ოქმი საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის კანონიერების განმტკიცების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№-
სარეგისტრაციო კოდი
480010000.02.002.000491
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , -, 13/04/2004
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

„საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის კანონიერების განმტკიცების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“

ოქმი

I. ზოგადი ნაწილი

საქართველოს მთავრობა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა, შემდგომში მხარეებად წოდებულნი, ერთობლივად იღებენ გადაწყვეტილებას საქართველოსა და აშშ–ის მთავრობებს შორის 2001 წ. 18 ივნისს ხელმოწერილი შეთანხმების ოქმის შეცვლისა და მასში შესწორებების შეტანაზე, კერძოდ:

აშშ–ის მთავრობა უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობას დამატებითი, 2,475,000 აშშ დოლარის მოცულობის დახმარებით, რომელიც მოიცავს ტექნიკურ დახმარებას ადა სწავლების პროგრამას, აშშ–ის მთავრობის უწყებების მეშვეობით, ასევე ტექნიკის შესყიდვას აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის მეშვეობით. წინამდებარე შესწორების შესაბამისად, აშშ–ის მთავრობის მიერ გამოყოფილი თანხის მოცულობა განსაზღვრულია სათაო ფურცელზე და შეადგენს 1,865,730 აშშ დოლარს. წინამდებარე ოქმით გათვალისწინებული პროექტების შემდგომი დაფინანსება დამოკიდებულია კონკრესის მიერ შესაბამისი თანხების გამოყოფის მხარდაჭერაზე და სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მიერ ამ თანხების დამტკიცებზე ნარკოტიკებთან დაკავშირებული საკითხებისა და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს პროგრამებისათვის.

გამოყოფილი დამატებითი სახსრები მოხმარდება იურიდიულ საკითხებში მუდმივი მრჩევლის; სასამართლო ექსპერტიზის ლაბორატორიის განვითარებისა; და პოლიციის აკადემიის განვითარების პროექტების მხარდაჭერას.

პროექტების სრული აღწერილობა და მიზნები მოცემულია II ნაწილში. 2001 წ. 18 ივნისის შეთნხმების ოქმის ყველა სხვა ვალდებულებები, ვადები და პირობები სრულად რჩება ძალაში.

II. პროექტის აღწერილობა, მიზნები და შესრულებული სამუშაოს შეფასება

(1) იურიდუულ საკითხებში მუდმივი მრჩევლის პროექტი 1,225,000 აშშ დოლარი

პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს მთავრობისათვის დახმარების აღმოჩენას სისხლის სამართლებრივი კანონმდებლობისა და სამართალდამცავი ორგანოების მუშაობის ეფექტურობის დასახვესად ისეთი რეფორმების განხორციელების გზით, რომლებიც შეესაბამება საქართველოს მთავრობის მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებსა და ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო აღიარებულ ნორმებს. ამ ამოცანის განხორციელების უზრუნველსაყოფად, მხარეები ყოველწლიურად გაირბენ სათანადო რესურსებს, მათი საკანონდმებლო პროცედურების ფარგლებში, რათა მხარი დაუჭირონ ამ პროექტს.

აშშ–ის მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებათა ჩამონათვალში შედის:

ა) საქართველოს მთავრობისთვის დამხარების აღმოჩენა სისხლის სამართლის საკითხებში რამდენიმე ძირითადი მიმართულებით, რომლებშიც იგულისხმება სისხლის სამართლებრივი კანონმდებლობისა და სამართალდამცავი სისტემის რეფორმა, კორუფციასთან, ფულის გათეთრებასთან, ტრეფიკინგთან ბრძოლა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის დახვეწა;

ბ) საქართველოს მთავრობისთვის ტექნიკური და მატერიალური დახმარების უზრუნველყოფა სისხლის სამართლის ახალი საპროცესო კოდექსის შემუშავების პროცესში;

გ) აღნიშნული კოდექსის პარლამენტის მიერ დამტკიცებისთანავე, სამართალდამცავი სტრუქტურების თანამშრომლობისა და იურიდიული წრეებისათვის სრულყოფილი სასწავლო პროგრამის შეთავაზება ახალი კოდექსის სწორად და ეფექტურად გამოყენების მიზნით;

დ) პარლამენტის, სასამართლო სისტემისა და პროკურატურისთვის ტექნიკური დახმარების აღმოჩენა, უშიშროებისა და სამართალდამცავი სისტემის ორგანოების ინსტიტუციური რეფორმის წინადადებების შემმუშავებელი ეროვნული უშიშროების საბჭოსთან არსებული დროებითი საუწყებათაშორისო კომისიის (შემდგომში რეფორმების კომისია) მიერ შემუშავებული საქართველოს პროკურატურის რეფორმის კონცეფციისა და ევროსაბჭოს მიერ პროკურატურის როლის შესახებ 2000(19) გაკეთებული რეკომენდაციების სრულად შესრულების მიზნით.

ე) საქართველოს მთავრობისთვის ტექნიკური და მატერიალური დახმარების გაწევა თანამედროვე, პრაქტიკული, უწყვეტი იურიდიული განათლების უზრუნველყოფის საქმეში, მის სასწავლო ცენტრში სამუშაოდან მოუწყვეტლად სწავლების ორგანიზებაში, რაც მოიცავს სამსახურეობრივი ეთიკის სწავლებასა და გენერალური ინსპექციისა და პროფესიონალური პასუხისმგებლობის სამსახურის შექმნას;

ვ) ტექნიკური ექსპერტიზის უზრუნველყოფა ფულადი გათეთრების წინააღმდეგ მიმართული ისეთი კანონის შემუშავებასა და მიღების საქმეში, რომელიც შესაბამისობაში იქნება ევროსაბჭოსა და ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის (FATF)–ის მოთხოვნებთან;

ზ) ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის ახალი კანონმდებლობის შესახებ სწავლების ორგანიზება, რათა ხელი შეუწყოს საქართველოს მთავრობის მიერ ფულის გათეთრებასთან დაკავშირებულ დანაშაულთა სათანადოდ შეფასებას, გამოძიებასა და სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელებას;

თ) ტექნიკური დახმარების გაწევა გაეროს ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის კონვენციისა და ამ კონვენციის ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის ოქმის რატიფიკაციისათვის საჭიროს კანონმდებლობის შემუშავების პროცესში;

ი) სწავლების ორგანიზება საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურის ოფიციალური პირებისათვის ტრეფიკინგის ფაქტების შეფასების, გამოძიებისა და სისხლის სამართლებრივი დევნის გაუმჯობესების მიზნით;

საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ ღონისძიებათა ჩამონათვალში შედის:

ა) აშშ–ის მთავრობის მიერ მოვლენილ ინსტრუქტორთა და ტექნიკურ მრჩეველთა წარდგენა საქართველოს სამართალდამცავი და ძალოვანი სტრუქტურების შესაბამის წარმომადგენლებთან, რომელთა მონაწილეობა აუცილებელია პროექტის განხორციელებისათვის;

ბ) სწავლებისათვის საჭირო ადგილის, საოფისე ფართისა და ორგანიზაციული მხარდაჭერის უზრუნველყოფა საქართველოს მთავრობის ოფიციალური პირებისთვის, ასევე სრულყოფილი თანამშრომლობა საქართველოს მთავრობის სესაბამისი უწყებებისა და პირების მხრიდან, რაც აუცილებელია პროგრამის წარმართვისთვის;

გ) პროექტით გათვალისწინებული საქმიანობის წარმართვისთვის საჭირო დამხმარე დოკუმენტაციით, მასალებითა და კანონპროექტებით უზრუნველყოფა.

შესრულებული სამუშაოს შეფასება

შესრულებული სამუშაო შეფასდება იმის მიხედვით თუ: რამდენად გადაიდგა წინ ნაბიჯი საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანილი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის განახლებული კანონპროექტის შემუშავებისა და პარლამენტიში წარდგენის საკითხებში; რა პროგრესია მიღწეული საქართველოსა სამართლდამცხავი და ძალოვანი სტრუქტურების მუშაკთა მიერ ამ ახალი კოდექსის სწორად და ეფექტურად აღსრულების საქმეში სისხლის სამართლის საქმეების გამოძეიბისას, ბრალდების წაყენებისას, დაცვის პროცესსა და განაჩენის გამოტანისას; რა პროგრესი შეინიშნება პროკურორობის კანდიდატის შერჩევისას მისი პიროვნული თვისებებისა და შესაფერისობის პროცედურით შერჩევის მხრივ, რომელიც მოიცავს ფინანსური მდგომარეობის დეკლარირების უფრო ფართო და სავალდებულო წესებს, ასევე – სანქციებს დეკლარაციის მოთხოვნათა შეუსრულებლობისა და ცრუ ინფორმაციის მიწოდებისათვის; როგორია პროგრესი პროკურატურაში სამუშაოს პარალელურად, უწყვეტი იურიდიული საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავების საქმეში; რამდენად გაფართოვდა პროკურატურის შესახებ ახალი, რეფორმირებული კანონის გამოყენების პრაქტიკა, რომელიც შეესაბამება რეფორმების კომისიისა და ევროსაბჭოს მოთხოვნებს; რამდენად აქტიურდ და ეფექტურად მიმდინარეობს პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის სამსახურის მიერ საქმის დამუშავება (გამოძიებისა და ბრალდების წაყენების ჩათვლით); როგორი პროგრესია მიღწეული პორკურატურის მიერ, ინტერესთა კონფლიქტის აღმოფხვრისაკენ მიმართული შიდა წესების შემუსავებისა და ამოქმედების საქმეში, პროფესიონალური პასუხისმგებლობის სამსახურის დაარსებისა და სრული ამოქმედების ჩათვლით; რა გაკეთდა ფულის გათეთრებასთან ბრძოლის, FATF–ისა და ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისი, კანონმდებლობის მიღებისა და ამოქმედების კუთხით; როგორია პროგრესი გაეროს ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ კონვენციისა და ამავე ორგანიზაციის ტრეფიკინგთან ბრძოლის ოქმის რატიფიკაციისა და ქვეყნის შიგნით გამოყენების საქმეში; რა წინსვლა შეიმჩნევა პროკურატურაში ფულის გათეთრებისა და ტრეფიკინგის წინააღმდეგ მებრძოლი სრულყოფილი ფუნქციებით აღჭურვილი სამსახურების ჩამოყალიბების საკითხში.

