„თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის ტერიტორიული ორგანოების დებულებისა და ბეჭდების ნიმუშების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2009 წლის 30 სექტემბრის №243 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს
დადგენილება №45
2010 წლი ს3 სექტემბერი
ქ. ქუთაისი
„თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის ტერიტორიული ორგანოების დებულებისა და ბეჭდების ნიმუშების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2009 წლის 30 სექტემბრის №243 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორის 2010 წლის 29.07 №01–10/631 წერილში მითითებული სამართლებრივი შენიშვნების გათვალისწინებით, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
შეტანილ იქნეს „თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის ტერიტორიული ორგანოების დებულებისა და ბეჭდების ნიმუშების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2009 წლის 30 სექტემბრის №243 დადგენილებ აში შემდეგი ცვლილებები:
1. დადგენილების პირველი მუხლის ნუმერაციის აღმნიშვნელი რომაული ციფრი: „I“ შეიცვალოს არაბული ციფრით: „1“.
2. დადგენილების №1 დანართში /თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის ტერიტორიული ორგანოების დებულება/:
ა. პირველი მუხლის ნუმერაციის აღმნიშვნელი რომაული ციფრი: „I“ შეიცვალოს არაბული ციფრით: „1“.
ბ. მე-5 მუხლის სათაურში, ამავე მუხლის მე-2 პუნქტსა და მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში სიტყვები: „მერის რწმუნებული“, შეიცვალოს სიტყვებით: „მერიის რწმუნებული“.
გ.მე-5 მუხლის პირველ პუნქტში სიტყვები: „სამსახურის უფროსი“ შეიცვალოს სიტყვებით: „ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი– მერიის რწმუნებული“.
დ.მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:„გ/ წარმართავს ტერიტორიული ორგანოს საქმიანობას და პასუხისმგებელია ტერიტორიული ორგანოს მიერ მასზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე“.
ე. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ და „კ“ ქვეპუნქტებში სიტყვა: „სამსახურის“ შეიცვალოს სიტყვებით: „ტერიტორიული ორგანოს“.
მუხლი 2
დადგენილება ძალაში შევიდეს,კანონით დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ა.ხვადაგიანი