით დაფინანსებული დამოუკიდებელი სასამართლო დამკვირვებლების მიერ.

* გადამზადებული მოსამართლეები სათანადოდ იყენებენ სისხლის სამართლის ახალ საპროცესო კოდექსს მათ მიერ განხილულ საქმეებში, რისი მონიტორინგიც განხორციელდება იურიდიული მრჩევლის პროგრამით დაფინანსებული დამოუკიდებელი სასამართლო დამკვირვებლების მიერ.

 

2. კანონის უზენაესობის პროექტი -- 550,000 აშშ დოლარი

 

კანონის უზენაესობის ინიციატივის სისხლის სამართლის პროგრამა საქართველოში მთავარ მიზნად ისახავს ქართველი იურისტებისა და სამართლებრივი დაწესებულებების შესაძლებლობების ეფექტურ გაძლიერებას სასამართლო პროცესის უფლებისა და მისი ხელმისაწვდომობის მხარდასაჭერად.

კანონის უზენაესობის ინიციატივა / სისხლის სამართლის პროგრამა საქართველოში განაგრძობს ტექნიკური მხარდაჭერით და ტრენინგებით უზრუნველყოფას, რაც უკავშირდება ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის დანერგვას. ამ პროექტის საფუძველზე გამოყოფილი თანხები გამოყენებული იქნება ერთი წლის მანძილზე დამატებით 800 ადვოკატის (4000 პრაქტიკოსი ადვოკატიდან) სწავლების მხარდასაჭერად და ორი ადგილობრივი ადვოკატისა და ერთი უცხოელი იურისტის დასაფინანსებლად, საქართველოს ადვოკატთა სწავლების უზრუნველსაყოფად. კონკრეტული ღონისძიებები მოიცავს: (1) ადვოკატებისა და უფასო იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატების უნარ-ჩვევების განმტკიცებას, რომლებიც ორიენტირებულია (ა) სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსზე და სასამართლო უნარ-ჩვევების განვითარების ტრენინგებზე, რომლებიც შეეხება წინასასამართლო გამოძიებას, წინასასამართლო ეტაპზე და სასამართლო პროცესის დროს შუამდგომლობის დაყენებას, სამართალწარმოების ყველა ფაზას, როგორც ნაფიც მსაჯულთა, ასევე მოსამართლის შემთხვევაში (ნაფიც მსაჯულთა შერჩევის პროცესიდან დასკვნით სიტყვამდე), და ნაფიც მსაჯულთა საბოლოო ინსტრუქციებს (აქტივობები შეიძლება მოიცავდეს სასწავლო რესურსების განვითარებას, როგორიც არის სახელმძღვანელო ან ვიდეო); ტრენინგები განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს ადვოკატების სწავლებას შესაბამისი შუამდგომლობის დაყენების თემაზე, წინასასამართლო ეტაპზე და პროცესის დროს, რაც დაკავშირებულია ნაფიც მსაჯულთა და სასამართლო პროცესებთან, მათ შორის, სააპელაციო უფლებების შენარჩუნებისათვის პროცესის დროს ჩანაწერების გაკეთების წესთან. პროგრამა მჭიდროდ ითანამშრომლებს აშშ-ის საელჩოს იურიდიულ მრჩეველთან სამართლებრივ საკითხებში, პროკურორებისა და ადვოკატების ერთობლივი მომზადების მიზნით ახალი როლებისათვის ერთობლივი მომზადების მიზნით ახალ შეჯიბრებითობის სისტემაში, სასწავლო იმიტირებული პროცესების ჩატარების გზით. საქართველოს მთავრობამ შექმნა იურიდიული დახმარების სამსახური დაუცველი ბრალდებულების წარმოსადგენად და ასევე კერძო ადვოკატების იურიდიული დახმარების რეესტრი კონფლიქტური შემთხვევებისათვის. იურიდიული დახმარების ადვოკატებმა ტრენინგი გაირეს სასამართლო საადვოკატო უნარ-ჩვევების გაღრმავებაში, ხოლო რეესტრის ადვოკატები ტრენინგს გაივლიან პროექტის პერიოდის დასრულებისას.

 

აშშ-ის მთავრობის მიერ განსახორციელებელი ქმედებები მოიცავს:

* გამოცდილი იურისტის დაფინანსებას, რომელიც კანონის უზენაესობის პროექტის თბილისის ოფისში იმუშავებს და დროულ და უშუალო ტექნიკურ დახმარებას გაუწევს საქართველოს მთავრობასა და საქართველოში ფართო სამართლებრივ წრეებს სისხლის სამართალწარმოების განვითარების საკითხებში.

* ადვოკატებისათვის ტრენინგის უზრუნველყოფას ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და სასამართლო უნარ-ჩვევების საკითხებში.

* სამართლებრივ საკითხებში იურიდიულ მრჩეველთან თანამშრომლობას ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლო პროცესების ჩასატარებლად, პროკურორებისა და ადვოკატების ერთობლივი ტრენინგის მიზნით.

 

საქართველოს მთავრობის მიერ განსახორციელებელი ქმედებები მოიცავს:

* სემინარების, კონფერენციებისა და ტრენინგების ჩასატარებლად შესაბამისი ფართის უზრუნველყოფას.

* კანონის უზენაესობის პროექტის იურისტთან თანამშრომლობას სასწავლო პროგრამებისათვის შესაბამისი მონაწილეების შერჩევის მიზნით.

* კანონის უზენაესობის პროექტის იურისტისათვის საქართველოს შესაბამის სახელმწიფო თანამდებობის პირებთან დაშვების უზრუნველყოფას.

