„თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – დასუფთავების საქალაქო სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2009 წლის 30 სექტემბრის №233 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს
დადგენილება №42
2010 წლი ს 3 სექტემბერი
ქ. ქუთაისი
„თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – დასუფთავების საქალაქო სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2009 წლის 30 სექტემბრის №233 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორის 2010 წლის 29.07 №01–10/636 წერილში მითითებული სამართლებრივი შენიშვნების გათვალისწინებით, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
„თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – დასუფთავების საქალაქო სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2009 წლის 30 სექტემბრის №233 დადგენილების №1 დანართში /თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – დასუფთავების საქალაქო სამსახურის დებულება/ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. პირველი მუხლის ნუმერაციის აღმნიშვნელი რომაული ციფრი – „I“ შეიცვალოს არაბული ციფრით – „1“.
2. მე-3 მუხლში /სამსახურის ძირითადი ფუნქციები/:
ა/ მე-2 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის დასახლებული ტერიტორიის დაგვა–დასუფთავების ორგანიზების ხელშეწყობა და კოორდინირება“.
ბ/ მე-5 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ქალაქ ქუთაისის დაგვა–დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის რეგულირების მიზნით წინადადებებისა და შესაბამისი დოკუმენტების პროექტების მომზადება“.
გ/ მე-6 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. ქალაქის ტერიტორიის დასუფთავების მიზნით ჩასატარებელი ღონისძიებების ორგანიზება“.
3. მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:„4. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს სამსახურის უფროსის მოადგილე“.
მუხლი 2
დადგენილება ძალაში შევიდეს,კანონით დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ა.ხვადაგიანი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – დასუფთავების საქალაქო სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2009 წლის 30 სექტემბრის №233 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- დიახ, მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – დასუფთავების საქალაქო სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2009 წლის 30 სექტემბრის №233 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 03.09.2010.
- როდის იქნა მიღებული „თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – დასუფთავების საქალაქო სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2009 წლის 30 სექტემბრის №233 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- „თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – დასუფთავების საქალაქო სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2009 წლის 30 სექტემბრის №233 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე მიღებულია 03.09.2010. მიმღები ორგანო — თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი. დოკუმენტის ნომერი — №42. სარეგისტრაციო კოდი — 010250000.35.123.000753.
- სად არის „თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – დასუფთავების საქალაქო სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2009 წლის 30 სექტემბრის №233 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 03.09.2010 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – დასუფთავების საქალაქო სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2009 წლის 30 სექტემბრის №233 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, №42, 03.09.2010, სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.123.000753 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.09.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1145646/