"სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების თაობაზე"
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №10
2011 წლის 21 იანვარი
ქ. სენაკი
სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების თაობაზე
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ი” ქვეპუნქტისა და 44-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 და 25-ე მუხლების, ,,ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულების შესაბამისად,
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :
1. დამტკიცდეს სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები დანართი №1-ის შესაბამისად.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობათა დასახელებისა და თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 26 იანვრის №4 დადგენილება.
3. დადგენილება ძალაშია საქართველოს კანონით „ნორმატიული აქტების შესახებ“ დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ბ. ნარმანია
დანართი№1
სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები
| №
| თანამდებობათა დასახელება
| თანამდებობათა სარგოები (ლარებში) |
|
| 1 | 2 | 3 |
|
| მთავარი საჯარო თანამდებობა |
| ||
| 1 | გამგებელი | 2360 |
|
| წამყვანი საჯარო თანამდებობა |
| ||
| 2 | გამგებლის მოადგილე | 900 | |
| უფროსი საჯარო თანამდებობა |
| ||
| 3 | სამსახურის უფროსი | 700 |
|
| 4 | გამგებლის თანაშემწე | 450 |
|
| 5 | სხვა უფროსი საჯარო თანამდებობის პირი (განყოფილების უფროსი) | 500 |
|
| უმცროსი საჯარო თანამდებობა |
| ||
| 6 | მთავარი სპეციალისტი | 420 |
|
| 7 | წამყვანი სპეციალისტი | 380 |
|
| 8 | უფროსი სპეციალისტი | 350 |
|
| 9 | სპეციალისტი | 330 |
|
| 10 | გამგეობის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი _ გამგეობის რწმუნებული | 400 |
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა "სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების თაობაზე"?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 29.04.2011.
- როდის იქნა მიღებული "სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების თაობაზე"?
- "სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების თაობაზე" მიღებულია 21.01.2011. მიმღები ორგანო — სენაკის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №10. სარეგისტრაციო კოდი — 010320000.35.108.016030.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება "სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების თაობაზე"-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 29.04.2011-დან.
- სად არის "სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების თაობაზე"-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.04.2011 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება "სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების თაობაზე", №10, 21.01.2011, სარეგისტრაციო კოდი 010320000.35.108.016030 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.04.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1189253/