 

 

 

 

 

საქმიანობის შედეგების მაჩვენებლები:

 

პროექტის პერიოდის დასასრულისთვის:

* ადვოკატის უნარ-ჩვევების განვითარების ტრენინგის მიზანი პროექტის პერიოდის დასასრულისთვის: მომზადდება რვაასი ადვოკატი; 90 პროცენტი გადის ტრენინგის შემდგომ საკვალიფიკაციო ტესტირებას.

* ადვოკატების 90 პროცენტი, რომლებიც გაივლიან ტრენინგის შემდგომ საკვალიფიციკაციო ტესტირებას, უზრუნველყოფენ თავიანთი კლიენტების ეფექტურ წარდგინებას სასამართლო დარბაზში, პროცესზე დაცვის ახალი უნარ-ჩვევებისა და ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის გამოყენებით, რასაც დაამოწმებენ დამოუკიდებელი სასამართლო დამკვირვებლები.

 

(2) პრობაციისა და პირობითი მსჯავრის სისტემის

განვითარების პროექტი - $ 1,500,000

საქართველოში სასჯელაღსრულების და პრობაციის სისტემების არაეფექტური ფუნქციონირება განპირობებულია ნაკლებად განვითარებული პრობაციისა და პირობითი მსჯავრის რეჟიმის, მსჯავრდებულის რისკის კლასიფიცირებისა და საქმის წარმოების სისტემის არასრულყოფილი მუშაობით. სასჯელაღსრულების და პრობაციის სისტემაში შემავალი, გადატვირთული სასჯელაღსრულების დაწესებულებები ვერ აკმაყოფილებენ ადამიანის უფლებების შესახებ საერთაშორისო სტანდარტებს და წარმოადგენენ პოტენციურ საფრთხეს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და უშიშროების თვალსაზრისით. პატიმრობის შესახებ რეფორმირებული კანონმდებლობის მიღების საფუძველზე აშშ-ის ორწლიანი დახმარების პროგრამა ითვალისწინებს: ტრენინგს სასწავლო გეგმის შემუშავების გზით პრობაციის ოფიცრებისა და სხვა პერსონალისათვის; ინსტრუქტორის მომზადებას და სერტიფიცირებას; პოლიტიკური და პროცედურული სახელმძღვანელოების შემუშავებას პრობაციისა და პირობითი მსჯავრის სისტემის ეფექტურად ფუნქციონირებისათვის. ამ პროექტის საფუძველზე გამოყოფილი თანხები დაეხმარება მრჩეველს პრობაციისა და პირობითი მსჯავრის საკითხებში ტექნიკური დახმარება გაუწიოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს პრობაციისა და პირობითი მსჯავრის სისტემის განვითარებაში. მრჩეველი პრობაციისა და პირობითი მსჯავრის საკითხებში კომპეტენტურ რჩევებს მიაწვდის სამინისტროს ხელმძღვანელობას წესების, პროცედურების, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებისა და პრობაციისა და პირობითი მსჯავრის ეფექტური სისტემების შემუშავებასთან დაკავშირებით სამინისტროს ძალისხმევის მხარდასაჭერად. კონკრეტული სფეროები, რომლებსაც მრჩეველი შეეხება, მოიცავს: რისკის შეფასების მეთოდებისა და გაწერილი წესების ჩამოყალიბებას, საქმის წარმოების პროცედურებისა და სტატისტიკის მონაცემთა ბაზის შემუშავებას, დახმარებას სტრატეგიული განვითარების გეგმის შექმნაში პრობაციისა და პირობითი მსჯავრის აღსრულებასთან დაკავშირებული საქმიანობის გაფართოებისათვის საჭირო რესურსების დასაფინანსებლად, პრობაციის ოფიცრებისათვის ტრენინგების ჩატარებას, პრობაციის სამსახურის პერსონალის გადამზადებას და ზედამხედველობას, რათა მათ შეასრულონ პრობაციის რეგიონალური სამსახურებისათვის მობილური ინსტრუქტორების ფუნქცია, სამინისტროს საკადრო პოტენციალის განვითარებას პრობაციის ოფიცრების ეფექტური პერსონალის შესარჩევად, შესანარჩუნებლად და მოსამზადებლად. პროექტის ბიუჯეტის ფარგლებში კონკრეტული პრობაციის ოფიცრებისათვის გამოყოფილი იქნება ძირითადი აღჭურვილობა და ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რათა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს რეგიონალურ პრობაციის სამსახურებს მიეცეთ ეფექტური მუშაობის საშუალება.

 

აშშ მთავრობის მიერ განსახორციელებელი ქმედებები მოიცავს:

* ერთი წლის მანძილზე მრჩევლისათვის პრობაციისა და პირობითი მსჯავრის საკითხებში და ადგილობრივი დამხმარე პერსონალისათვის ტექნიკური დახმარების უზრუნველყოფას.

* პროექტის ბიუჯეტის ფარგლებში ყველაზე ნაკლები რესურსების მქონე პრობაციის ოფიცრებისათვის ძირითადი საოფისე აღჭურვილობისა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამოყოფას.

* ტრენინგებს, აღჭურვილობასა და ტრანსპორტს პრობაციისა და პირობითი მსჯავრის მობილური ტრენინგ-ჯგუფებისათვის, რომლებიც განთავსებულნი იქნებიან თბილისის გარეთ.

* რეგიონის ერთ-ერთ საპყრობილეში ტრენინგებისა და აღჭურვილობის უზრუნველყოფას პრობაციისა და პირობითი მსჯავრის მცირე ჯგუფის საპილოტე პროექტისათვის.

