"საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 29 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
27.01.2011 ძალადაკარგული 16.07.2014
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.130.016022
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 010211, 01/02/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №1

2011 წლი ს 27 იანვარი

ქ. საჩხერე                   

 „საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 29 იანვრის № 3 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად:

     მუხლი 1

შეტანილ იქნ ე ს ცვლილებები „საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 29 იანვრის № 3 დადგენილებით დამტკიცებულ საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო- საბუჯეტო სამსახურის დებულებაში და ჩამოყალიბდეს თანდართული დანართის შესაბამისად.

    მუხლი 2

დადგენილ ე ბა ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე   ნ. აბჟანდაძე

დანართი

          საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის

           საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის

               დ ე ბ უ ლ ე ბ ა

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

  1. საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური (შემდგომში – სამსახური) წარმოადგენს საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც თვით მ მართველ ერთეულში უზრუნველყოფს ერთიანი საფინანსო პოლიტიკის განხორციელებას, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის შედგენას, ბიუჯეტის სახსრების მართვას, მუნიციპალური შესყიდვების გეგმის პროექტის მომზადებასა და შესყიდვების აღრიცხვა-ანგარიშგებას, საბუღალტრო აღრიცხვის წარმოებას, აკონტროლებს ფინანსური რესურსების რაციონალურ და ეფექტურ გამოყენებას, მის კანონიერ ხარჯვას, სამსახური არის მუნიციპალიტეტის მიერ აღებული საფინანსო ვალდებულებების შესრულების განმახორციელებელი ორგანო, ის თვითმმართველი ერთეულის საჩხერის მუნიციპალიტეტის სახელით აწარმოებს ფინანსურ, ბიუჯეტთან ანგარიშსწორებისა და საბანკო ოპერაციებს.

 2. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „ადგილობრივი თვით მ მართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს საბიუჯეტო და საგადასახადო კოდექსებით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებებით, განკარგულებებით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის და გამგებლის ბრძანებებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ შემუშავებული ტექნიკური მითითებებით.

 3. სამსახურის დებულებას მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულო.

 4. სამსახურს აქვს შესაბამისი ბლანკი, შტ ა მპი, მრგვალი ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და წარწერით „საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური“, შესაბამისი თარგმ ა ნით ინგლისურ ენაზე და საიდენტიფიკაციო ნომრის აღნიშვნით.

       მუხლი 2. სამსახურის უფლება-მოვალეობები

  1. სამსახურის ფუნქციებია:

  ა)     მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე თვითმმართველი ერთეულის საფინანსო სისტემის მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო პოლიტიკის რეგულირების ღონისძიებათა განხორციელება;

  ბ)    თვით მ მართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადებისა და წარდგენის პროცესის კოორდინაცია, გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოებისათვის შესაბამისი მეთოდოლოგიური დახმარებების გაწევა, ბიუჯეტის პროექტის უზრუნველსაყოფად მითითებების, წერილების, ინსტრუქციების, მაჩვენებელთა გაანგარიშების ფორმების მომზადება;

  გ) თვითმმართველი ერთეულის პრიორიტეტების დოკუმენტის მიხედვით ყოველწლიური ბიუჯეტის ძირითად მონაცემთა და მიმართულებათა ჩამოყალიბება, აგრეთვე შესაბამისი საფინანსო პროგრამების შემუშავება და მათ განხორციელებაში აქტიური მონაწილეობა;

  დ) გამგეობის სტრუქტურული ერთეულების, ტერიტორიული ორგანოების, თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებების, თვითმართველი ერთეულის მიერ დაფუძნებული საწარმოების საფინანსო პროგნოზირების, ნაერთი ხარჯთაღრიცხვისა და ადმინისტრაციული ერთეულების ხარჯთაღრიცხვების პროექტების ანალიზის ჩატარება, საჭიროების შემთხვევაში წინადადებების მომზადება მათ დასაზუსტებლად;

