ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
28.01.2011 ძალადაკარგული 23.03.2012
ნომერი
№2/2
სარეგისტრაციო კოდი
210020010.35.157.016034
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 010211, 01/02/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება № 2/2

2011 წლის 28 იანვარი

ქ. თეთრიწყარო

ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის, მე- 60, 20 2-206-ე მუხლების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 დეკემბრის №394 დადგენილების შესაბამისად:

1. შემოღებულ იქნეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადი და მისი განაკვეთები განისაზღვროს დანართის შესაბამისად.

 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 იანვრის №1/6 დადგენილება „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახდელის დაწესების შესახებ“.

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე გ . მესტვირიშვილი

  დანართი

ადგილობრივი (ქონების) გადასახადის განაკვეთები

    მუხლი 1

საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი ა დასაბეგრი ქონების ღირებულები ს 1 პროცენტ ი. ამ მუხლის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება, რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში უნდა გაიზარდოს:

ა) 2000 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 3-ჯერ;

ბ) 2000 წლიდან 2004 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 2-ჯერ;

გ) 2004 წელს მიღებულ აქტივებზე – 1.5-ჯერ;

დ) იმ აქტივებზე, რომელთა მიღების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს– 3-ჯერ.

    მუხლი 2

საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი ა დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1 პროცენტი.

    მუხლი 3

ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთ ებ ი ა:

ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.2 პროცენტი;

ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.8 პროცენტი.

    მუხლი 4

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე (გარდა მე-5 მუხლით გათვალისწინებული მიწებისა) ქონების გადასახადის წლიური განაკვეთებია (მათ შორის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე):

 

 

 

მიწის კატეგორიები

გადასახადის განაკვეთები

ლარი/ჰა

კარგ მიწაზე

მწირ მიწაზე

1

სახნავ მიწებზე

90

70

2

მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებულ მიწ ებზე

90

70

3

საკარმიდამო, საბაღე, საბოსტნე და სააგარაკო ნაკვეთებ ზე

90

70

4

სამელიორაციო ქს ე ლებით დაკავებულ მიწებ ზე

50

30

5

საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის მიხედვით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყენებული ან გამოსაყენებლად ნებადართული წყლის ფონდისა და ტყის ფონდის მიწებ ზე

40

25

6

დასახლებული პუნქტების ფარგლების გარეთ მდებარე მრეწველობის, ტრანსპორტის, კავშირგაბმულობის, ენერგეტიკის, თავდაცვის, დაცული ტერიტორიებისა და სხვა არასასოფლო-სამეურნეო მიწის ი მ ნაკვეთებ ზე, რომლებიც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოიყენება

30

20

7

ქალაქის, დაბის, სოფლის, კურორტისა და სხვა ტიპის დასახლებათა ფარგლებში მდებარე მიწის ის ნაკვეთები, რომელთა მიზნობრივი დანიშნულება არ არის შეცვლილი და რომელთა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყენება ნებადართულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით

30

20

8

სხვა მიწ ებზე, რომელიც „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ითვლება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწ ება დ

30

20

    მუხლი 5

სათიბებისა და საძოვრების ერთ ჰექტარზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთ ებია:

ა) გაკულტურებულ სათიბებზე – 22 ლარი;

ბ) გაკულტურებულ საძოვრებზე –18 ლარი;

გ) სათიბებზე (გარდა გაკულტურებული სათიბებისა) – 20 ლარი;

დ) საძოვრებზე (გარდა გაკულტურებული საძოვრებისა) – 17 ლარი.

მუხლი 6. ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწ ების ერთ ჰექტარზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია 3 ლარი.

    მუხლი 7

1. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების ერთ კვადრატულ მეტრზე წლიური გადასახადის განაკვეთებია (მათ შორის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე):

 

ტერიტორია

ტერიტორიული კოეფიციენტი

საბაზისო განაკვეთი

გადასახადის განაკვეთი (ლარი)

1

ქ. თეთრიწყარო

1

0.24

0.24

2

დაბა მანგლისი

0.9

0.24

0.216

3

სოფლები

0.5

0.24

0.12

4

დასახლებათა შორის არეალები

0.25

0.24

0.06

5

დასახლებათა შორის არეალებში გამავალი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზები (50 მ რადიუსი) თითოეულ მხარეს

0,5

 

 

0.24

 

 

0.12

    მუხლი 8

ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესი, შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით, ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებული ქონების სახეები დადგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე და 206-ე მუხლებით.