* სამინისტროდან შერჩეული პერსონალისათვის მაღალი რანგის ტრენინგსა და სერტიფიცირებას პრობაციისა და პირობითი მსჯავრის სისტემების სფეროში.   

      

საქართველოს მთავრობის მიერ განსახორციელებელი ქმედებები მოიცავს:

* საოფისე ფართის უზრუნველყოფა სატელეფონო და ინტერნეტხაზების ჩათვლით, (ავეჯის ან მოწყობილობის შეძენა არ არის გათვალისწინებული) პრობაციისა და პირობითი მსჯავრის საკითხებში აშშ-ი ს მრჩევლისათვის და ადგილობრივი პერსონალის არა უმეტეს ორი წევრისათვის, რომლებიც გამოიყენებენ ზემოხსენებულს როგორც თავიანთ სამუშაო ადგილს.

* სამდივნო / ადმინისტრაციული მხარდაჭერის უზრუნველყოფა ამერიკელი მრჩეველისათვის, კომუნალური მომსახურებების, ელექტროენერგიის, გათბობის, ა.შ. საფასურის დაფარვა.

* პრობაციის და პირობითი მსჯავრის საკითხებში აშშ-ს მრჩეველისათვის დაშვების უზრუნველყოფა საქართველოს მთავრობის შესაბამის თანამდებობის პირებთან; პრობაციასთან და პირობით მსჯავრთან დაკავშირებული ინფორმაციით სარგებლობა რისკის შეფასების, საქმის წარმოების და სტატისტიკური ანალიზის საშუალებების შემუშავებისა და პროგრამის ყველა ელემენტის განხორციელების მიზნით.

* სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს თანამშრომელთა გადამზადება და ჩართვა აშშ-ის მთავრობის მიერ ორგანიზებულ ტრენინგებში; მათ მიერ დაკავებულ თანამდებობაზე მუშაობა და დაკისრებული მოვალეობის შესრულება უნდა გაგრძელდეს არანაკლებ 2 წელი.

* ობიექტების მდებარეობის განსაზღვრა, სადაც განთავსდება გადაცემული ტექნიკა, მათ შორის კომპიუტერები და ასლის გადამღები აპარატები, რომელთა ტექნიკური მახასიათებლებისა და ელექტროკვების უზრუნველსაყოფად მუდმივად მოხდება ელექტროენერგიით მომარაგება.

* სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს პოლიტიკის, პროცედურების, ტრენინგის სახელმძღვანელოების, სასწავლო გეგმებისა და სხვა საჭირო ინფორმაციის გადაცემა მრჩევლისათვის და სამუშაო ჯგუფისათვის, პროგრამის ეფექტური შემუშავებისა და განხორციელების მხარდასაჭერად.

* მოწოდებული აპარატურის, მათ შორის,სატრანსპორტო საშუალებების ტექმომსახურება და შეკეთება.     

 

საქმიანობის შედეგების მაჩვენებლები:

 

პროექტის დასასრულისთვის:

* სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს მმართველი რგოლის მიერ სტატისტიკური მოდელების, მათ შორის,საბაზისო ინფორმაციის შემუშავება და გამოყენება, რომლის მიხედვითაც შეფასდება პროექტის გავლენა სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების სამინისტროს პრობაციისა და პირობითი მსჯავრის სამსახურის ეფექტურ საქმიანობაზე.

* ძირითადი კურსისა და დარგობრივი სწავლების კომპლექსური სასწავლო გეგმის დამტკიცება და მიწოდება აკადემიაში, რომელიც მიმართულია პრობაციის ოფიცრებისა და დამხმარე დარგობრივი პერსონალის განსაზღვრული საჭიროებებისაკენ.

* სამინისტროს პრობაციის ოფიცრების 80% გაივლის განახლებულ სასწავლო პროგრამას ოფიცერთათვის.

* პრობაციის ოფიცერთა დარგობრივი სახელმძღვანელოს შემუშავება, გამოცემა და გავრცელება.

* პრობაციის ოფიცერთა მობილური დარგობრივი ჯგუფი იქნება სრულად ფუნქციონალური და შეასრულებს გეგმით გათვალისწინებულ სასწავლო განრიგს.

 

(4) სა კომუნიკაციო სისტემის პროექტი (TETRA - სახმელეთო ციფრული კომუნიკაციის საშუალებები) -- $2,000,000

ეს ორწლიანი პროექტი უზრუნველყოფს სამართალდამცავი პერსონალის საკომუნიკაციო შესაძლებლობების შემდგომ განვითარებას უსაფრთხო კომუნიკაციის ეროვნული ქსელის (TETRAსისტემა) მეშვეობით. პროექტის მიზანია სამართალდამცავი და საგანგებო ვითარებაზე რეაგირების სამსახურის ხმოვანი და მონაცემთა კომუნიკაციის შესაძლებლობების გაზრდა უფრო ფართო გეოგრაფიულ არეალზე, ოპერატიული ერთეულების მართვის, კონტროლისა და საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში გადაწყვეტილების მიმღებებისათვის ზუსტი ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა.    

I და II ეტაპებზე შეძენილი აპარატურის ბაზაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საჭიროებების გათვალისწინებით, TETRA-ს არსებული სისტემის ფუნქციონალურობის გაძლიერების მიზნით პროექტის მოცემული ეტაპი მოიცავს დამატებითი საბაზო რადიო- სადგურების შეძენას და მონტაჟს, დამატებითი სააბონენტო აპარატურის, დამატებითი გარანტიების, დამატებითი ტრენინგის უზრუნველყოფას, დიაგნოსტიკის საშუალებების აღჭურვილობის, ტექმომსახურებისა და დამატებითი სისტემური მოდულების შეძენას. მოცემული პროექტის ფარგლებში შეძენილი აპარატურა უნდა იყოს ადრინდელ პერიოდში შესყიდულ კომპონენტებთან თავსებადი.  

