ოქმი - საქართველოს მთავრობასა და დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობას შორის ლონდონში ხელმოწერილი 2004 წლის 13 ივლისის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
სარეგისტრაციო კოდი
480610000.03.030.016019
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 020211, 02/02/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ოქმი

საქართველოს მთავრობასა და დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობას შორის ლონდონში ხელმოწერილი 2004 წლის 13 ივლისის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

 

საქართველოს მთავრობასა და დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობას, სურთ რა გააფორმონ ოქმი საქართველოს მთავრობასა და დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობას შორის ლონდონში ხელმოწერილი 2004 წლის 13 ივლისის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ შეთანხმებაში (შემდგომში _ „შეთანხმება“) ცვლილებების შეტანის თაობაზე შეთანხმდნენ შემდეგზე:

    მუხლი 1

შეთანხმების მე-3 მუხლის პირველ პუნქტს 1) ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი:

„m) ტერმინი „საპენსიო სქემა“ ნიშნავს ხელშემკვრელ სახელმწიფოში დაფუძნებულ ნებისმიერ გეგმას, სქემას, ფონდს, ტრასტს ან სხვა მექანიზმს, რომელიც:

(i) ჩვეულებისამებრ გათავისუფლებულია საშემოსავლო დაბეგვრისაგან იმ სახელმწიფოში; და

(ii) ძირითადად არსებობს საპენსიო სარგებლობის ადმინისტრირებისათვის ან უზრუნველყოფისათვის ან შემოსავლის გამომუშავებისათვის ერთი ან მეტი ასეთი მექანიზმისათვის.“.

    მუხლი 2

შეთანხმების მე-5 მუხლის  მე-3 პუნქტში სიტყვების „6 თვე“ ნაცვლად ჩაიწეროს სიტყვები „12 თვე“.

    მუხლი 3

შეთანხმების მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი წაიშალოს და ჩანაცვლდეს შემდეგი ტექსტით:

„2. ამასთან, ასეთი დივიდენდები შეიძლება ასევე დაიბეგროს იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს დივიდინდების გადამხდელი  კომპანია და იმ სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, მაგრამ თუ ბენეფიციალური მფლობელი არის მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი კომპანია:

a) გარდა b) ქვეპუნქტში ჩამოყალიბებული შემთხვევებისა, ასეთი დივიდენდები გადასახადისაგან გათავისუფლდებიან იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს დივიდენდების გადამხდელი კომპანია;

b) გარდა იმ  შემთხვევებისა, როდესაც დივიდენდების ბენეფიციალური მფლობელი არის საპენსიო სქემა, როდესაც დივიდენდების გადახდა ხდება მე-6 მუხლით გათვალისწინებული უძრავი ქონებიდან პირდაპირ ან არაპირდაპირ მიღებული შემოსავლებიდან საინვესტიციო მექანიზმის მიერ, რომელიც შემოსავლის ძირითად ნაწილს ანაწილებს წლიურად და რომლის შემოსავალიც ასეთი უძრავი ქონებიდან გადასახადისაგან გათავისუფლებულია იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ დარიცხული გადასახადი, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს დივიდენდების გადამხდელი  კომპანია, არ უნდა აღემატებოდეს დივიდენდების მთლიანი ოდენობის 15 პროცენტს.

ეს პუნქტი არ შეეხება კომპანიის დაბეგვრას იმ მოგებების მიმართ, საიდანაც გადაიხდება დივიდენდები.“.

    მუხლი 4

ხელშემკვრელი სახელმწიფოები დიპლომატიური არხების მეშვეობით ერთმანეთს აცნობებენ ამ ოქმის ძალაში შესვლისათვის საჭირო შიდა კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების დასრულების თაობაზე. ეს ოქმი ძალაში შევა უკანასკნელი შეტყობინების მიღების დღიდან და მისი დებულებები იმოქმედებენ:

ა) საქართველოში:

დადგენილ გადასახადებზე ამ ოქმის ძალაში შესვლის მომდევნო საგადასახადო წლიდან, რომელიც იწყება კალენდარული წლის 1 იანვარს ან მას შემდეგ.

ბ) გაერთიანებულ სამეფოში:

(i) საშემოსავლო გადასახადსა და ქონების ნამეტ ღირებულებაზე გადასახდზე ნებისმიერ შეფასების წელს, რომელიც იწყება ამ ოქმის ძალაში შესვლის წლის შემდეგი კალენდარული წლის 6 აპრილს ან მას შემდეგ;

(ii)  კორპორაციულ გადასახადზე ნებისმიერ ფინანსურ წელს, რომელიც იწყება ამ ოქმის  ძალაში შესვლის წლის შემდეგი კალენდარული წლის 1 აპრილს ან მას შემდეგ.

რის დასტურადაც ამ შეთანხმებას ხელი მოაწერეს სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილმა პირებმა.

შესრულებულია 2010  წლის 3 თებერვალი, ორ დედნად, თითოეული ქართულ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, ორივე ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია.

საქართველოს მთავრობის                                  დიდი ბრიტანეთის და

სახელით:                                                                    ჩრდილოეთ ირლანდიის  

                                                                                    გაერთიანებული სამეფოს

                                                                                     მთავრობის სახელით:

 

(ხელმოწერილია)                                                      (ხელმოწერილია)