ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
28.01.2011 ძალადაკარგული 31.03.2011
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2
სარეგისტრაციო კოდი
200230000.35.164.016029
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 080211, 08/02/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №2

2011 წლი ს  28 იანვარი

 ქ. ყვარელი 

  ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 დეკემბრის №394 დადგენილების შესაბამისად:

1. შემოღებულ იქნეს ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადი და მისი განაკვეთები განისაზღვროს დანართის შესაბამისად.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 7 მაისის №31 დადგენილება „ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის შემოღების შესახებ.“.

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2011 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ საგადასახადო ურთიერთობებზე.

 საკრებულოს თავმჯდომარე          ბ. ზანდარაშვილი

  დანართი

ადგილობრივი (ქონების) გადასახადის განაკვეთები

    მუხლი 1

საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების ღირებულების 1 პროცენტი. ამ მუხლის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება.

    მუხლი 2

საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1 პროცენტი.

    მუხლი 3

ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთებია:

ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.2 პროცენტი;

ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.8 პროცენტი.

    მუხლი 4

1. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე (გარდა მე-5 მუხლით გათვალისწინებული მიწებისა) ქონების გადასახადის წლიური განაკვეთებია:

 

 

№

 

მიწის კატეგორიები

გადასახადის განაკვეთები

ლარი/ჰა

კარგ მიწაზე

მწირ მიწაზე

1

სახნავ მიწებზე

82

64

2

მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებულ მიწებზე

82

64

3

საკარმიდამო, საბაღე, საბოსტნე და სააგარაკე ნაკვეთებზე

82

64

 

2. სახნავი მიწის ფართობიდან მწირ მიწად განისაზღვროს ტბებითა და ტბორებით დაკავებული ფართობები და გადასახადი დადგინდეს მწირ მიწაზე დადგენილი გადასახადის განაკვეთის მიხედვით.

    მუხლი 5

სათიბებისა და საძოვრების ერთ ჰექტარზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთებია:

ა) გაკულტურებულ სათიბებზე –  20 ლარი;

ბ) გაკულტურებულ საძოვრებზე –  16 ლარი;

გ) სათიბებზე (გარდა გაკულტურებული სათიბებისა) – 18 ლარი;

დ) საძოვრებზე (გარდა გაკულტურებული საძოვრებისა) – 15 ლარი.

    მუხლი 6

ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწების ერთ ჰექტარზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია 3 ლარი.

    მუხლი 7

1. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების ერთ კვადრატულ მეტრზე წლიური გადასახადის განაკვეთებია

 

№

ტერიტორია

საბაზისო განაკვეთი

(ლარი)

ტერიტო-იული კოეფიციენტი

გადასახადის განაკვეთი

(ლარი)

1

ქ. ყვარლის ცენტრალურ ზონაში

0,24

1,3

0,31

2

ქ. ყვარლის შუალედურ ზონაში

0,24

1,2

0,29

3

ქ. ყვარლის პერიფერიულ ზონაში

0,24

1,1

0,27

4

დასახლებებში (გარდა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრისა) გამავალი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მ. რადიუსში (ორივე მხარეს) მდებარე არეალში

0,24

1,0

0,24

5

დასახლებათა შორის გამავალი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მ. რადიუსში (ორივე მხარეს) მდებარე არეალში

0,24

0.9

0.216

6

სოფლებში

0,24

0,8

0,19

7

დასახლებათა შორის არეალში

0,24

0,5

0,12

    

2. ადგილობრივი (ქონების) გადასახადის განაკვეთები განისაზღვროს დადგენილი ზონირების მიხედვით.

                                          

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 31.03.2011.
როდის იქნა მიღებული „ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“?
„ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ მიღებულია 28.01.2011. მიმღები ორგანო — ყვარლის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №2. სარეგისტრაციო კოდი — 200230000.35.164.016029.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 31.03.2011-დან.
სად არის „ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 31.03.2011 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“, №2, 28.01.2011, სარეგისტრაციო კოდი 200230000.35.164.016029 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.03.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1196635/