 

აშშ მთავრობის მიერ განსახორციელებელი ქმედებები მოიცავს:

* შსს-ი ს ხელმძღვანელობასთან პრიორიტეტებისა და დამატებითი კომპონენტების (საბაზო რადიოსადგურები, სააბონენტო აპარატურა, ავტომობილის ავტომატური ლოკატორი) საჭიროების შეთანხმებას.

* შსს-ი ს ხელმძღვანელობასთან და აპარატურის მწარმოებლებთან აპარატურის მდებარეობის და სასწავლო პროგრამების შეთანხმებას.

* შსს-ი ს ხელმძღვანელობისათვის სრული სისტემის დანერგვაში დახმარების გაწევას.

 

საქართველოს მთავრობის მიერ განსახორციელებელი ქმედებები მოიცავს:

* ორგანიზაციის მხრიდან პროექტის ხელმძღვანელის გამოყოფას.

* კვალიფიციური კადრების შერჩევას, რომლებიც გაივლიან ტრენინგს და შემდგომ დარჩებიან თანამდებობებზე, საიდანაც განახორციელებენ სისტემის მართვას.

* საჭირო მდებარეობების, ანძებისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფას, ოპტიკურ-ბოჭკოვანი სადენის ან მიკროტალღოვანი კავშირების ჩათვლით დამატებითი საბაზო რადიოსადგურების დასამონტაჟებლად.

* საქართველოს მთავრობისაგან საჭირო სიხშირეებზე ლიცენზიების მიღებას.

*გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემის ციფრული რუკების მოწოდებას გადამცემი/გამანაწილებელი სადგურებისათვის.

* სათანადო დაფინანსების უზრუნველყოფას სისტემის გრძელვადიანი მდგრადობის ხელშესაწყობად.

 

საქმიანობის შედეგების მაჩვენებლები:

 

პროექტის დასასრულისთვის:

* ორი ან სამი ახალი რადიოსადგურის დამონტაჟება TETRA-ს ქსელის გეოგრაფიული დაფარვის ზონის გაფართოების მიზნით საქართველოში ყველა დიდი და საშუალო ზომის დასახლებული პუნქტისათვის მომსახურების უზრუნველსაყოფად.

* TETRA-ს არსებულ ქსელში ახალი რადიოსადგურების ინტეგრირება.

* კომუნიკაციის შესაძლებლობა საქართველოს მასშტაბით სამართალდამცავ და საგანგებო ვითარებაზე რეაგირების სამსახურებს შორის გაუმჯობესდება და შესაძლებელი გახდება მათი ინტეგრირება.

 

(5) პოლიციის ოფიცრების მომზადება სისხლის

სამართლის საპროცესო კოდექსში -- $500,000

ამ პროექტის მიზანია 15,000 პოლიციის ოფიცრისა და გამომძიებლის მზაობის გაძლიერების მიზნით ტრენინგების ჩატარება, რაც ხელს შეუწყობს გამოძიების პროცესის ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნების შესაბამისად წარმართვას. პოლიციის ოფიცრებს ასევე ჩაუტარდებათ ტრენინგი სასამართლო დარბაზში ჩვენების მიცემის უნარ-ჩვევებში, რაც ახალი, შეჯიბრებითობაზე დაფუძნებული საკანონმდებლო სისტემის მნიშვნელოვანი ნაწილია. დასასრულს, პროექტის ფარგლებში უზრუნველყოფილი იქნება იურიდიული მრჩევლის დაფინანსება (სამართლის ინსტრუქტორი), რომელიც შეიმუშავებს ტრენინგის კურსს, სასწავლო მასალებსა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების სავარჯიშოებს, მათ შორის, იმიტირებული სასამართლო პროცესების სცენარებს. სამართლის ინსტრუქტორი ჩაატარებს სასწავლო სემინარებსა და ტრენინგებს     სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემიასა და, საჭიროებისამებრ, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში.

 

აშშ მთავრობის მიერ განსახორციელებელი ქმედებები მოიცავს:

* აშშ-ი ს სამართლის ინსტრუქტორის დაფინანსებას ერთი წლის მანძილზე ტრენინგისა და ტექნიკური დახმარების უზრუნველსაყოფად ზემოთ აღწერილის თანახმად.

 

 

საქართველოს მთავრობის მიერ განსახორციელებელი ქმედებები მოიცავს:

* ტრენინგის ჩასატარებლად თბილისსა და რეგიონებში შესაბამისი ფართის უზრუნველყოფას.

* საოფისე ფართის უზრუნველყოფას სატელეფონო და ინტერნეტხაზით (ავეჯისა და აპარატურის შეძენა არ არის გათვალისწინებული) აშშ-ი ს სამართლის ინსტრუქტორისათვის.

* სასამართლო დარბაზში პრაქტიკული სავარჯიშოების ჩასატარებლად აპარატურისა და სასწავლო საშუალებების ტექნიკურად გამართული მდგომარეობის შენარჩუნებას.

* ტრენინგის გაწერილი გეგმით ჩატარებას.

* შესაბამისი ზომების მიღებას სასწავლო კურსებში მონაწილე სტუდენტების სამსახურებრივი მოვალეობებისაგან გათავისუფლების უზრუნველსაყოფად, რათა მათ შეძლონ სასწავლო სემინარებში სრულყოფილად მონაწილეობა.

