ადგილობრივი(ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
31.01.2011 ძალადაკარგული 18.01.2013
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2-8
სარეგისტრაციო კოდი
210020010.35.156.016038
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 030211, 03/02/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (5)

შემდგომი ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

 

 
დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს

დადგენილება №2-8

2011 წლის 31 იანვარი  

 ქ. დმანისი

 

 
                                       

 

 

 

 

 

 
ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ ” ქვეპუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 დეკემბრის №394 დადგენილების შესაბამისად,დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

 1 . შემოღებულ იქნეს დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადი და მისი განაკვეთები განისაზღვროს დანართის შესაბამისად.

 2 . ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

ა) „დმანისის მუნიციპალიტეტში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ” დმანისის მინიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 27 მარტის №71 დადგენილება;

ბ)„დმანისის მუნიციპალიტეტში საქართველოს ან უცხოური საწარმოსათვის, ორგანიზაციისათვის ან/და ფიზიკური პირისათვის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ” დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის 16 ოქტომბრის №12-28 დადგენილება;

გ) „დმანისის მუნიციპალიტეტში ფიზიკური პირისთვის დასაბეგრ ქონებაზე, გარდა მიწისა, გადასახადის წლიური განაკვეთის განსაზღვრის შესახებ” დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 4 აგვისტოს №15-41 დადგენილება.

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვექყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2011 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ საგადასახადო ურთიერთობებზე.

  საკრებულოს თავმ ჯ დომარე                 ბ. მგელაძე

დანართი

ადგილობრივი (ქონების) გადასახადის განაკვეთები

    მუხლი 1

საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების ღირებულების 1 პროცენტი. ამ მუხლის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება, რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში უნდა გაიზარდოს:

ა)2000 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 3-ჯერ;

ბ)2000 წლიდან 2004 წლამდე მიღებულ აქტივებზე –2-ჯერ;

გ)2004 წელს მიღებულ აქტივებზე–1,5-ჯერ;

დ) იმ აქტივებზე, რომელთა მიღების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს –3-ჯერ.

    მუხლი 2

საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1 პროცენტი.

    მუხლი 3

ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთებია:

ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის -საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.2 პროცენტი;

ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისთვის - საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.8 პროცენტი.

    მუხლი 4

სასოფლო-სამურნეო დანიშნულების მიწაზე (გარდა მე-5 მუხლით გათვალისწინებული მიწებისა) ქონების გადასახადის წლიური განაკვეთებია (მათ შორის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე):

 

 

 

მიწის კატეგორიები

გადასახადის განაკვეთები

ლარი/ჰა

 

კარგ მიწაზე

მწირ მიწაზე

1

სახნავ მიწებზე

82

64

2

მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებულ მიწებზე

82

64

3

საკარმიდამო, საბაღე, საბოსტნე და სააგარაკო ნაკვეთებზე

82

64

 

4

საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის მიხედვით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყენებული ან გამოსაყენებლად ნებადართული წყლის ფონდისა და ტყის ფონდის მიწებზე

40

     

25

 

5

 

დასახლებული პუნქტების ფარგლების გარეთ მდებარე მრეწველობის, ტრანსპორტის, კავშირგაბმულობის, ენერგეტიკის, თავდაცვის, დაცული ტერიტორიებისა და სხვა არასასოფლო-სამეურნეო მიწის იმ ნაკვეთებზე, რომლებიც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოიყენება

 

30

 

20

 

6

ქალაქის, დაბის, სოფლის, კურორტისა და სხვა ტიპის დასახლებათა ფარგლებში მდებარე მიწის ის ნაკვეთები, რომელთა მიზნობრივი დანიშნულება არ არის შეცვლილი და რომელთა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყენება ნებადართულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით

30

20

 

7

სხვა მიწებზე, რომელიც „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად ითვლება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებად

30

20

    მუხლი 5

სათიბებისა და საძოვრების ერთ ჰექტარზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთებია:

ა) გაკულტურებულ სათიბებზე –20ლარი;

ბ)გაკულტურებულ საძოვრებზე –16ლარი;

გ)სათიბებზე (გარდა გაკულტურებული სათიბებისა) –18 ლარი;

დ) საძოვრებზე (გარდა გაკულტურებული საძოვრებისა) – 15ლარი.

    მუხლი 6

ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწების ერთ ჰექტარზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია 3 ლარი.

    მუხლი 7

1.არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების ერთ კვადრატულ მეტრზე წლიური გადასახადის განაკვეთებია (მათ შორის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე):

 

 

 

 

 

 

ტერიტორია

საბაზისო განაკვეთი

(ლარი)

ტერიტორიული კოეფიციენტი

გადასახადის განაკვეთი

(ლარი)

1

ქალაქი დმანისი

0.24

1,3

0,31

2

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 -ის მ. რადიუსში ორივე მხარეს (გარდა     

ქ.დმანისისა)

 

0.24

 

0,7

 

0,17

3

სხვა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები

 

0.24

 

0,3

 

0,08

 

       მუხლი 8

ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესი , შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებული ქონების სახეები დადგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე და 206-ე მუხლებით.