საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ფინანსური თანამშრომლობის პროექტების „ბათუმში კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაცია (ფაზა I)” პროექტით შეცვლის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
შეთანხმება
საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ფინანსური თანამშრომლობის პროექტების “ბათუმში კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაცია (ფაზა I)” პროექტით შეცვლის შესახებ
საქართველოს მთავრობა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობა
საქართველოსა და გერმანიას შორის ფინანსური და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ 2006 წლის 10 და 11 მაისს გამართული კონსულტაციების, ასევე საქართველოს მთავრობასა და გერამნიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ფინანსური თანმშრომლობის შესახებ 2000 წლის 30 მარტისა და 2005 წლის 2 დეკემბრის შეთანხმების საფუძველზე
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1
საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის 2000-2001 წლების ფინანსური თანამშრომლობის შესახებ 2000 წლის 30 მარტის შეთანხმების მუხლი 1, პუნქტი 1, ქვეპუნქტ 1 გ)-ში დასახელებული პროექტი „კომუნალური ინფრასტრუქტურის პროგრამა” შეიცვალოს პროექტით „ბათუმში კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაცია (ფაზი I)”, იმ შემთხვევაში, თუ შემოწმების შედეგად დადგინდა პროექტის დაფინანსების მიზანშეწონილობა.
მუხლი 2
საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის 2004-2005 წლების ფინანსური თანამშრომლობის შესახებ 2005 წლის 2 დეკემბრის შეთანხმების მუხლი 1, პუნქტი 1, ქვეპუნქტ 1 ბ)-ში დასახელებული პროექტი „ანაბრების დაცვის სისტემის შექმნა” შეიცვალოს პროექტით „ბათუმში კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაცია (ფაზა I)”, იმ შემთხვევაშ, თუ შემოწმების შედეგად დადგინდა პროექტის დაფინანსების მიზანშეწონილობა.
მუხლი 3
საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის 2004-2005 წლების ფინანსური თანამშრომლობის შესახებ 2005 წლის 2 დეკემბრის შეთანხმების მუხლი 1, პუნქტი 1, ქვეპუნქტი 2 ბ)-ში დასახელებული პროექტი „თანმდევი ღონისძიებები პროექტისა: ანაბრების დაცვის სისტემის შექმნა” შეიცვალოს პროექტით „ბათუმში კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაცია (ფაზა I)” და გამოიყოს პროექტისთვის სესხის სახით იმ შემთხვევაში, თუ შემოწმების შედეგად დადგინდა პროექტის დაფინანსების მიზანშეწონილობა.
მუხლი 4
დანარჩენ შემთხვევაში ძალაშია 2000 წლის 30 მარტისა და 2005 წლის 2 დეკემბრის ზემოხსენებული შეთანხმებების დებულებები ასევე წინამდებარე შეთანხმებისთვის.
მუხლი 5
ეს შეთანხმება ძალაში შედის იმ დღიდან, როდესაც საქართველოს მთავრობა აცნობებს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის შეთანხმების ძალაში შესვლასთან დაკავშირებული აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების შესრულების შესახებ. განმსაზღვრელია შეტყობინების მიღების დღე.
შესრულებულია ქ. თბილისში 2007 წლის 1 მარტს, ორ ეგზემპლარად, თითოეული ქართულ და გერმანულ ენებზე. ამასთან, ორივე ტექსტს თანაბარი ძალა აქვს.
| საქართველოს მთავრობის სახელით (ხელმოწერილია) | გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის სახელით (ხელმოწერილია) |