წინამდებარ ინციატივა წარმოადგენს მრავალწლიან პროექტს და მისი ხანგრძლივობა დამოკიდებული იქნება პროგრამის მიზნების რეალიზებისაკნე დამაკმაყოფილებელ პროგრესსა და მომავალში შესაბამისი სახსების მობილიზების შესაძლებლობაზე.

(2) კრიმინალისტური ლაბორატორიის განვითარების პროექტი 7500,000 აშშ დოლარი

ეს პროექტი კვლავაც მიმართული იქნება საქართველოში თანამედროვე სასამართლო ექსპერტიზის ლაბორატორიის განვითარებისაკენ.

აშშ–ის მთავრობის მიერ განხორციელებულ ღონისძიებათა ჩამონათვალში შედის:

ა) სწავლისა და ტექნიკური დახმარების, ასევე მატერიალური თანადგომის უზრუნველყოფა საქართველოს სასამართლო ექსპერტიზის ლაბორატორიისადმი, ასეთი დაწესებულების მართვისათვის აუცილებელი სისტემების განვითარების საქმეში, რათა ლაბორატორიას ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის სისტემას მიაწოდოს უტყუარი ლაბორატორიული დასკვნები. სასამართლო ექსპერტიზის ლაბორატორიის მართვის სისტემები მოიცავს: ისეთი ორგანიზაციული სტრუქტურის შექმნას, რომელიც ოპტიმიზაციას გაუკეთებს სამუშოს შესრულებას; ლაბორატორიის შენობის გაუმჯობესების გეგმას, რომელიც ეფუძნება კრიმინალისტური ლაბორატორიების დაგეგმარების, დიზაინისა და მშენებლობის მიღებულ პრინციპებს; ასევე, ადმინისტრაციული წესების, პროცედურებისა და ხარისხის დაცვის პროგრამების შემუშავებას.

ბ) სწავლებისა და ტექნიკური დახმარების უზრუნველყოფა საქართველოს სასამართლო ექსპერტიზის ლაბორატორიისადმი კონკრეტული კრიმინალისტური დისციპლინების განვითარების მიზნით შემდეგ ნაწილებში: დანაშაულის ადგილის დამუშავება და ანალიზი; სასამართლო სამედიცინო ქიმია აქ შედის ნარკოტიკების ანალიზი, ასაფეთქებელ ნივეთიერებათ ანალიზი, ტოქსიკოლოგია, სამხილი მასალების შემოწმება, სითხისა და საგნების ქიმიური შემოწმება; სასამარეთლო სამედიცინო ბიოლოგია: აქ შედის დნმ–ის ანალიზი, სასამართლო სამედიცინო პათოლოგია, ბოტანიკური შემოწმება, ბოჭკოვანი შემოწმება, სამედიცინო–იურიდიული და სექსუალური ძალადობის შემოწმებები; შედარებითი ანალიზი, რომელიც მოიცავს დაქტილოსკოპიას–თითის ანაბეშდის იდენტიფიკაციასა და ანალიზს, ცეცხლსასროლი იარაღის შემოწმება, ტრასოლოგიური კვლევის ჩატარება;

გ) ტექნიკური დახმარების გაწევა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის არატრადიციულ სფეროებში;

დ) ზოგადსაგანმანათლებლო სემინარების მოწყობა, რომლებიც აჩვენებს, თუ რა სარგებლის მოტანა შეუძლია სასამართლო ექსპერტიზის ლაბორატორიის დასკვნას სისხლის სამართლის სისტემისთვის.

