"თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ" თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2010 წლის 2 ივლისის №8 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
რუსთავის საკრებულოს
დადგენილება №35
2010 წლის 22 ნოემბერი
ქ. რუსთავი
„თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2010 წლის 2 ივლისის№8 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულო, ადგენს:
მუხლი 1
თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2010 წლის 2 ივლისის №8 დადგენილებით დამტკიცებულ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის დებულებაში შევიდეს შემდეგი შინაარსის ცვლილებები და დამატებები:
1. მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„1. საკრებულოს თავმჯდომარე ხელმძღვანელობს თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელ ორგანოს. საკრებულოს თავმჯდომარე აღმასრულებელი ორგანოს მოვალეობების განხორციელების მიზნით და მერიის საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობიდან გამომდინარე.“.
2. მე-7 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს „შ1“ ქვეპუნქტი:
„შ1. აღმასრულებელი ორგანოს თანამდებობის პირებს/მოხელეებს სამართლებრივი აქტით ანიჭებს კონკრეტულ უფლებამოსილებებს, რაც დაკავშირებულია თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილების განხორციელებასთან.“.
3. მე-13 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს „ე“ ქვეპუნქტი:
„ე. მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მიწის ნაკვეთის საზღვრების დამტკიცებისათვის ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება და დასკვნის მომზადება.“.
მუხლი 2
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე კ. გურგენიძე