 

საქმიანობის შედეგების მაჩვენებლები:

 

პროექტის დასასრულისთვის:

* გამომძიებლები და ოპერატიული რეაგირების სპეციალისტები მომზადებულები არიან სისხლის სამართლის ახალ საპროცესო კოდექსში და ადაპტირებულნი არიან სასამართლოში შეჯიბრებითი პროცესის ახალ პირობებთან; 90 პროცენტი წარმატებით ჩააბარებს ტრენინგის შემდგომ საკვალიფიკაციო ტესტს.

* მომზადებული სამართალდამცავი ოფიცრები სწორად ხელმძღვანელობენ ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მათ მიერ ჩატარებული გამოძიებების დროს, რასაც ამოწმებენ და ადასტურებენ პროკურორები სისხლის სამართლის საქმეების შემთხვევითი შემოწმების დროს სწავლების დასრულებიდან მესამე წელს;

* სწავლების დასრულებიდან მესამე წელს პოლიციის მიერ დაშვებული პროცესუალური შეცდომების სააპელაციო წესით გასაჩივრებების რიცხვის შემცირება; შემცირების პროცენტული მაჩვენებელი განისაზღვრება საბაზისო მაჩვენებლის დაწესების შემდეგ;

* პოლიციის ოფიცრები სასამართლოში ჩვენების მიცემის უნარ-ჩვევებს ფლობენ, რასაც ამოწმებენ და ადასტურებენ იურიდიული მრჩევლის პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული დამოუკიდებელი სასამართლო დამკვირვებლები.

 

(6) იმიტირებული საბაჟო გამშვები პუნქტის მშენებლობა--$1,000,000

საბაჟო გამშვებ პუნქტებზე სამართალდაცვითი ოპერაციების შესახებ ტრენინგის უზრუნველყოფის მხარდასაჭერად და საზღვრის უსაფრთხოების მაქსიმალურად გასაუმჯობესებლად, ეს ორწლიანი პროექტი დააფინანსებს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში იმიტირებული საბაჟო გამშვები პუნქტის დაპროექტებასა და მშენებლობას, ასევე შესაბამისი სწავლების, მათ შორის პრაქტიკული უნარ-ჩვევების სავარჯიშოების შემუშავებას. იმიტირებულ საბაჟო გამშვებ პუნქტში იქნება ადმინისტრაციული ზონა მგზავრის / დოკუმენტების შემოწმებისთვის, სპეციალური ზოლი მანქანებისა და ფეხით მოსიარულეთათვის, ასევე გამოყოფილი იქნება ადგილები პირველადი და მეორადი შემოწმებისათვის და გასაუბრებისათვის, დაკავების ადგილის გამოსაყენებლად და ყალბი დოკუმენტების შესამოწმებლად და მანქანის მეორადი შემოწმებისათვის. იმიტირებულ საბაჟო გამშვებ პუნქტში იქნება სასწავლო საშუალებები და მოწყობილობები, მაგ.პასპორტის წამკითხველი მოწყობილობები, კომპიუტერები, რომელთაც ექნებათ PIRS-ის (პირადი საიდენტიფიკაციო ჩანაწერების სისტემა) მონაცემთა ბაზით სარგებლობის უფლება და შესამოწმებელი მოწყობილობა, რათა სასწავლო მიზნით შეიქმნას სასაზღვრო ოპერაციების რეალისტური სცენარი. ასევე ჩატარდება სწავლება ინსტრუქტორებისათვის, მათ შორის,აკადემიის ფაკულტეტისათვის, იმიტირებული საბაჟო გამშვები პუნქტის გრძელვადიანი გამოყენების უზრუნველსაყოფად.

 

აშშ მთავრობის მიერ განსახორციელებელი ქმედებები მოიცავს:

* იმიტირებული საბაჟო გამშვები პუნქტის დაპროექტებისა და მშენებლობის დაფინანსებას.

* იმიტირებული საბაჟო გამშვები პუნქტის უფრო ეფექტური ფუნქციონირებისათვის პროექტის ბიუჯეტის ფარგლებში აუცილებელი მოწყობილობებით უზრუნველყოფას.

* სასწავლო ტრენინგების შემუშავებას, რომლის დროსაც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა პრაქტიკულ უნარ-ჩვევებსა და იმიტირებულ საბაჟო გამშვებ პუნქტზე რეალისტური სცენარების განხორციელებას.

* ინსტრუქტორებისათვის სწავლების უზრუნველყოფას სასაზღვრო ოპერაციების უნარ-ჩვევების, შესამოწმებელი მოწყობილობების, კომპიუტერული აპარატურის და პროგრამული უზრუნველყოფისა და სპეციალიზირებული შესამოწმებელი მოწყობილობების, ასევე სასწავლო მეთოდების შესახებ.

 

საქართველოს მთავრობის მიერ განსახორციელებელი ქმედებები მოიცავს:

* იმიტირებული საბაჟო გამშვები პუნქტის დაპროექტებაში წვლილის შეტანას; საბოლოო გეგმის დამტკიცებას.

* სამშენებლო ობიექტზე კონტრაქტორისათვის დაშვების უზრუნველყოფას.

* აშშ-ი ს მთავრობის მიერ მოწოდებული მოწყობილობის ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნებას; პროფილაქტიკური/ტექნიკური მომსახურების გრაფიკის დოკუმენტირებას.

* შეძლებისდაგვარად, ზედმეტი ან გადარჩენილი აღჭურვილობის მოწოდებას,რომლებიც სასწავლო მიზნებისათვის იქნება გამოყენებული, ისეთი,როგორიც არის მწობრიდან გამოსული სატვირთო მანქანები ან მსუბუქი ავტომანქანები, რომლებზეც შეიძლება მოეწყოს ფარული სამალავები და გამოყენებულნი იქნან როგორც სასწავლო საშუალებები.

