„თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – სამხედრო საქალაქო სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2009 წლის 30 სექტემბრის №239 დადგენილებაში ცვლილებებისშეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს
დადგენილება №91
2011 წ ლის 23 თებერვალი
ქ. ქუთაისი
„თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის –
სამხედრო საქალაქო სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2009 წლის 30 სექტემბრის № 239 დადგენილებაში ცვლილებ ებ ის
შეტანის თაობაზე
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 44-ე მუხლის 1-ლი პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ ს ა ქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1. „თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – სამხედრო საქალაქო სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2009 წლის 30 სექტემბრის №239 დადგ ენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:
1. დადგენილების სათაურიდან, 1-ლი და მე-2 მუხლებიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა „საქალაქო“.
2. დადგენილების №1 დანართ ის /თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – სამხედრო საქალაქო სამსახურის დებულება/ სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სამხედრო სამსახურის დებულება“.
3. დადგენილების №1 დანართის 1-ლი მუხლის /ზოგადი დებულებები/ 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სამხედრო სამსახური /შემდგომში სამსახური/ არის „ადგილობრივი თვითმმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე შექმნილი თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანას, სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევას, მობილიზაციასა და სამხედრო ძალებში რეზერვთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტას“.
4. დადგენილების №1 დანართის მე-3 მუხლს /სამსახურის ძირითადი ფუნქციები/ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-17 პუნქტი:
„17. სამართალდარღვევის ოქმის ფორმის მიხედვით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1962, 1963, 1964, 1965, 1966, 197 და 1971 მუხლების საფუძველზე“.
5. შეიცვალოს დადგენილების №2დანართ ი /თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – სამხედრო საქალაქო სამსახურის ბეჭდის ნიმუში/ და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
/დანართი № 2 დადგენილებასთან ერთვის/
მუხლი 2. დადგენილება ძალაში შევიდეს კანონით დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ა.ხვადაგიანი
დანართი №2
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული
ერთეულის –სამხედრო სამსახურის ბეჭდის ნ ი მ უ შ ი