  ე) თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შედგენის სამუშაოების ორგანიზაცია, საქართველოს ფინანსთა სამინისტრ ო სთან, მუნიციპალიტეტის გამგეობის სხვა სამსახურებთან და ტერიტორიულ ორგანოებთან კოორდინაციით ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების გაანგარიშებათა მიხედვით, თვითმმართველი ერთეულის პროირიტეტების დოკუმენტის საფუძველზე ბიუჯეტის პროექტის შემუშავება და გამგებლისა და საკრებულოს ბიუროსათვის განსახილველად წარდგენა, საკრებულოს ბიუროს მიერ გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით ბიუჯეტის პროექტის კორექტირება და კანონმდებლობით დაგენილ ვადაში საკრებულოსათვის განსახილველად წარდგენა, მონაწილეობის მიღება თვით მ მართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვაში, საჯარო განხილვისას გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების აღრიცხვა, მათი ანალიზი და შესაბამისი დასკვნის წარდგენა საკრებულოსათვის საკრებულოს სხდომაზე ბიუჯეტის პროექტის განხილვამდე;

  ვ) ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების განწერა კვარტ ა ლებისა და თვეების მიხედვით;

  ზ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი შესაბამისად თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების დაბალანსება;

  თ) ბიუჯეტის წლიური განწერის მიხედვით ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებული ღონისძიებების, პროგრამების და სამუშაოების დაფინანსება;

  ი) ადგილობრივი საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივად და ეკონომიკურად ხარჯვაზე წინასწარი და მიმდინარე კონტროლის განხორციელება;

  კ) ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემ ო ღებისა და გაუქმების, განაკვეთების განსაზღვრისა და შეცვლის, ადგილობრივი გადასახადებზე და მოსაკრებლებზე შეღავათების განსაზღვრის შესახებ წინადადებების მომზადება;

 ლ) ადგილობრივი ბიუჯეტით დადგენილი შემოსულობების შესახებ სისტემატიური (ყოველდღიური) ინფორმაციის მიღება, ბიუჯეტის შემოსულობების მდგომარეობის გაანალიზება და წინადადებების მომზადება ბიუჯეტის შემოსულობების შესრულების უზრუნველსაყოფად;

  მ) ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის ანალიზის ჩატარება, ბიუჯეტის შემოსულობების გაზრდისა და გადასახდელებში ეკონომიის მიზნით წინადადებების მომზადება, ადგილობრივი საბიუჯეტო და საკრედიტო პოლიტიკის შესახებ წინადადებების მომზადება;

  ნ) ბიუჯეტის შედგენისა და შესრულების სამუშაოთა ორგანიზაციის გაუმჯობესების მიზნით შესაბამისი წინადადებების მომზადება;

  ო) გამგეობის სტრუქტურულ და ტერიტორიულ ორგანოებში, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ დაწესებულებებსა და თვითმმართველი ერთეულის მიერ დაფუძნებულ საწარმოებში საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების კონტროლი, ამ მდგომარეობის გაუმჯობესებისა და საბიუჯეტო სახსრების რაციონალურად გამოყენებისათვის მეთოდოლოგიური დახმარების გაწევა;

  პ) კონტროლის განხორციელება ბიუჯეტის საკასო შესრულებაზე, ადმინისტრაციული ერთეულების, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებების და თვითმმართველი ერთეულის მიერ დაფუძნებული საწარმოების პერიოდული და წლიური ანგარიშების განხილვა და ანალიზი;

  ჟ) წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოებიდან კუთვნილი დივიდენდების დაგეგმვისა და ბიუჯეტში სრულად ჩარიცხვის მიზნით თვითმმართველი ერთეულის მიერ დაფუძნებული საწარმოებისა და ორგანიზაციების ბალანსებისა და ანგარიშების კონტროლი და ანალიზი;

 რ) მიზნობრივი და სარეზერვო ფონდების შექმნის შესახებ წინადადებების მომზადება;

  ს) სესხის აღებისა და გაცემის შესახებ წინადადებების და შესაბამისი ხელშეკრულებების პროექტების მომზადება;

 ტ) წინადადებების მომზადება ინვენსტირების მიმართულებების, საკუთარი, აგრეთვე ერთობლივი მიზნობრივი პროგრამების, საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო თანხების განსაზღვრის შესახებ; ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით სხვა თვითმმართველ ერთეულებთან საბიუჯეტო სახსრების გაერთიანების შესახებ წინადადებების მომზადება და შესაბამის ხელშეკრულებათა პროექტის შედგენა;

  უ) ბიუჯეტის შესრულების შესახებ წლიური და კვარტალური ანგარიშების მომზადება და მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის და მუნიციპალიტეტის საკრებულოსათვის წარდგენა;

  ფ) მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის სტრუქტურული და ტერიტორიული ორგანოების საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების კონტროლი და ადგილობრივი ბიუჯეტით მათზე გამოყოფილი სახსრებით უზრუნველყოფა;

  ქ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონისა და „სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ” დებულების შესაბამისად ადგილობრივი შესყიდვების წლიური გეგმის პროექტის და საჭიროების შემთხვევაში გეგმის კორექტირების პროექტის მომზადება და დამტკიცებული და კორექტირებული გეგმის შესყიდვების სააგენტოში წარდგენის ორგანიზება;

 ღ) კონტროლის განხორციელება შესყიდვების გეგმის შესრულების მიმდინარეობაზე, კანონითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრული ფორმის შესაბამისად შესყიდვების ანგარიშის მომზადება და დადგენილ ვადაში შესყიდვების სააგენტოსათვის წარდგენა;

  ყ) საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებით, მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგებლის დავალებით სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.

 2. სამსახურს უფლება აქვს:

  ა) განახორციელოს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის მართვა და ოპერირება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევ ებისა გასცეს ნებართვა ბიუჯეტის ანგარიშიდან უნაღდო ანგარიშსწორების შემთხვევაში თანხის გადარიცხვის, ხოლო ნაღდი ანგარიშსწორების შემთხვევაში თანხის გამოტანის თაობაზე, მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შედგენა-შესრულების პროცესთან დაკავშირებული მონაცემები, საჭიროების შემთხვევაში ცალკეული საკითხის განხილვის, დაზუსტებისა და დამუშავების მიზნით მოიწვიოს გამგეობის სტრუქტურული და ტერიტორიული ორგანოების, დაწესებულებებისა და საწარმოების წარმომადგენლები, სპეციალისტები და მოსთხოვოს საჭირო ინფორმაცია;

  ბ) შეზღუდოს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში შეაჩეროს საწარმოთა, ორგანიზაციათა, დაწესებულებათა ან სამუშაოთა ბიუჯეტიდან დაფინანსება საბიუჯეტო სახსრების უკანონო, არამიზნობრივი ან უყაირათო ხარჯვის ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში და დაუყო ვ ნებლივ მოახსენოს გამგებელს და წარუდგინოს ინფორმაცია საკრებულოს ბიუროს;

  გ) ჩაატაროს შემოწმებები საბიუჯეტო ხარჯვის სისწორეზე;

  დ) მონაწილეობა მიიღოს თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის ფარგლებში პროდუქციაზე, საქონლისა და მოსახლეობისათვის გაწეულ მომსახურებაზე რეგულირებადი ფასების და ტარიფების განხილვაში;

  ე) სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ჩაატაროს თათბირები და სხვა ორგანიზაციული ღონისძიებები, საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს სპეციალისტები და ექსპერტები;

  ვ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გამგებლის დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებები.

      მუხლი 3. სამსახურის სტრუქტურა და მისი მუშაობის ორგანიზაცია

  1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და ანთავისუფლებს გამგებელი. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.

 2. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური აერთიანებს ოთხ განყოფილებას:

  ა) საბიუჯეტო უზრუნველყოფისა და სახაზინო განყოფილებას;

  ბ) საფინანსო განყოფილებას;

  გ) ცენტრალური ბუღალტერიის განყოფილებას;

  დ) შესყიდვების განყოფილებას.

 3. სამსახურის სამსახურებრივ მოვალეობათა ჩამონათვალი განისაზღვრება მოსამსახურეთა თანამდებობრივი ინსტრუქციებისა და დებულების შესაბამისად, აგრეთვე იმ ამოცანებიდან, რომლებიც დაკისრებული აქვს სამსახურს.

 4. სამსახურის სტრუქტურას და მუშაკთა ზღვრულ რიცხოვნებას ბრძანებით ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ხოლო სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობრივ სარგოებს  – მუნიციპალიტეტის საკრებულო.

 5. სამსახურის უფროსი:

 ა) უზრუნველყოფს სამსახურის მუშაობის ზუსტ ორგანიზაციას და პასუხს აგებს სამსახურზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე, მოქმედი საფინანსო-საბიუჯეტო კანონმდებლობის დაცვასა და სწორად გამოყენებაზე;

  ბ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მუშაკებს შორის, კოორდინაციას და კონტროლს უწევს მათ საქმიანობას, შეიმუშავებს წინადადებებს სამსახურის მუშაობის სრულყოფის საკითხებზე, უქმნის მოსამსახურეებს მათი ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის, საიდუმლოების რეჟიმის, შრომის შინაგანაწესის მოთხოვნების დაცვისათვის აუცილებელ პირობებს;

 გ) სამსახურის საქმიანობის ძირითადი მომართულებების შესაბამისად შეიმუშავებს და გამგებელს წარუდგენს სამსახურის დებულებას, მის სტრუქტურას და საშტატო ნუსხას;

  დ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის მოსამსახურეთა მორიგი და დამატებითი შვებულების, მივლინების, წახალისების ან დისციპლინუ რ ი პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;

  ე) მოქმედი წესის შესაბამისად თანამდებობაზე დასანიშნად და თანამდებობიდან გასათავისუფლებლად გამგებელს წარუდგენს სამსახურის მოსამსახურეთა კანდიდატურას;

  ვ) განსაზღვრავს სტრუქტურული ქვედანაყოფების და სხვა მოსამსახურეთა პასუხისმგებლობას სამსახურის საქმიანობის ცალკეულ მიმართულებაზე;

  ზ) დადგენილი წესით ამზადებს წინა და დებებს საშტატო განრიგისა და ხარჯთაღრიცხვაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნების ფარგლებში;

  თ) ხელს აწერს მუნიციპალიტეტის საფინანსო დოკუმენტებს, მათ შორის, საგადასახადო დავალებებს, ბანკის ჩეკს, დეკლარაციებს, მინდობილობებს და სხვა ფინანსური ხასიათის დოკუმენტებს;

  ი) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობებითა და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

 6. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში გამგებლის დავალებით მის მოვალეობას ასრულებს სამსახურის ერთ- ერთი განყოფილების უფროსი.

 7. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.

 8. განყოფილების უფროსი:

 ა) ფუნქციონალური ნიშნის მიხედვით ანაწილებს ფუნქციებს თანამშრომლებს (სპეციალისტები) შორის, სამუშაოს მოცულობის გათვალისწინებით, განსაზღვრავს მათ სამოქმედო უბანს;

 ბ) აწესებს ბუღალტრული აღრიცხვისა და კონტროლისათვის ყველა იმ საჭირო დოკუმენტების წარმოდგენის გრაფიკს, რაც დაკავშირებულია თვითმმართველი ერთეულის ორგანოსა და გამგეობასთან არსებული სამსახურებისათვის;

  გ) განყოფილების უფროსი, ისევე როგორც სამსახურის სხვა საჯარო მოსამსახურეები ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე.

 9. სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს მოქმედი კანონმდებლობების შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.

     მუხლი 4. საბიუჯეტო უზრუნველყოფისა და სახაზინო განყოფილება

 საბიუჯეტო უზრუნველყოფისა და სახაზინო განყოფილება უზრუნველყოფს:

 ა) თვითმ მ ართველ ი ერთეულის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის შესადგენად საორგანიზაციო სამუშაოების განხორციელებას, გამგეობის სტრუქტურული ერთეულების მეთოდოლოგიური დახმარების გაწევას, ბიუჯეტის პროექტის შედგენის უზრუნველსაყოფად მითითებების, წერილების, ინსტრუქციების, მაჩვენებელთა გაანგარიშების ფორმების მომზადებას;

 ბ) გამგეობის სტრუქტურული ერთეულების, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებების, თვითმმართველი ერთეულის მიერ დაფუძნებული საწარმოების საფინანსო პროგნოზირებას, ნაერთი ხარჯთაღრიცხვის პროექტების ანალიზის ჩატარებას და საჭიროების შემთხვევაში წინადადებების მომზადებას მათ დასაზუსტებლად;

 გ) თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შედგენის სამუშაოების ორგანიზაციას, თვითმმართველი ერთეულის პრიორიტეტების დოკუმენტის საფუძველზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, გამგეობის სხვა სამსახურებთან და ტერიტორიულ ორგანოებთან საქმიანობის კოორდინაციით ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების მიხედვით ბიუჯეტის პროექტის შემუშავებას, საკრებულოს ბიუროს მიერ გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით ბიუჯეტის პროექტის კორექტირებას;

 დ) ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების განწერას კვარტ ა ლებისა და თვეების მიხედვით;

 ე) საქართველოს კანონმდებლობების შესაბამისად თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტების შემოსულობებისა და გადასახდელების დაბალანსებას;

 ვ) ადგილობრივი გადასახდელებისა და მოსაკრებლების შემოღებისა და გაუქ მ ების, განაკვეთების განსაზღვრისა და შეცვლის, ადგილობრივ გადასახადებზე და მოსაკრებლებზე შეღავათების განსაზღვრის შესახებ წინადადებების მომზადებას;

 ზ) ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრების მიზნობრივად გამოყენებისათვის წინასწარი და მიმდინარე კონტროლის განხორციელებას;

 თ) ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის ანალიზსს, ბიუჯეტის შემოსულობების გაზრდისა და გადასახდელებში ეკონომიის მიზნით წინადადებების მომზადებას;

 ი) ბიუჯეტის შედგენისა და შესრულების სამუშაოთა ორგანიზაციის გაუმჯობესების მიზნით შესაბამისი წინადადებების მომზადებას;

 კ) მიზნობრივი და სარეზერვო ფონდების შექმნის შესახებ წინადადებების მომზადებას;

 ლ) სესხის აღებისა და გაცემის შესახებ წინადადებებისა და შესაბამისი ხელშეკრულების პროექტის მომზადებას;

 მ) ინვენსტირების მიმართულებების, საკუთარი, აგრეთვე ერთობლივი მიზნობრივი პროგრამების, საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო სახსრების განსაზღვრის შესახებ, ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით სხვა თვითმმართველ ერთეულებთან საბიუჯეტო სახსრების გაერთიანების შესახებ წინადადებების და შესაბამის ხელშეკრულებათა პროექტების მომზადებას;

 ნ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად წლიური განწერის მიხედვით ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებული ღონისძიებების, პროგრამებისა და სამუშაოების დაფინანსებას;

 ო) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობებით და ამ დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას.

      მუხლი 5. საფინანსო განყოფილება

  საფინანსო განყოფილება უზრუნველყოფს:

  ა) ადგილობრივი ბიუჯეტით დადგენილი შემოსულობების შესახებ სისტემატური (ყოველდღიური) ინფორმაციის მიღებას, ბიუჯეტის შემოსულობების მდგომარეობის გაანალიზებასა და წინადადებების მომზადებას;

  ბ) გამგეობის სტრუქტურულ და ტერიტორიულ ორგანოებში ადგილობრივ ი ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ დაწესებულებათა და თვითმმართველი ერთეულის მიერ დაფუძნებულ საწარმოებში საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების მდგომარეობის კონტროლს, მდგომარეობის გაუმჯობესებისა და საბიუჯეტო სახსრების რაციონალური გამოყენებისათვის მეთოდოლოგიური დახმარების გაწევას;

  გ) კონტროლის განხორციელებას ბიუჯეტის საკასო შესრულებაზე, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებების და თვითმმართველი ერთეულის მიერ დაფუძნებული საწარმოების პერიოდული და წლიური ანგარიშების განხილვასა და ანალიზს;

 დ) წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოებიდან ბიუჯეტის კუთვნილი თანხების დაგეგმვისა და ბიუჯეტში სრულად ჩარიცხვის მიზნით, თვითმმართველი ერთეულის მიერ დაფუძნებული საწარმოების, ორგანიზაციების ბალანსებისა და ანგარიშების კონტროლს და ანალიზს;

