თიანეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №5
2011 წლის 25 იანვარი
დ. თიანეთი
თიანეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ
„საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ 69-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შ ესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად,
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. დამტკიცდეს თიანეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების თანდართული წესი და გეგმის ცვლილების ცნობის ფორმა (დანართი№ 1და №2).
2.დადგენილება რეგისტრირებულ იქნ ე ს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გ. წიკლაური
დანართი №1
თიანეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების
გადანაწილების წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. თიანეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების წესი (შემდგომში – წესი) შემუშავებულია საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 69-ე მუხლის საფუძველზე.
2. წესი განსაზღვრავს თიანეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების პროცედურებს.
მუხლი 2. ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების ძირითადი პრინციპები
1. წლიური ბიუჯეტით მხარჯავი დაწესებულებისათვის (საბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის) გამოყოფილი ასიგნების გადანაწილება შეიძლება განხორციელდეს 2011 წელს ბიუჯეტით მისთვის გამოყოფილი ასიგნებების 5%-ის ფარგლებში (გარდა სარეზერვო ფონდის და წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდისათვის გათვალისწინებული ასიგნებებისა).
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ასიგნების გადანაწილება, მე-3 მუხლით დადგენილი წესი თ, შეიძლება განხორციელდეს მუნიციპალიტეტის გამგებლის (შემდგომში – გამგებელი) ბრძანების შესაბამისად.
3. შესაბამისი სამართლებრივი აქტისა და მხარჯავი დაწესებულების მიერ წარმოდგენილი წინადადებების საფუძველზე მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახური (შემდგომში – საფინანსო სამსახური) უფლებამოსილია განახორციელოს ცვლილებები (ორგანიზაციული კოდის დამატება, საბიუჯეტო ორგანიზაციის, პროგრამის, პროექტის ან ღონისძიების დასახელების შეცვლა, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან გამოყოფილი თანხების შემოსულობებსა და გადასახდელებში ასახვა) ორგანიზაციულ კლასიფიკაციაში. ეს ცვლილებები 1 თვის ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს საბიუჯეტო წლის დასრულებისა, წარედგინება მუნიციპალიტეტის საკრებულოს დასამტკიცებლად.
მუხლი 3. ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების გადანაწილების მოთხოვნის წარდგენა, განხილვა და შესრულება
1. საბიუჯეტო წლის განმავლობაში ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების ეფექტურად ხარჯვის მიზნით მხარჯავი დაწესებულება ან საბიუჯეტო ორგანიზაცია, რომლისთვისაც არის მიკუთვნებული ეს გადასახდელები, საფინანსო სამსახურს წარუდგენს მოთხოვნას ასიგნებების გადანაწილების თაობაზე.
2. მოთხოვნა საფინანსო სამსახურს წარედგინება წერილობითი სახით იმ საბიუჯეტო ორგანიზაციის ან მხარჯავი დაწესებულების, რომლისთვისაც არის მიკუთვნებული ეს ასიგნებები, ხელმძღვანელის ხელმოწერით. წარდგენილ მოთხოვნაში, მხარჯავი დაწესებულების, ან საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ მოყვანილ უნდა იქნეს სათანადო არგუმენტაცია და შესაბამისი დასაბუთება ასიგნებების გადანაწილებისა და მასზე ვალდებულების აღების არარსებობის თაობაზე. საბიუჯეტო ორგანიზაციას და მხარჯავ დაწესებულებას ეკისრება სრული პასუხისმგებლობა წერილის შინაარსსა და ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნების გადანაწილების მიზანშეწონილობაზე.
3. მხარჯავი დაწესებულების მიერ მოთხოვნილი ასიგნებების გადანაწილებაზე გამგებლის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე, მხარჯავმა დაწესებულებამ საფინანსო სამსახურში არ უნდა წარადგინოს ვალდებულების დოკუმენტი იმ ასიგნებაზე, რომელთა გადანაწილებაზე არსებობს მოთხოვნა.
4. საფინანსო სამსახური განიხილავს წარმოდგენილ წერილობით მოთხოვნას და არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა გამგებელს წარუდგენს შესაბამის წინადადებებს (მოხსენებითი ბარათი და გამგებლის ბრძანების პროექტი) ასიგნების გადანაწილების თაობაზე.
5. გამგებლის მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში (რაც ფორმდება გამგებლის ბრძანებით), საფინანსო სამსახური ატარებს სათანადო ცვლილებას, ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.
6. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან თანხის გამოყოფის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე, საფინანსო სამსახური ამზადებს გამგებლის ბრძანების პროექტს ამ თანხის ბიუჯეტის შემოსულობებსა და გადასახდელებში ასახვის მიზნით. გამგებლის მიერ ბრძანების გამოცემის შემდეგ საფინანსო სამსახური ატარებს შესაბამის ცვლილებებს ბიუჯეტის ორგანიზაციულ კლასიფიკაციაში და მის მიერ დამტკიცებულ განწერაში, ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.
7. წლიური ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებები ზუსტდება ამ წესით გათვალისწინებული გეგმის ცვლილების ცნობით (დანართი №2). ცვლილების ცნობა დგება 2 ეგზემპლარად. გეგმის ცვლილების ცნობის პირველი ეგზემპლარი რჩება საფინანსო სამსახურ ში, ხოლო მეორე ეგზემპლარი ეგზავნება შესაბამის მხარჯავ დაწესებულებას ან საბიუჯეტო ორგანიზაციას.
8. გეგმის ცვლილების ცნობით ასევე შესაძლებელია დაზუსტდეს სარეზერვო და წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდებით გათვალისწინებული ასიგნებები. ამ შემთხვევაშიც წლიური გეგმის დაზუსტება და ასიგნების გაცემა ხორციელდება ამ მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად.
9. სარეზერვო და წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდების ასიგნების საფუძველს წარმოადგენს შესაბამისი სამართლებრივი აქტი.
დანართი №2
თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახური
გეგმის ცვლილების ცნობა №
20 წლის „––“ –––––––––
(მხარჯავი დაწესებულების, საბიუჯეტო ორგანიზაციის დასახელება, ორგ. კოდი)
(ცვლილების საფუძველი - სამართლებრივი აქტი)
20 წლის „–––––“ –––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(ცვლილების შინაარსი)
(ლარებში)
| ორგანიზა-ციული კოდი | საბიუჯეტო ორგანიზაცია, პროგრამა, ღონისძიება | საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლი | ცვლილების თანხა +/- (გადიდებული, შემცირებული) | ||||
| წლიური | მათ შორის: კვარტალების მიხედვით | ||||||
| I | II | III | IV | ||||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ჯამი |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ||||
დაფარვის ან მიმართვის წყარო
1. დამტკიცებული ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებ ა;
2. სარეზერვო ფონდი;
3. წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდი;
4. დანარჩენი ცვლილება.
საფინანსო სამსახურის უფროსი:
პასუხიმგებელი შემსრულებელი: