თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს ზოგიერთ დადგენილებებში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№59
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.160.016042
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 310111, 31/01/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 2 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

თვითმმართველი ქალაქ რუსთავის საკრებულოს

დადგენილება №59

 2011 წლის 25 იანვარი

ქ. რუსთავი

თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულო ადგენს:

    მუხლი 1

შევიდეს ცვლილება „თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის სოციალური მომსახურების, კულტურისა და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2010 წლის 27 დეკემბრის №42 დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებულ დანართ ში და დებულების მე-5 მუხლს დაემატოს 11 პუნქტი:

„11.სამსახურის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც ნიშნავს და ათავისუფლებს ქალაქის მერი“.

    მუხლი 2

შევიდეს ცვლილება „თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის სოციალური მომსახურების, კულტურისა და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2010 წლის 27 დეკემბრის №42 დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებულ დანართ ში და დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჟ. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მერის დავალებით მის მოვალეობას ასრულებს სამსახურის უფროსის მოადგილე.“.

    მუხლი 3

შევიდეს ცვლილება „თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის საფინანსო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2010 წლის 27 დეკემბრის №43 დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებულ დანართში და დებულების მე-8 მუხლს დაემატოს მე-11 პუნქტი:

„11. სამსახურში ფუნქციონირებს განყოფილებები:

 ა) ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილება;

 ბ) ბიუჯეტის დაგეგმარების და სახაზინო განყოფილება.“

    მუხლი 4

შევიდეს ცვლილება „თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის საფინანსო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2010 წლის 27 დეკემბრის №43 დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებულ დანართში და დებულების მე-8 მუხლის მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„2. სამსახურის უფროსს ჰყავს მოადგილე და ორი განყოფილების უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ქალაქის მერი.“.

    მუხლი 5

შევიდეს ცვლილება „თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის საფინანსო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2010 წლის 27 დეკემბრის №43 დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებულ დანართში და დებულების მე-8 მუხლის მეექვსე პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„6. ბიუჯეტის დაგეგმარების, ფორმირების და სახაზინო ფუნქციების განხორცილებაზე პასუხისმგებლობა აკისრია ბიუჯეტის დაგეგმარებისა და სახაზინო განყოფილების უფროსს.“.

    მუხლი 6

შევიდეს ცვლილება „თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის საფინანსო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2010 წლის 27 დეკემბრის №43 დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებულ დანართში და დანართის მე-8 მუხლის მეშვიდე პუნქტი ამოღებულ იქნეს.                             

    მუხლი 7

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარის

პირველი მოადგილე                                                                   კ. ბარათაშვილი

  

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს ზოგიერთ დადგენილებებში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ“?
დიახ, მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს ზოგიერთ დადგენილებებში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 25.01.2011.
როდის იქნა მიღებული „თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს ზოგიერთ დადგენილებებში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ“?
„თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს ზოგიერთ დადგენილებებში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ მიღებულია 25.01.2011. მიმღები ორგანო — თვითმმართველი ქალაქი რუსთავი. დოკუმენტის ნომერი — №59. სარეგისტრაციო კოდი — 010250020.35.160.016042.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს ზოგიერთ დადგენილებებში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 2 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს ზოგიერთ დადგენილებებში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 25.01.2011 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს ზოგიერთ დადგენილებებში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ“, №59, 25.01.2011, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.160.016042 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.01.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1190245/