„შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემის დანერგვისა და განვითარების კონცეფციისა და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 დეკემბრის №733 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№331
სარეგისტრაციო კოდი
270220000.10.003.020040
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/07/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №331

2017 წლის 7 ივლისი

ქ. თბილისი

 

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემის დანერგვისა და განვითარების კონცეფციისა და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 დეკემბრის №733 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/12/2014, 270220000.10.003.018352) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. დადგენილების პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დაევალოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემის დანერგვისა და განვითარების კონცეფციის განხორციელების პროცესის კოორდინაცია და მასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება.

3. დაევალოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ამ დადგენილების დანართ №1-ით გათვალისწინებულ სამინისტროებთან, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებსა და ორგანიზაციებთან შესაბამისი თანამშრომლობის განვითარება.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული „შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემის დანერგვისა და განვითარების კონცეფციის“ დანართი №1-ში:

ა) შესავალი ნაწილის პირველი აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  

„საქართველოს მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ქვეყანაში შრომის ბაზრის მწვავე პრობლემების გადაჭრის აუცილებლობას. 2013 წელს წარმატებით დასრულდა ევროკავშირის დელეგაციასთან საქართველოში დასაქმებისა და პროფესიული განათლებისა და გადამზადების სფეროში სექტორული რეფორმების მხარდაჭერის მიზნით საქართველოს მთავრობასა და ევროკავშირს შორის საფინანსო შეთანხმების მომზადება. შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და ევროკავშირს შორის „დასაქმების და პროფესიული განათლებისა და გადამზადების „საფინანსო შეთანხმების ხელმოწერის  თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 დეკემბრის №2181 განკარგულების საფუძველზე იქნა მოწონებული/ხელმოწერილი. შეთანხმების თანახმად, მომდევნო წლებში საქართველოში უნდა განხორციელდეს სექტორული რეფორმა დასაქმებისა და პროფესიული განათლებისა და გადამზადების მიმართულებით. რეფორმის ბიუჯეტია 27 მილიონი ევრო. უნდა აღინიშნოს, რომ შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის წარმატებით განხორციელებისათვის შრომის ბაზრის ინფორმაციისა (labour market information (LMI)) და შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემის (Labour Market Information System (LMIS)) არარსებობა ერთ-ერთ მნიშვნელოვან ბარიერს წარმოადგენს. შესაბამისად, შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემის კონცეფცია და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმა ევროკავშირის მიერ დასაქმებისა და პროფესიული განათლებისა და გადამზადების ზემოხსენებული პროგრამის დაფინანსების წინაპირობად იქნა მიჩნეული. შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემის განვითარების პროცესში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ძირითადი პარტნიორები არიან საქსტატი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და მათდამი დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები. ასევე კვლევითი ინსტიტუტები, საერთაშორისო ორგანიზაციები და სოციალური პარტნიორები, რომლებიც შრომის ბაზრისა და დასაქმების პოლიტიკის კუთხით მუშაობენ საქართველოში.“;

ბ) შესავალი ნაწილის მეორე აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„აღნიშნული სისტემის განუვითარებლობის პირობებში საქართველოს მთავრობა მოკლებულია შესაძლებლობას, სწორად დაგეგმოს და განახორციელოს სახელმწიფო პოლიტიკა: [1] საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს არ აქვს შესაძლებლობა, სრულყოფილი შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის გატარებით ხელი შეუწყოს ფრიქციული (უმუშევრობის არსებული დონის) და სტრუქტურული უმუშევრობის შემცირებასა და შრომის ბაზარზე არსებული სამუშაო ძალის მოთხოვნა-მიწოდებას შორის დისბალანსის აღმოფხვრას. ასევე, ერთი მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებასა და მათ წევრ სახელმწიფოებსა და, მეორე მხრივ, საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით აღებული ვალდებულებების ფარგლებში უნდა განვავითაროთ და განვახორციელოთ პოლიტიკა, რომელიც მიმართული იქნება დასაქმების, შრომითი მიგრაციისა და ზოგადად სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სფეროში. [2] საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მოკლებულია შესაძლებლობას, დაგეგმოს და განახორციელოს პროფესიული სასწავლო პროგრამები, განსაზღვროს მათი დაფინანსების პრიორიტეტები. ადამიანური რესურსების განვითარება კი ეკონომიკის ზრდის, ინვესტიციების მოზიდვისა და ახალი ეკონომიკური დარგების განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. [3] შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის საჭიროა შრომის  ბაზრის მოსალოდნელი ტენდენციების შესახებ ინფორმაციის ფლობა. შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემის მონაცემები ასევე მნიშვნელოვანია [4] დამსაქმებლებისათვის, სხვადასხვა [5] კვლევითი ინსტიტუტებისა და [6] საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის (მათ შორის, დონორი ორგანიზაციებისათვის), [7] სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიისათვის, რადგან აღნიშნული სისტემა იძლევა წარმოდგენას იმ დანაკლისების შესახებ, რომლებიც განაპირობებენ ქვეყანაში უმუშევრობისა და შრომითი ემიგრაციის  მაღალ  დონეს, რაც, თავის მხრივ, იწვევს სამუშაო ძალის აქტიური ნაწილის რაოდენობის შემცირებას და სოციალურ დახმარებებზე დამოკიდებულებას. ეს ყოველივე კი უარყოფითად აისახება ქვეყნის სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ განვითარებაზე.“;

გ) მე-3 პუნქტში – „გამოწვევები“ მე-6 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. არასრულყოფილი ინფორმაცია ქვეყნის სამუშაო ძალის რაოდენობისა და სტრუქტურის, პროფესიული და ტერიტორიული მობილობის, შრომითი ემიგრაციისა და იმიგრაციის შესახებ.“;

დ) მე-3 პუნქტში – „გამოწვევები“ მე-8 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ქვეყანაში არსებული სამუშაო ძალის უნარების შეუსაბამობა შრომის ბაზრის მოთხოვნებთან, რაც გამოწვეულია თავად ამ მოთხოვნების შესახებ ინფორმაციის სიმწირით და/ან არარელევანტურობით.“;

ე) მე-3 პუნქტში  ბოლო  აბზაცი  ჩამოყალიბდეს  შემდეგი  რედაქციით:

„მთავრობის პრიორიტეტი – „ადამიანური კაპიტალის კონკურენტუნარიანობის ზრდისა და შრომის ბაზრის მოთხოვნა-მიწოდების შესაბამისობის უზრუნველყოფის ხელშეწყობა.“;

ვ) მე-4 პუნქტი – „მიზანი“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. შეიქმნას და განვითარდეს შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემა, მიზანი, რომელიც ორიენტირებულია შრომის ბაზრის მონიტორინგზე, განხორციელებული პროგრამების შედეგების შეფასებასა და შრომის ბაზრის შესახებ სხვადასხვა მონაწილე მხარისა თუ მომხმარებლისათვის ინფორმაციის მიწოდებაზე.“;

ზ) მე-5 პუნქტში – „ამოცანები“ მე-6 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„6. შრომის ბაზრის კომპონენტთა (მოთხოვნის, მიწოდების, სამუშაო ძალის ფასისა და სამუშაო ძალაზე დანახარჯებისა და ა.შ.) კვლევების ინსტიტუციონალიზაცია.“;

თ) მე-6 პუნქტში – „შედეგები“ შედეგი 1-ის ინდიკატორი 1.1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.1. განსაზღვრულია შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემის მოდელი და ინსტიტუციური მოწყობა. სისტემა არის მრავალკომპონენტიანი, შექმნილია ინფორმაციის შეკრებაზე, დამუშავებაზე, ანალიზსა და შედეგების გავრცელებაზე პასუხისმგებელი ცენტრალური ერთეული – სისტემის ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი უწყების შემადგენლობაში.“;

ი) მე-6 პუნქტში – „შედეგები“ შედეგი 4-ის ინდიკატორი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ინდიკატორი: განსაზღვრულია შრომის ბაზრის მონიტორინგისათვის მნიშვნელოვანი ცვლადები და კომპონენტთა კვლევების ინსტიტუციონალიზაციაზე პასუხისმგებელი უწყებები.“;

კ) მე-6 პუნქტში  –  „შედეგები“ შედეგი 5-ის „განხორციელების გზების“ 5.3 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5.3. შრომის ბაზრის ანალიზის შედეგების გამოყენებისათვის უნდა მოხდეს სისტემის მომხმარებლების ცნობიერების ამაღლება.“.

3. შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემის განვითარების 2015-2018 წლების სამოქმედო გეგმაში დანართ 1.1-ში:

ა) მე-3 პუნქტის – „შრომის ბაზრის არსებული მონაცემების მოგროვება და ანალიზი, დანაკლისების იდენტიფიცირება და მათი აღმოფხვრის გზები“ 3.4 ქვეპუნქტის:

ა.ა) ქვეაქტივობა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი საინფორმაციო ნაკადების იდენტიფიცირება“;

ა.ბ) პასუხისმგებელ ორგანიზაციად განისაზღვროს:

„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო“;

ა.გ) მოსალოდნელი შედეგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გამდიდრებულია სისტემის საინფორმაციო ბაზა და აღმოფხვრილია ინფორმაციული დანაკლისები“;

ა.დ) შედეგის დადგომის ინდიკატორი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კატეგორიებისა და ქვეკატეგორიებისათვის განსაზღვრული ცვლადები“;

ბ) მე-3 პუნქტის – „შრომის ბაზრის არსებული მონაცემების მოგროვება და ანალიზი, დანაკლისების იდენტიფიცირება და მათი აღმოფხვრის გზების“ 3.5 ქვეპუნქტის:

ბ.ა) ქვეაქტივობა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საჭიროებიდან გამომდინარე, დამატებითი კვლევების ჩატარება“;

ბ.ბ) პასუხისმგებელ ორგანიზაციად განისაზღვროს:

„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო;

ბ.გ) მოსალოდნელი შედეგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„შევსებულია ინფორმაციული დანაკლისი და იდენტიფიცირებულია საკითხის ირგვლივ არსებული გამოწვევები“;

ბ.დ) შედეგის დადგომის ინდიკატორი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მოპოვებული თვისებრივი და რაოდენობრივი ინფორმაცია, იდენტიფიცირებული პრობლემები და მომზადებული რეკომენდაციები“;

გ) მე-4 პუნქტის „შრომის ბაზრის კომპონენტთა კვლევების ინსტიტუციონალიზაცია“ 4.3 ქვეპუნქტის:

გ.ა) ქვეაქტივობა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„შრომის ბაზრის მოთხოვნის კვლევის ინსტიტუციონალიზაცია“;

გ.ბ)  პასუხისმგებელ ორგანიზაციად განისაზღვროს:

„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო“;

გ.გ) მოსალოდნელი შედეგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მომზადებულია კვლევის მეთოდოლოგიური ჩარჩო, ინსტრუმენტები და შესწავლილია დამსაქმებლების მოთხოვნა ადამიანურ კაპიტალთან დაკავშირებით“;

გ.დ) შედეგის დადგომის ინდიკატორი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„განხორციელებული კვლევა მეთოდოლოგიური ჩარჩოს მიხედვით“;

დ) მე-5 პუნქტის „შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემის მონაცემთა ანალიზის შედეგების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა“ 5.1 ქვეპუნქტის:

დ.ა) ქვეაქტივობა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სისტემის მომხმარებლებისათვის ანგარიშის მომზადება“;

დ.ბ)  პასუხისმგებელ ორგანიზაციად განისაზღვროს:

„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო“;

დ.გ) მოსალოდნელი შედეგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მარტივ, პოპულარულ ენაზე ახსნილი და დროულად მომზადებულია სისტემის ცვლადების ანგარიში“;

დ.დ) შედეგის დადგომის ინდიკატორი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემაში განთავსებული ყოველწლიური ანგარიში“;

ე) მე-5 პუნქტის „შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემის მონაცემთა ანალიზის შედეგების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა“ 5.2 ქვეპუნქტის:

ე.ა) ქვეაქტივობა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სისტემაზე საინფორმაციო აქტივობების ორგანიზება“;

ე.ბ)  პასუხისმგებელ ორგანიზაციად განისაზღვროს:

„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო“;

ე.გ) მოსალოდნელი შედეგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გაზრდილია საზოგადოების ცნობიერება, მოლოდინი და ნდობა სისტემის მიმართ“;

ე.დ)  შედეგის დადგომის ინდიკატორი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მომზადებული მასალები, განხორციელებული ღონისძიებები და შეხვედრები“;

ვ) მე-5 პუნქტის „შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემის მონაცემთა ანალიზის შედეგების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა“ 5.3 ქვეპუნქტის:

ვ.ა) ქვეაქტივობა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„შრომის ბაზრის  საინფორმაციო სისტემის მოხმარებასა და ინფორმაციის გამოყენებაზე მიზნობრივ აუდიტორიასთან შეხვედრების ორგანიზება“;

ვ.ბ) პასუხისმგებელ ორგანიზაციად განისაზღვროს:

„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საკოორდინაციო ჯგუფი“;

ვ.გ) მოსალოდნელი შედეგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მომხმარებლები ფლობენ შრომის ბაზრის საინფორმაციო სიტემის შესაძლებლობებს და აქტიურად იყენებენ სისტემაში განთავსებულ ინფორმაციას“;

ვ.დ) შედეგის დადგომის ინდიკატორი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჩატარებული შეხვედრები“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი