ცაგერის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (11)
შემდგომი ცვლილებები (3)
წინა ცვლილებები (8)
დოკუმენტის ტექსტი
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №1
2011 წლის 28 იანვარი
ქ. ცაგერი
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის თანამდებობის პირებისა და საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის „პ“ ქვეპუნქტის, „ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:
1. დამტკიცდეს ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა, აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგო (დანართი №1).
2. დამტკიცდეს ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის პირთა, გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგო (დანართი №2).
3. ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ცაგერის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის 18 მარტის № 185 დადგენილება.
4. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე მ. ლეთოდიანი
დანართი №1
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა, აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგო
| № | თანამდებობის დასახელება | თანამდებობრივი სარგო |
| 1 | საკრებულოს თავმჯდომარე | 2100 |
| 2 | საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე | 1100 |
| 3 | კომისიის თავმჯდომარე | 650 |
| 4 | ფრაქციის თავმჯდომარე | 650 |
| 5 | აპარატის უფროსი | 700 |
| 6 | თანაშემწე | 450 |
|
| უმცროსი საჯარო თანამდებობა | |
| მთავარი სპეციალისტი | 400 | |
| წამყვანი სპეციალისტი | 300 | |
| უფროსი სპეციალისტი | 270 | |
| სპეციალისტი | 250 | |
დანართი №2
ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა, გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგო
| № | თანამდებობის დასახელება | თანამდებობრივი სარგო |
| 1 | მუნიციპალიტეტის გამგებელი | 2100 |
| 2 | გამგებლის მოადგილე | 900 |
| 3 | გამგებლის თანაშემწე | 450 |
| 4 | სამსახურის უფროსი | 700 |
| 5 | გამგეობის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი | 400 |
| სპეციალისტი (ტერიტორიულ ორგანოში) | 150 | |
|
| უმცროსი საჯარო თანამდებობა | |
| მთავარი სპეციალისტი | 400 | |
| წამყვანი სპეციალისტი | 300 | |
| უფროსი სპეციალისტი | 270 | |
| სპეციალისტი | 250 | |