"ქალაქ ქუთაისში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღებისა და მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ" თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2007 წლის 14 მაისის №69 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№64
სარეგისტრაციო კოდი
210020010.35.123.016016
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 71, 30/12/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს  

დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა№64  

2010 წლი ს 15დეკემბერი 

ქ. ქუთაისი 

 „ქალაქ ქუთაისში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღებისა და მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2007 წლის 14 მაისის №69 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 44-ე მუხლის 1-ლი პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის საკრებულო

ა დ გ ე ნ ს:

    მუხლი 1

შეტანილ იქნეს „ქალაქ ქუთაისში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღებისა და მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2007 წლის 14 მაისის №69 დადგენილებაში შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილების №1 დანართის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. წერილობითი შეტყობინება ეგზავნება უძრავი ქონების იმ მესაკუთრეს, რომლის საკუთრებაშიც წარმოიქმნება საყოფაცხოვრებო ნარჩენები.“.

2. ამოღებულ იქნეს დადგენილების №1 დანართის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტი.

3. დადგენილების №1 დანართის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. წერილობითი შეტყობინება იგზავნება იმ ორგანიზაციის, დაწესებულებისა და იურიდიული პირის სახელზე, რომლის საქმიანობის შედეგადაც წარმოიქმნება საყოფაცხოვრებო ნარჩენი.“.

4. დადგენილების №1 დანართის მე-3 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. მოსაკრებელი შეიძლება გადახდილ იქნეს წერილობით შეტყობინებაში დაფიქსირებული გადამხდელის ან მისი წარმომდგენი სხვა პირის მიერ.“.

5. ამოღებულ იქნეს დადგენილების №1 დანართის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი.

6. დადგენილების №І დანართის მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 6. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულების წარმოქმნა, მოსაკრებლის პერიოდულობა და ვადები

1. მომსახურების შეფერხების, შეზღუდვის, დაგვიანების, აგრეთვე, მომსახურების ერთ თვეზე ნაკლები დროის განმავლობაში შეწყვეტის შემთხვევაში, მოსაკრებლის გადამხდელს არა აქვს უფლება მოითხოვოს მოსაკრებლის განაკვეთის გადახდისაგან გათავისუფლება ან მისი განაკვეთის შემცირება.

2. მოსაკრებლის გადახდა წარმოებს ქალაქ ქუთაისის ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე, საბანკო მომსახურების ან ელექტრონული ანგარიშსწორების საშუალებით.გადახდის ქვითარი შენახულ უნდა იქნეს ერთი წლის განმავლობაში.

3. მოსაკრებელი გადაიხდევინება ყოველთვიურად.“.

    მუხლი 2

დადგენილება ძალაში შევიდეს კანონით დადგენილი წესით, მისი გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე           ა.ხვადაგიანი