"მესამე პირების მიერ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ"
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
დადგენილება №4
2011 წლის 18 იანვარი
ქ. ბათუმი
მესამე პირების მიერ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ქვეპუნქტის საფუძველზე დამტკიცდეს მესამე პირების მიერ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების განკარგვის წესი.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მთავრობის თავმჯდომარე ლ. ვარშალომიძე
მესამე პირების მიერ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების განკარგვის წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. მესამე პირების მიერ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების განკარგვის წესი (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის შესაბამისად და არეგულირებს მესამე პირების მიერ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (შემდგომში– ქონება)განკარგვის წესსა და პირობებს.
2. მესამე პირი (რწმუნებული, შუამავალი) წარმოადგენს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან (შემდგომში – სამინისტრო) გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ახორციელებს ქონების გასხვისებას.
3. მესამე პირებს, რომლებიც განახორციელებენ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებას, მიეცემათ ქონების გასხვისების შედეგად მიღებული შემოსავლის ის ოდენობა, რომელიც გათვალისწინებული იქნება შესაბამისი ხელშეკრულებით.
4. მესამე პირები ქონების პრივატიზებას ახორციელებენ საჯარო აუქციონის ფორმით.
5. საჯარო აუქციონის ფორმით ქონების პრივატიზების ინიცირების უფლება აქვს მესამე პირს.
მუხლი 2. მესამე პირის მიერ სამინისტროსათვის განცხადებით მიმართვის წესი
1. მესამე პირს უფლება აქვს ქონების პრივატიზების მიზნით განცხადებით მიმართოს სამინისტროს.
2. მესამე პირის მიმართვიდან 2 კვირის ვადაში სამინისტრო იღებს გადაწყვეტილებას მესამე პირთან შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების მიზანშეწონილობის თაობაზე.
3. სამინისტრო ს მიერ სახელმწიფო/აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ინტერესების გათვალისწინებით მესამე პირებთან ხელშეკრულებ ის გაფორმების მიზანშეწონილად ჩათვლის შემთხვევაში, სამინისტრო, გადაწყვეტილების მიღებიდან 2 კვირის ვადაში აცნობებს დაინტერესებულ პირს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ და დებს შესაბამის გარიგებას.
მუხლი 3. მესამე პირებთან გარიგებათა გაფორმების წესი
1. სამინისტროსა და მესამე პირებს შორის დადებულ ხელშეკრულებაში მითითებული უნდა იყოს ხელშეკრულების მხარეები, შინაარსი და ქონების პრივატიზაციის შედეგად მიღებული შემოსავლის ის ოდენობა, რომელიც უნდა გადაეცეს მესამე პირს.
2. სამინისტროსა და მესამე პირებს შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული მესამე პირის მიერ მისაღები შემოსავლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ქონების პრივატიზების შედეგად მიღებული საფასურის 10%-ს.
3. მესამე პირი ვალდებულია საჯარო აუქციონის ფორმით ქონების პრივატიზება განახორციელოს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა "მესამე პირების მიერ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ"?
- დიახ, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება "მესამე პირების მიერ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ" ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 18.01.2011.
- როდის იქნა მიღებული "მესამე პირების მიერ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ"?
- "მესამე პირების მიერ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ" მიღებულია 18.01.2011. მიმღები ორგანო — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №4. სარეგისტრაციო კოდი — 040090000.32.057.016025.
- რამდენი მუხლისგან შედგება "მესამე პირების მიერ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ"?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის "მესამე პირების მიერ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ"-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 18.01.2011 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება "მესამე პირების მიერ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ", №4, 18.01.2011, სარეგისტრაციო კოდი 040090000.32.057.016025 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.01.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1189656/