დმანისის მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
31.01.2011 ძალადაკარგული 28.03.2014
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2-9
სარეგისტრაციო კოდი
010260050.35.156.016039
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 030211, 03/02/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №2-9

2011 წლის 31 იანვარი

ქ.დმანისი

დმანისის მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის „ქ ” ქვეპუნქტის, საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 19 აგვისტოს №659 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის” მე-4 მუხლის პირველი პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად,დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

 1 . დმანისის მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობა განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:

 ა) უძრავ ნივთებზე:

 ა.ა) ქ. დმანისში – ქონების ნარჩენი საბალანსო ან დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) შესაბამისი დასკვნით მიღებული ღირებულების 10% ;

 ა.ბ) სხვა ტერიტორიებზე – ქონების ნარჩენი საბალანსო ან დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) შესაბამისი დასკვნით მიღებული ღირებულების 5% ;

 ბ) მოძრავ ნივთებზე – ნივთის ღირებულების 5%.

2. ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის 8 მაისის №7-18 დადგენილება ,,დმანისის მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ .”.

3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

  საკრებულოს თავმ ჯ დომარე          ბ . მგელაძე

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „დმანისის მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 28.03.2014.
როდის იქნა მიღებული „დმანისის მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“?
„დმანისის მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ მიღებულია 31.01.2011. მიმღები ორგანო — დმანისის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №2-9. სარეგისტრაციო კოდი — 010260050.35.156.016039.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „დმანისის მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 2 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 28.03.2014-დან.
სად არის „დმანისის მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.03.2014 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „დმანისის მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“, №2-9, 31.01.2011, სარეგისტრაციო კოდი 010260050.35.156.016039 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.03.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1194240/