„თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2009 წლის 30 სექტემბრის №235 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№84
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.123.016036
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110301046, 16/03/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს

დადგენილება №84

2011 წ ლის 23თებერვალი

ქ. ქუთაისი      

„თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის –კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2009 წლის 30 სექტემბრის                                          №235 დადგენილებაში ცვლილებ ებ ის შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22–ე მუხლის 1-ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 44-ე მუხლის 1-ლი პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ ს ა ქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის საკრებულო  ადგენს:

მუხლი 1. „თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2009 წლის 30 სექტემბრის №235 დადგ ენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:

1. დადგენილების სათაურიდან, 1-ლი და მე-2 მუხლებიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა „საქალაქო“.

2. დადგენილების 1-ლი მუხლის ნუმერაციის აღმნიშვნელი რომაული ციფრი „I“ შეიცვალოს არაბული ციფრი „1“-ით.

3. დადგენილების №1 დანართ ის (თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დებულება) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის დებულება“.

4. დადგენილების №1 დანართის 1-ლი მუხლის (ზოგადი დებულებები) 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კეთილმოწყობის სამსახური (შემდგომში სამსახური) არის „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე შექმნილი თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ქალაქ ქუთაისის ტერიტორიაზე კეთილმოწყობის სფეროს მომსახურების, გარემოს დაცვის საკითხების კოორდინირებას, კეთილმოწყობის ღონისძიებების განხორციელებას, ქალაქის ტერიტორიის დასუფთავებასთან და გამწვანებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის ხელშეწყობას და ზედამხედველობას, ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან დასუფთავების მოსაკრებლის ამოღებას, დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის შესაბამისად“.

5. დადგენილების №1 დანართის მე-3 მუხლიდან (სამსახურის ძირითადი ფუნქციები) ამოღებულ იქნეს მე-9 პუნქტი.

6. დადგენილების №1 დანართის მე-4 მუხლიდან (დასუფთავების განყოფილების ფუნქციები) ამოღებულ იქნეს მე-3 პუნქტი, ხოლო 1-ლი, მე-4, მე-5 და მე-13 პუნქტები შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის დასახლებული ტერიტორიის დაგვა-დასუფთავების ორგანიზების ხელშეწყობა;“

„4. ქალაქ ქუთაისის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის სფეროს რეგულირების მიზნით, წინადადებებისა და შესაბამისი დოკუმენტების პროექტების მომზადება;“

„5. ქალაქის ტერიტორიის დასუფთავების მიზნით, ჩასატარებელი ღონისძიებების ორგანიზება;“

„13. სამართალდარღვევის ოქმის ფორმის მიხედვით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 103-ე და 1461 მუხლების, ასევე 148-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების საფუძველზე“.

 

 

7. შეიცვალოს დადგენილების №2 დანართ ი (თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის ბეჭდის ნიმუში) და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

(დანართი №2 დადგენილებასთან ერთვის)

მუხლი 2. დადგენილება ძალაში შევიდეს კანონით დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                            ა.ხვადაგიანი

დანართი №2

თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – კეთილმოწყობის სამსახურის ბეჭდის  ნ ი მ უ შ ი

თვითმმართველი  ქალაქის – ქუთაისის  მერიის  კეთილმოწყობის სამსახური

,212721170
 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2009 წლის 30 სექტემბრის №235 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
დიახ, მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2009 წლის 30 სექტემბრის №235 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 23.02.2011.
როდის იქნა მიღებული „თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2009 წლის 30 სექტემბრის №235 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
„თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2009 წლის 30 სექტემბრის №235 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე მიღებულია 23.02.2011. მიმღები ორგანო — თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი. დოკუმენტის ნომერი — №84. სარეგისტრაციო კოდი — 010250020.35.123.016036.
რამდენი მუხლისგან შედგება „თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2009 წლის 30 სექტემბრის №235 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2009 წლის 30 სექტემბრის №235 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 23.02.2011 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2009 წლის 30 სექტემბრის №235 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, №84, 23.02.2011, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.123.016036 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.02.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1223327/