თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ.

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
28.01.2011 ძალადაკარგული 13.04.2011
ნომერი
№2/3
სარეგისტრაციო კოდი
210020010.35.157.016035
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 010211, 01/02/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №2/3

2011 წლის 28 იანვარი

ქ. თეთრიწყარო

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებ ლებ ის შემოღების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის „მ“ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 და25-ე მუხლისა და საქართველოს კანონის „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ მე-3, მე-5, მე-6, 121 და მე-15 მუხლების საფუძველზე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს:

1. შემოღებულ იქნეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოსაკრებელი, მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის (დანართი 1, თავი I).

 2. შემოღებულ იქნეს მოსაკრებელი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დასახლებულ ტერიტორიებზე დასუფთავებისათვის(დანართი1, თავი II).

3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ 2007 წლის 23 მარტის №3/3 დადგენილება.

4. დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე გ. მესტვირიშვილი

 

დანართი 1

თავი I

მოსაკრებელი მშენებლობის ნებართვისათვის

    მუხლი 1

მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის გადამხდელია მშენებარე ობიექტის მესაკუთრე ფიზიკური ან იურიდიული პირი.

    მუხლი 2

საკრებულოს მიერ დაწესებული მოსაკრებელის ოდენობა, ახალაშენებული ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის, განისაზღვროს ერთი ლარით, ხოლო საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტის მშენებლობისათვის – ხუთი ლარით.

    მუხლი 3

საკრებულოს გადაწყვეტილებით მოსაკრებლის გადახდისაგან შეიძლება გათავისუფლდეს ან შეღავათი დაუწესდეს სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული ობიექტის მშენებლობას.

    მუხლი 4

მშენებლობის მოსაკრებელი გადაიხდება მშენებლობის ნებართვის გაცემამდე.

თავი II

მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დ ა სუფთავებისათვის

    მუხლი 1

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავება გულისხმობს ამ ტერიტორიის დაგვა-დასუფთავებას და მის ტერიტორიაზე წარმოქმნილი ნარჩენების შეგროვებას, ტრანსპორტირებას, გაუვნებლებას და ნარჩენების განთავსების საბოლოო ადგილების მოვლა-პატრონობას.

    მუხლი 2

მოსაკრებლის გადამხდელები არიან ფიზიკური და იურიდიული პირი, ორგანიზაცია, დაწესებულება, რომლებიც თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმოქმნიან ნარჩენებს.

    მუხლი 3

მოსაკრებლის ოდენობა ერთ სულ მოსახლეზე შეადგენს 0,5 ლარს თვეში, ხოლო იურიდიული პირის, ორგანიზაციის და დაწესებულებისათვის – 15 ლარს 1 კუბურ მეტრ ნარჩენზე.

    მუხლი 4

მოსაკრებელი გადაიხდება ყოველთვიურად, მომდევნო თვის თხუთმეტ რიცხვამდე.

    მუხლი 5

ადგილობრივ მოსაკრებელთან დაკავშირებულ დავას წყვეტს სასამართლო, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.