* სწავლებისათვის შესაფერისი საკლასო ოთახით უზრუნველყოფას.

* შესაბამისი ზომების მიღებას სასწავლო კურსებში მონაწილე სტუდენტების სამსახურებრივი მოვალეობებისაგან გათავისუფლების უზრუნველსაყოფად, რათა მათ შეძლონ სასწავლო სემინარებში სრულად მონაწილეობა.

 

საქმიანობის შედეგების მაჩვენებლები:

 

პროექტის დასასრულისთვის:

* აშშ-ი ს კომპეტენტური ექსპერტების მიერ მომზადებული ინსტრუქტორების 90 პროცენტი გაივლის ტრენინგის შემდგომ საკვალიფიკაციო ტესტირებას.

* ყველა ინსტრუქტორი, რომელმაც გაიარა აშშ-ი ს მთავრობის მიერ ორგანიზებული სწავლება იმიტირებულ საბაჟო გამშვებ პუნქტზე, მომზადებულნი არიან ეფექტური სწავლების ჩასატარებლად იმიტირებულ საბაჟო გამშვებ პუნქტზე, რაც შემოწმებული და დადასტურებული იქნა აშშ-ი ს კომპეტენტური ექსპერტების მიერ მათი სწავლების შეფასებისას.

* საქართველოს საზღვრის ოფიციალური პირების შემთხვევითი შემოწმება, რომლებმაც გაიარეს სწავლება იმიტირებულ საბაჟო გამშვებ პუნქტზე, გამოავლენს გაზრდილ პოტენციალს სამართალდაცვითი მოვალეობების შესასრულებლად.

* უშუალო ზედამხედველობა საელჩოს თანამშრომლების მიერ, სულ მცირე სამი საბაჟო გამშვები პუნქტი დაკომპლექტდება იმიტირებულ საბაჟო გამშვებ პუნქტზე მომზადებული სამართალდამცავი ოფიცრებით, რომლებიც მზად არიან მათზე დაკისრებული მოვალეობების ეფექტურად შესასრულებლად. 

 

(7) კინოლოგიური ჯგუფის მიერ

ნარკოტიკების აღმოჩენა-- $ 1,000,000

მიმდინარე ორწლიანი პროგრამის მიზანია საზღვრის დაცვის გაუმჯობესების გზით საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერება ტრანსნაციონალურ დანაშაულთან ბრძოლაში; პროექტის ფარგლებში შეიქმნება და მომზადდება ნარკოტიკების აღმომჩენი კინოლოგიური ჯგუფი. შემოსავლების სამსახურისათვის ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად აშშ-ი ს მთავრობა დააფინანსებს კომპეტენტურ ექსპერტს, რომელიც ნარკოტიკების აღმომჩენი კინოლოგიური ჯგუფის ეფექტური სწავლებისა და მუშაობის მიზნით, შეიმუშავებს სასწავლო მასალებს, წესებსა და პროცედურებს; იგი ასევე მიაწვდის სახელმძღვანელო მითითებებს, თუ რომელი მოწყობილობა და მომსახურებები უნდა იქნას უზრუნველყოფილი კინოლოგიური ჯგუფის ეფექტური მუშაობისათვის, მათი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შესანარჩუნებლად (მაგ.ვეტერინარ ი ული მომსახურება). აშშ-ი ს კომპეტენტური ექსპერტის მიერ განსაზღვრული აუცილებელი მოწყობილობები და მომსახურებები უზრუნველყოფილი იქნება პროექტის ბიუჯეტის ფარგლებში. აშშ-ი ს ექსპერტი დაეხმარება შემოსავლების სამსახურის პერსონალს საქართველოში ნარკოტიკების აღმოჩენის ოპერაციებისათვის შესაფერისი ძაღლების შერჩევაში. ექსპერტი ჩაატარებს ინტენსიურ სწავლებას ძაღლების/კინოლოგებისათვის, რომლის დროსაც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებასა და რეალისტური სცენარების გათამაშებას.

 

აშშ მთავრობის მიერ განსახორციელებელი ქმედებები მოიცავს:

* კინოლოგიური ჯგუფის მიერ ნარკოტიკების აღმოჩენის ოპერაციებთან დაკავშირებით სწავლებისა და ტექნიკური დახმარების განსახორციელებლად, ერთი წლის განმავლობაში აშშ-ის კომპეტენტური ექსპერტისათვის დაფინანსების უზრუნველყოფა.

* პროექტის ბიუჯეტის ფარგლებში აუცილებელი მოწყობილობებისა და მომსახურებების უზრუნველყოფა ნარკოტიკების აღმომჩენი კინოლოგიური ჯგუფის ეფექტური მუშაობისათვის.

 

საქართველოს მთავრობის მიერ განსახორციელებელი ქმედებები მოიცავს:

* საოფისე ფართის უზრუნველყოფას სატელეფონო და ინტერნეტის ხაზების ჩათვლით (ავეჯისა და აპარატურის შეძენა არ არის გათვალისწინებული), სწავლების ჩატარების ადგილას აშშ-ის კომპენეტური ექსპერტისათვის.

* სათანადო ზომების მიღებას, რათა სასწავლო კურსებში მონაწილე სტუდენტები გათავისუფლებული იქნან მათი სამსახურებრივი მოვალეობებისაგან, რის შედეგადაც ისინი სრულყოფილად იქნებიან ჩართულნი სასწავლო სემინარებში.

* ოთხი ყველაზე მეტად გავრცელებული უკანონო ნარკოტიკის (ჰეროინი, კოკაინი, ჰაშიში და მარიხუანა) სატესტო ნიმუშების მიწოდებას, ასევე ნებისმიერი სხვა ნარკოტიკის (მაგ: სუბუტექსი), რომელიც გამოყენებული იქნება როგორც სასწავლო საშუალება.

* ეფექტური საკონტროლო საშუალებების შემოღებას სასწავლო საშუალებად გამოყენებული უკანონო ნარკოტიკების დაცულობის უზრუნველსაყოფად.

* აშშ-ის კომპეტენტური ექსპერტის მიერ ნარკოტიკების აღმომჩენი კინოლოგიური ჯგუფების ეფექტური მუშაობის უზრუნველსაყოფად შემუშავებული სასწავლო რეჟიმების და პროცედურების დაცვას.

* აშშ-ის მთავრობის მიერ მოწოდებული მოწყობილობის ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნებას; პროფილაქტიკური/ ტექნიკური მომსახურების გრაფიკის დოკუმენტირებას.

* ძაღლების საჭირო რაოდენობის უზრუნველყოფას ეფექტური კინოლოგიური პროგრამის შენარჩუნების მიზნით.

* ძაღლებისათვის უწყვეტი ვეტერინარული მომსახურების, კვების, დასვენებისა და ვარჯიშის უზრუნველყოფას.

* ძაღლებისათვის სათანადო სამგზავრო და სტაციონარული ვოლიერების უზრუნველყოფას.  

* ოფიცერი /ძაღლის წყვილების შენარჩუნებას ტრენინგების დასრულების შემდეგ.

 

საქმიანობის შედეგების მაჩვენებლები:

* კინოლოგიური ჯგუფებისათვის შემუშავებულია, დაბეჭდილია და გავრცელებულია სასწავლო გეგმა და სახელმძღვანელო.

* კინოლოგიური ჯგუფის მიერ ნარკოტიკების აღმოჩენის ოპერაციებისათვის შემუშავებულია და დანერგილია პროცედურები, რაც შემოწმებული და დადასტურებული იქნა აშშ-ის კომპეტენტური ექსპერტის მიერ.

* ოფიცერი-ძაღლის წყვილების 50 %-მა გაიარა ტრენინგი და მუშაობს შესამოწმებელ ობიექტებზე.

* აშშ-ის ექსპერტის მიერ მომზადებული კინოლოგების შემთხვევითი შემოწმება გამოავლენს გაზრდილ პოტენციალს ნარკოტიკების აღმოჩენის ოპერაციებთან დაკავშირებით. 

* კინოლოგიური ჯგუფები ეფექტურად აღკვეთენ საქართველოში შემომავალი უკანონო ნარკოტიკების მოძრაობას; აღკვეთის ფაქტები დოკუმენტირებული უნდა იქნას როგორც სტატისტიკური საფუძველი მომავალში საქმიანობის შედეგების შესაფასებლად.

 

III. შეფასების გეგმა

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობისა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები გამართავენ ოფიციალურ შეხვედრას სულ მცირე წელიწადში ერთხელ, რათა განიხილონ პროექტების მიზნებისა და ამოცანების შესრულების მდგომარეობა. მიღწეული პროგრესის შეფასება განხორციელდება საქმიანობის შედეგების ზემოაღწერილი მაჩვენებლების მიხედვით. აღნიშნული შეფასებისას განიხილება როგორც ხარისხობრივი, ასევე რაოდენობრივი მაჩვენებლები. ერთობლივად მომზადდება ანგარიში, რომელშიც შეჯამებული იქნება განხორციელებული შეფასების შედეგები. ამგვარი შეფასებები წარმოადგენს ორივე მთავრობის შესაბამისი პერსონალის მიერ პროგრამებსა და საქმიანობებზე განხორციელებული მუდმივი მონიტორინგის დამატებით მექანიზმს.

 

IV. ძალაში შესვლა

 

შესწორება №15ძალაში შედის ხელმოწერის დღიდან

შესრულებულია ქ. თბილისში, 2010 წლის 23 სექტემბერს ორ ასლად, ქართულ და ინგლისურ ენებზე, ორივე ტექსტს გააჩნია თანაბარი იურიდიული ძალა.

 

ამერიკის შეერთებული შტატებ      ის  მთვარობის               საქართველოს მთავრობის            სახელით:                                                                                          სახელით:             

                                               

   ჯონ ბასი                                                                                                     ნიკა გილაური

   აშშ-ის ელჩი                                                                                                   პრემიერ-მინისტრი

შეთანხმების წერილი ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა

და საქართველოს მთავრობას შორის

შეთანხმების წერილი /–– /შეთანხმების შესწორება /––/ შეთანხმების შესწორების    ფინანსური თავფურცელი  /–X–/

შეთანხმების წერილის ნომერი: 01-01 შეთანხმების წერილის ხელმოწერის თარიღი: 18 ივნისი,                                                                                                                                                         2001                              ცვლილების ნომერი: 15

 

ზემოთ ხსენებული მხარეები ერთობლივად თანხმდებიან რათა განახორციელონ პროექტი ქვემოთ აღნიშნული პირობების შესაბამისად და შეთანხმებაში აღნიშნული პირობების თანახმად.