  ე) საბიუჯეტო ანგარიშებზე შემოსულობებისა და გადასახდელების ყოველდღიურ დამუშავებას ფუნქციონალური და ეკონომიკური კლასიფიკაციის მიხედვით;

  ვ) დადგენილი ფორმის მიხედვით ბიუჯეტის შესრულების შესახებ თვის, კვარტალური და წლიური ანგარიშების მომზადებას;

 ზ) მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო და ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სხვა ორგანიზაციებიდან მიღებული ყოველთვიური ანგარიშების საფუძველზე კრეფსითი ანგარიშების შედგენას, ამ ანგარიშების გაანალიზებას და სათანადო ორგანოებში წარდგენას;

 თ) საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული საფინანსო-საბიუჯეტო დარგის მუშაკებისათვის მეთოდური დახმარების გაწევას;

  ი) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით და ამ დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას.

     მუხლი 6. ცენტრალური ბუღალტერიის განყოფილება

 ცენტრალური ბუღალტერიის განყოფილება უზრუნველყოფს:

  ა) თვითმმართველი ერთეულის ორგანოსა და გამგეობასთან შექმნილი სამსახურებისა და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი საბიუჯეტო და სხვა ორგანიზაციების ხარჯთაღრიცხვების შესრულებას, აღრიცხვა-ანგარიშების მიმდინარეობას, ფულადი სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების დაცულობას, ადგილობრივი ბიუჯეტით გამოყოფილი სახსრების სწორად და ეკონომიურად ხარჯვის სისტემატიურ კონტროლს, ხარჯთაღრიცხვების შესრულების კვარტალურ და წლიურ ანგარიშსწორებების სწორად და დროულ შედგენას;

  ბ) აღსარიცხავად შემოსული საბუთების კანონიერებას, მათი სისწორის შემოწმებას და დროულად გაფორმებას, ფულადი სახსრების დამტკიცებული ასიგნების შესაბამისი ხარჯვის შემოწმებას;

  გ) დაწესებულ ვადაში მატერიალური ფასეულობების, ნაღდი ფულისა და ანგარიშწორებების ინვენტარიზაციას, ამ სამუშაოთა შესრულებაში უშუალო მონაწილეობით;

  დ) აღრიცხავს და აკონტროლებს ბიუჯეტით გათვალისწინებული შემოსულობების მიღებას და ხარჯის გაწევას, ამზადებს ანგარიშებს და დასკვნებს სახსრების რაციონალურად გამოყენების შესახებ;

  ე) აწარმოებს საკასო და საბანკო ოპერაციებზე კონტროლს, საბუღალტრო ანგარიშებისა და ბალანსების ანალიზს, ხარჯთაღრიცხვების, საბანკო ოპერაციების სისტემატიურ და ანალიზურ აღრიცხვიანობას;

  ვ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ადგენს კვარტალური და წლიური ბალანსების ანგარიშებს, რომელიც წარედგინება საფინანსო-საბიუჯეტო და სტატისტიკურ ორგანოებს;

  ზ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით და ამ დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას.

       მუხლი 7. შესყიდვების განყოფილება

  შესყიდვების განყოფილება უზრუნველყოფს:

  ა) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონისა და „სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ” დებულების შესაბამისად ადგილობრივი შესყიდვების წლიური გეგმის პროექტის და საჭიროების შემთხვევაში გეგმის კორექტირების პროექტის მომზადებას და დამტკიცებული და კორექტირებული გეგმის შესყიდვების სააგენტოში წარდგენის ორგანიზებას;

  ბ) კონტროლის განხორციელებას შესყიდვების გეგმისა და მიმწოდებლებთან დადებული ხელშეკრულებების შესრულების მიმდინარეობაზე;

  გ) კანონითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრული ფორმის შესაბამისად შესყიდვების ანგარიშის მომზადებას და დადგენილ ვადაში შესყიდვების სააგენტოში წარდგენას;

  დ) საჭიროების შემთხვევაში ინფორმაციების მომზადებას შესყიდვების გეგმის შესრულების მიმდინარეობისა და შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობების დაცვის თაობაზე;

  ე) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობებით და ამ დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას.

      მუხლი 8. სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

   სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.