საქართველოს მთავრობის მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა ჩამონათვალში შედის:

ა) აშშ–ის მთავრობის მიერ მოვლენილ ინსტრუქტორთა და ტექნიკურ მრჩეველთა წარდგენა საქართველოს სამართალდამცავი და ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებთან, საქართველოს სასამართლო ექსპერტიზის ლაბორატორიის წარმომადგენლების ჩათვლით, რათა განხორციელდეს პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები;

ბ) სწავლებისათვის საჭირო ადგილის, საოფისე ფართისა და ორგანიზაციული მხარდაჭერის უზრუნველყოფა საქართველოს მთავრობის ოფიციალური პირებისთვის, ასევე სრულყოფილ თანამშრომლობას საქართველოს მთავრობის შესაბამისი უწყებებისა და პირების მხრიდან, რაც აუცილებელია პროგრამის წარმართვისთვის;

გ) დამხმარე დოკუმენტაციის, სამუშაო საქმეებისა და მტკიცებულებათა უზრუნველყოფა, რაც საჭიროა პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების ჩასატარებლად;

დ) წესებისა და პროცედურების შემუშავება თითის ანაბეჭდების საინფორმაციო ბანკის შესაქმნელად;

ე) სარემონტო სამუშაოების ჩატარება სასამართლო ექსპერტიზის ლაბორატორიის შენობაში; სხვა ადგილის გამოყოფა სპეციალური დანიშნულების კონტინგენტისთვის, რომელსაც ლაბორატორიის შენობის ნაწილი უკავია; კრიმინალისტური ლაბორატორიის შენობის დასუფთავება და არამდგრადი კედლების აღება; ლაბორატორიის შენობის დიზაინის გეგმის შემუშავება;

ვ) ლაბორატორიის შიდა სტრუქტურისა და წესების შემუშავებაზე მუშაობის გაგრძელება.

შესრულებული სამუშაოს შეფასება

შესრულებული სამუშაოს შეფასება მოხდება იმის მიხედვით, თუ: რამდენადაა გათვალისწინებული და გამოყენებული საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული ანალიტიკური მეთოდები ნივთმტკიცებათა შემოწმების პროცესში; რამდენად თვალსაჩინოა, კონკრეტული საქმის მიხედვით, რომ სწავლების შედეგად მიღებული ცოდნა გამოყენებას პოულობს პრაქტიკაში, და რომ სისხლის სამართლის დევნის ხანგრძლივი პროცესი ეფუძნება სასამართლო ექსპერტიზის სფეროში ახლადშეძენილ ცოდნას; რა სტადიაშია ლაბორატორიის შენობის სარემონტო სამუშაოები; რა ეტაპზეა საქართველოს სასამართლო ექსპერტიზის ლაბორატორიის ორგანიზაციული სტრუქტურის, შენობის გაუმჯობესების გეგმა, ადმინისტრაციული წესების, პროცედურებისა და ხარისხის დაცვის პროგრამის შემუშავების საქმე.

წინამდებარე ინციატივა წარმოადგენს მრავალწლიან პროექტს. მისი დაფინანსება მიმდინარე ფისკალური წლის შემდეგ დამოკიდებული იქნება პროგრამის მიზნების რეალიზების გზაზე დამაკმაყოფილებელ პროგრესსა და მომავალში შესაბამისი სახსრების მობილიზების შესაძლებლობაზე.

(3) პოლიციის აკადემიის განვითარების პროექტი 500,000 აშშ დოლარი.

პროექტი ითვალისწინებს საქართველოს პოლიციის შესაძლებლობებსის გაუმჯობესებას, კანონის დაცვის პროცესის უფრო ეფექტურად და ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ნორმების დაცვით განხორციელების მიზნით. პროექტი მიმართულია იმისკენ, რომ თანამედროვე საფეხურზე აიყვანოს სამართალდამცავი ორგანოების სასწავლო აკადემიები, ადამიანის უფლებათა დაცვის ნორმებზე დაყრდნობით შემუშავებულილ ახალი პროგრამებისა და სწავლების მეთოდების გამოყენებით.

აშშ–ის მთავრობის მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა ჩამონათვალში შედის:

ა) სწავლებისა და ტექნიკური კონსულტაციების უზრუნველყოფა სასწავლო პროგრამების შემუშავების საკითხებზე, არსებული საჭიროებების პროფესიონალური შეფასების საფუძველზე;

ბ) კომპიუტერული კლასისათვის კომპიუტერებისა და დამხმარე აღჭურვილობის უზრუნველყოფა, სავარჯიშო დარბაზის ფიზიკური ვარჯიშისთვის საჭირო ხელსაწყოებით უზრუნველყოფა, საკლასო ოთახების აუდიო–ვიდეო ტექნიკით აღჭურვა; ოთახების მცირე რემონტისთვის სახსრების გაღება; სათანადო, სპეციალიზირებული მომზადება, ხელსაწყოების გამოყენებისა და მოვლის საკითხებზე.

საქართელოს მთავრობის მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა ჩამონათვალში შედის:

ა) ინსტრუქტორებისა და ტექნიკური კონსულტანტებისათვის სასწავლო აკადემიებში ვიზიტებისა და აკადემიის დეკანატთან ურთიერთობის ხელმისაწვდომობოს უზრუნველყოფა;

ბ) ტრეინინგის მონაწილეების ისე შერჩევა, რომ მომავალში ტრეინინგის მონაწილეები დაინიშნებიან იმ თანამდებობებზე, რომლებზედაც ორიენტირებულია სწავლება;

გ) დასახელებულ მონაწილეთა სრულფასოვანი დასრების უზრუნველყოფა სასწავლო სესიებზე.

შესრულებული სამუშაოს შეფასება

შესრულებული სამუშაო შეფასდება იმის მიხედვით თუ: რა სტადიაზე იმყოფება აღჭურვილობის განახლების პროცესი; როგორაა გამოყენებული ახალი, მოდერნიზებული სასწავლო პროგრამები აკადემიის სასწავლო პროცესში; ხდება თუ არა აკადემიის პროფესორ–მასწავლებელთა მომზადება ახალი სასწავლო გეგმით სწავლების წარმართვისათვის; როგორ ხდება ახლადშეძენილი ცოდნის გამოყენება სამართალდამცავი სტრუქტურების პერსონალის მიერ საველე პირობებში.

წინადმებარე ინციატივა წარმოადგენს მრავალწლიან პროექტს და მისი ხანგრძლივობა დამოკიდებული იქნება პროგრამის მიზნების რეალიზაებისკენ დამაკმაყოფილებელ პროგრესსა და მომავალში შესაბამისი სახსრების მობილიზების შესაძლებლობაზე. აკადემიის შენობის განახლების და აღჭურვის ძირითადი სამუშაო დასრულდება პირველ წელს. პროგრამებისა და სასწავლო მასალის შემუშვება, სპეციალიზირებულ სწავლებასთან ერთად, გაგრძელდება სამი წლის განმავლობაში.

III. შეფასების გეგმა

საქართველოს მთავრობისა დ ააშშ–ის მთავრობის წარმომადგენლები შეიკრიბებიან, სამ თვეში ერთხელ მაინც, რათა შეაფასონ პროექტიების მიზნების შესრულების კუთხით გაწეული მუშაობა. შეფასება მოხდება ზემოაღწერილი კრიტერიუმების შესაბამისად. ამგვარი შეფასების პროცესში გასათვალისწინებელი ინფორმაცია მოიცავს ხარისხობრივსა და რაოდენობრივ მონაცემებს, როგორიცაა დაპატიმრებების, პასუხისგებაში მიცემისა და კონტრაბანდული საქონლის ჩამორთმევის ოფიციალური ნისხა. მომზადება ანგარიში, რომელიც შეაჯამებს ამ შეფასებათა შედეგებს. შეფასებების პარალელურად მიმდინარეობს ამ პროგრამებისა და მათთან დაკავშირებული საქმიანობის უწყვეტი მონიტორინგი, რომელსაც ახორციელებენ ორივე მთავრობის შესაბამისი წარმომადგენლები.

წინამდებარე ოქმი ძალაში შედის მხარეთა უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ მისი ხელმოწერის მომენტიდან. თითოეულ მხარეს შეუძლია შეწყვიტოს წინამდებარე ოქმის მოქმედება, თუ იგი 3 თვით ადრე მიაწვდის მეორე მხრეს წერილობით შეტყობინებას ასეთი გადაწყვეტილების მიღების შესახებ.

შესრულებულია ქ. თბილისში, 2004 წლის 23 მარტს, ორ პირად, ინგლისურ და ქართულ ენებზე. ორივე ტექსტს აქვს თანაბარი იურიდიული ძალა.

საქართველოს მთავრობის სახელით - ზურაბ ჟვანია, პრემიერ–მინისტრი

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის სახელით - რიჩარდ მაილსი, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში