მესამე პირების მიერ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება №9 |
|
2018 წლის 13 ივნისი ქ. თბილისი |
|
1. მესამე პირების მიერ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების განკარგვის წესი (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის შესაბამისად და არეგულირებს მესამე პირების მიერ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (შემდგომში – ქონება) განკარგვის წესსა და პირობებს.
2. მესამე პირი (რწმუნებული, შუამავალი) წარმოადგენს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან (შემდგომში – სამინისტრო) გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ახორციელებს ქონების გასხვისებას.
3. მესამე პირებს, რომლებიც განახორციელებენ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებას, მიეცემათ ქონების გასხვისების შედეგად მიღებული შემოსავლის ის ოდენობა, რომელიც გათვალისწინებული იქნება შესაბამისი ხელშეკრულებით.
4. მესამე პირები ქონების პრივატიზებას ახორციელებენ საჯარო აუქციონის ფორმით.
5. საჯარო აუქციონის ფორმით ქონების პრივატიზების ინიციირების უფლება აქვს მესამე პირს.
1. მესამე პირს უფლება აქვს ქონების პრივატიზების მიზნით განცხადებით მიმართოს სამინისტროს.
2. მესამე პირის მიმართვიდან 2 კვირის ვადაში სამინისტრო იღებს გადაწყვეტილებას მესამე პირთან შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების მიზანშეწონილობის თაობაზე.
3. სამინისტროს მიერ სახელმწიფო/აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ინტერესების გათვალისწინებით მესამე პირებთან ხელშეკრულების გაფორმების მიზანშეწონილად ჩათვლის შემთხვევაში სამინისტრო გადაწყვეტილების მიღებიდან 2 კვირის ვადაში აცნობებს დაინტერესებულ პირს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ და დებს შესაბამის გარიგებას.
1. სამინისტროსა და მესამე პირებს შორის დადებულ ხელშეკრულებაში მითითებული უნდა იყოს ხელშეკრულების მხარეები, შინაარსი და ქონების პრივატიზაციის შედეგად მიღებული შემოსავლის ის ოდენობა, რომელიც უნდა გადაეცეს მესამე პირს.
2. სამინისტროსა და მესამე პირებს შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული მესამე პირის მიერ მისაღები შემოსავლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ქონების პრივატიზების შედეგად მიღებული საფასურის 10%-ს.
3. მესამე პირი ვალდებულია საჯარო აუქციონის ფორმით ქონების პრივატიზება განახორციელოს „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.