      –––––                                  ––––                                        –––                    –––   

/–X–/ პროექტის აღწერილობა /–/ სტანდარტული დებულებები /–/ დანართი A/–/ დანართი B   

 

არსებული შეთანხმება ან შეთანხმების შესწორება შესაძლოა შეცვლილ იქნას მომავალში ორივე მთავრობის თანხმობის შესაბამისად: --------------------------------------------------------

 

არსებული შეთანხმებით გათვალისწინებული პროექტის დაფინანსება:                 $ 8,742,300

არსებული შეთანხმებით გათვალისწინებული პროექტის დაფინანსება INL-ის მიერ:   $ 0       

არსებული შეთანხმებით პროექტის დაფინანსების მთლიანი ოდენობა:            $ 8,742,300

 

 

თანხის ასიგნება/გამოყოფა:                                $ 8,742,300                                       19119/01022.0000 0242

ქვეპროექტებზე დაფინანსების განაწილების ბოლო ვადაა:             30 სექტემბერი, 2011

დაფინანსების არსებობის დასტური:         –––––––––––––––––––––––––                   ––––––––

                                                             აშშ საელჩოს ფინანსური ოფიცერი            თარიღი

                             

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

საქართველოს მთავრობის სახელით          ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის 

                                                                           სახელით

 

––––––––––––––––––––––––––––                                  ––––––––––––––––––––––––––––

ნიკა გილაური                                                              ჯონ ბასი

პრემიერ-მინისტრი                                                       ელჩი

თარიღი: ––––––––––––––––––––––––––––                       თარიღი:––––––––––––––––––––––––––

 


დაფინანსების განაწილება პროექტების მიხედვით

პროექტების დაფინანსების განაწილება ამერიკის შეერთებული

შტატებისა და საქართველოს მთავრობებს შორის შეთანხმების მე-15 შესწორების შესაბამისად

 

თანხები, რომელიც გადმორიცხულია აშშ-ს საელჩოში

 

ასიგნება:1911901022.0000                                                                      ჩარიცხვის ნომერი: 0242

პროექტის ნომერი

 

პროექტის დასახელება

მთლიანი თანხის

ოდენობა

IN13GG02

იურიდიული მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში

 

$2,192,300

IN13GG14

სისხლის სამართლის რეფორმის პროგრამა

 

$550,000

IN23GG15

საგანგებო შემთხვევებში გამოსაყენებელი საკომუნიკაციო სისტემა – TETRA

 

$2,000,000

IN33GG37

პრობაციისა და პირობითი მსჯავრის სისტემის განვითარება

 

$1,500,000

IN32GG38

პოლიციის ოფიცრების მომზადება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში

 

$500,000

IN35GG39

იმიტირებული საბაჟო გამშვები პუნქტის მშენებლობა

 

$1,000,000

IN35GG40

კინოლოგიური ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალებების აღმოჩენის პოტენციალის განვითარება

 

$1,000,000

 

 

 

ჯამი

ყველა პროექტის ჯამური თანხა

 

 $8,742,300

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

შეთანხმების წერილი ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა

და საქართველოს მთავრობას შორის

შეთანხმების წერილი /–– /შეთანხმების შესწორება /––/ შეთანხმების შესწორების    ფინანსური თავფურცელი  /–X–/

შეთანხმების წერილის ნომერი: 01-01 შეთანხმების წერილის ხელმოწერის თარიღი: 18 ივნისი,                                                                                                                                                         2001                              ცვლილების ნომერი: 16

 

ზემოთ ხსენებული მხარეები ერთობლივად თანხმდებიან რათა განახორციელონ პროექტი ქვემოთ აღნიშნული პირობების შესაბამისად და შეთანხმებაში აღნიშნული პირობების თანახმად.

      –––––                                  ––––                                        –––                    –––   

/–X–/ პროექტის აღწერილობა /–/ სტანდარტული დებულებები /–/ დანართი A/–/ დანართი B   

 

არსებული შეთანხმება ან შეთანხმების შესწორება შესაძლოა შეცვლილ იქნას მომავალში ორივე მთავრობის თანხმობის შესაბამისად: ------------------------------------------------------

 

არსებული შეთანხმებით გათვალისწინებული პროექტის დაფინანსება:                 $ 74,036

არსებული შეთანხმებით გათვალისწინებული პროექტის დაფინანსება INL-ის მიერ: $ 0        

არსებული შეთანხმებით პროექტის დაფინანსების მთლიანი ოდენობა:            $ 74,036

 

 

თანხის ასიგნება/გამოყოფა:                                     $ 74,036                       1911901022.0000 0242

ქვეპროექტებზე დაფინანსების განაწილების ბოლო ვადაა:            30 სექტემბერი, 2011

დაფინანსების არსებობის დასტური:         –––––––––––––––––––––––––                 ––––––––

                                                                 აშშ საელჩოს ფინანსური ოფიცერი          თარიღი

                             

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

საქართველოს მთავრობის სახელით           ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის 

                                                                        სახელით

 

––––––––––––––––––––––––––––                                 ––––––––––––––––––––––––––––

ნიკა გილაური                                                              ჯონ ბასი

პრემიერ-მინისტრი                                                      ელჩი

თარიღი: ––––––––––––––––––––––––––––                      თარიღი:––––––––––––––––––––––––––

 

 

 

 

 

                                                                         

დაფინანსების განაწილება პროექტების მიხედვით

პროექტების დაფინანსების განაწილება ამერიკის შეერთებული

შტატებისა და საქართველოს მთავრობებს შორის შეთანხმების მე-16 შესწორების შესაბამისად

 

თანხები, რომელიც გადმორიცხულია აშშ-ს საელჩოში

 

ასიგნება:1911901022.0000                                                                   ჩარიცხვის ნომერი: 0242

პროექტის ნომერი

 

პროექტის დასახელება

მთლიანი თანხის

ოდენობა

 

 

 

 

IN13GG37

პრობაციისა და პირობითი მსჯავრის სისტემის განვითარება

 

$74,036

 

 

 

 

 

 

 

ჯამი

ყველა პროექტის ჯამური თანხა

 

$74,036