„თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – საბინაო ფონდის აღრიცხვის, მართვისა და რეგულირების საქალაქო სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2009 წლის 30 სექტემბრის №237 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№85
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.123.016037
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110301047, 16/03/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს

დადგენილება №85

2011 წ ლის 23თებერვალი

ქ. ქუთაისი      

„თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის –საბინაო ფონდის აღრიცხვის, მართვისა და რეგულირების საქალაქო სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2009 წლის 30 სექტემბრის №237 დადგენილებაში ცვლილებ ებ ის შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე–2 პუნქტის, 44-ე მუხლის 1-ლი პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ ს ა ქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1. „თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – საბინაო ფონდის აღრიცხვის, მართვისა და რეგულირების საქალაქო სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2009 წლის 30 სექტემბრის №237 დადგ ენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:

1. დადგენილების სათაურიდან, 1-ლი და მე-2 მუხლებიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა „საქალაქო“.

2. დადგენილების №1 დანართ ის (თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – საბინაო ფონდის აღრიცხვის, მართვისა და რეგულირების საქალაქო სამსახურის დებულება) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის საბინაო ფონდის აღრიცხვის, მართვისა და რეგულირების სამსახურის დებულება“.

3. დადგენილების №1 დანართის 1-ლი მუხლის (ზოგადი დებულებები) 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საბინაო ფონდის აღრიცხვის, მართვისა და რეგულირების სამსახური (შემდგომში სამსახური) არის „ადგილობრივი თვითმმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე შექმნილი თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობისათვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ქალაქის საბინაო ფონდის აღრიცხვის, მართვისა და რეგულირების საკითხების კოორდინაციას“.

4. შეიცვალოს დადგენილების №2 დანართ ი (თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – საბინაო ფონდის აღრიცხვის, მართვისა და რეგულირების საქალაქო სამსახურის ბეჭდის ნიმუში) და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

(დანართი №2 დადგენილებასთან ერთვის)

მუხლი 2. დადგენილება ძალაში შევიდეს კანონით დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                            ა.ხვადაგიანი

 


 

 

დანართი №2

თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – საბინაო ფონდის აღრიცხვის, მართვისა და რეგულირების სამსახურის ბეჭდის

ნ ი მ უ შ ი

 

 

212721170,თვითმმართველი  ქალაქის –  ქუთაისის  მერიის  საბინაო ფონდის აღრიცხვის მართვისა და რეგულირების სამსახური