ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ვანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
28.01.2011 ძალადაკარგული 15.03.2018
გამომცემი ორგანო
ნომერი
№3
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.121.016026
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 100211, 10/02/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს

დადგენილება № 3

2011 წლის   28 იანვარი

ქ. ვანი

ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ვანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

 „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 181 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 26 ოქტომბრის №603 ბრძანებულების შესაბამისად,ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

      მუხლი 1

 1. ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ვანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრისათვის გამოყენებულ იქნ ე ს:

 ა)შესაბამისი დასახლების მაკრომდებარეობის ინდექსი – Img

 ბ)ლოკალური ტერიტორიული ინდექსი – ITL

 გ)საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად არასასოფლო-სამეურნეო   დანიშნულების მიწის 1კვ.მ-ზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი – C

 დ) მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი – K

     მუხლი 2

 1. ლოკალურ ი ტერიტორიული ინდექსის სიდიდე ვანის მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე განისაზღვროს 1,0-ით.

      მუხლი 3

   1. მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი ვანის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განისაზღვროს 100-ით: K=100

       მუხლი 4

  1. მიწის ნორმატიული ფასი 1 კვმ მიწის ფართობისათვის ქ. ვანის ტერიტორიაზე   განისაზღვროს შემდეგი ფორმულით:

Cn=Img x ITL x C x K    სადაც:

 ა) Img – ვანის მუნიციპალიტეტისათვის შეადგენს – 0,37-ს;

 ბ) ITLვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით შეადგენს – 1,0-ს;

 გ) C – საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულია – 0,24 ლარით;

 დ) K – ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით განსაზღრულია –  100-ით;

 ე) Cn=0,37 x 1 x 0,24 x 100=8,88 (ლარი).

    მუხლი 5

 1. დადგენილების მეოთხე მუხლის შესაბამისად,ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული 1 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასი განისაზღვროს:

 ა) ქ. ვანის ტერიტორიაზე – 8,88 ლარით;

 ბ) ვანის მუნიციპალიტეტის სოფლების ტერიტორიაზე – 3,00 ლარით;

 გ) ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის  საავტომობილო გზების 50 მ-ის რადიუსში – 5,00 ლარით;

  დ) დასახლებათა შორის არეალებში – 2,50 ლარით.“.

    მუხლი 6

 1. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე განახორციელოს ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გია ოჩხიკიძემ.

    მუხლი 7

1. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

    საკრებულოს თავმჯდომარე        დ. კაკაბაძე