სახელმწიფო ხაზინის განკარგულებაში არსებული თავისუფალი ფულადი სახსრებით მოკლევადიანი სესხების გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
31.01.2011 ძალადაკარგული 22.06.2017
გამომცემი ორგანო
ნომერი
№53
სარეგისტრაციო კოდი
190020110.10.003.016214
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 040211, 04/02/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №53

2011 წლის 31 იანვარი

ქ. თბილისი

  სახელმწიფო ხაზინის განკარგულებაში არსებული თავისუფალი ფულადი სახსრებით მოკლევადიანი სესხების გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 1 . დამატებითი საბიუჯეტო შემოსულობების მიღების მიზნით , „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის , უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ “ საქართველოს კანონის მე -6 მუხლის პირველი პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ “ საქართველოს კანონის მე -12 მუხლის საფუძველზე დამტკიცდეს თანდართული სახელმწიფო ხაზინის განკარგულებაში არსებული თავისუფალი ფულადი სახსრებით მოკლევადიანი სესხების გაცემის წესი .

მუხლი 2 . დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე .

პრემიერ -მინისტრი ნ . გილაური

სახელმწიფო ხაზინის განკარგულებაში არსებული თავისუფალი ფულადი სახსრებით მოკლევადიანი სესხების გაცემის წესი

    მუხლი 1

სახელმწიფო ხაზინის განკარგულებაში არსებული თავისუფალი ფულადი სახსრებით მოკლევადიანი სესხების გაცემის წესი (შემდგომში – წესი ) განსაზღვრავს მოკლევადიანი სესხის გაცემასთან დაკავშირებული პროცედურების სამართლებრივ საფუძვლებს .

    მუხლი 2

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური (შემდგომში – სახელმწიფო ხაზინა ) უფლებამოსილია გასცეს მოკლევადიანი სესხი მის განკარგულებაში არსებული თავისუფალი ფულადი სახსრების ხარჯზე .

    მუხლი 3

თავისუფალი ფულადი სახსრებით გაცემული მოკლევადიანი სესხები დაიფარება იმავე წელს .

    მუხლი 4

მოკლევადიანი სესხის მისაღებად იურიდიული პირი სახელმწიფო ხაზინაში წარადგენს განცხადებას , რომელიც უნდა შეიცავდეს ინფორმაციას სესხის ოდენობის , სარგებლობის ვადისა და მიზნობრიობის შესახებ .

    მუხლი 5

1 . სესხის მიმღების მიერ წარდგენილ განცხადებას იხილავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი და დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ -სამართლებრივ აქტს (ბრძანებას ) თავისუფალი ფულადი სახსრებით მოკლევადიანი სესხის გაცემის შესახებ , რომელშიც მიეთითება :

ა ) სესხის მიმღები ;

ბ ) სესხის გამცემი ;

გ ) სესხის ოდენობა ;

დ ) სესხის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება , ასეთის არსებობის შემთხვევაში ;

ე ) სესხით სარგებლობის წლიური საპროცენტო განაკვეთი ;

ვ ) სესხით სარგებლობისა და სესხის დაბრუნების ვადები ;

ზ ) საჭიროების შემთხვევაში , სესხის გაცემასთან დაკავშირებული სხვა პირობები .

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ბრძანების გამოცემის შემთხვევაში , მის შესაბამისად ფორმდება სასესხო ხელშეკრულება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სესხის მიმღებს შორის .

    მუხლი 6

სესხზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი მიიმართება სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებში შესაბამის კოდზე .

    მუხლი 7

სესხის მიმღების მიერ სასესხო ხელშეკრულებით ნაკისრი სესხის დაბრუნების ვადების დარღვევის შემთხვევაში , სახელმწიფო ხაზინა მიმართავს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სანქციებს .

    მუხლი 8

თავისუფალი ფულადი სახსრებით გაცემული მოკლევადიანი სესხების აღრიცხვისა და ანგარიშგების წესს ამტკიცებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტით (ბრძანებით ).

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სახელმწიფო ხაზინის განკარგულებაში არსებული თავისუფალი ფულადი სახსრებით მოკლევადიანი სესხების გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 22.06.2017.
როდის იქნა მიღებული „სახელმწიფო ხაზინის განკარგულებაში არსებული თავისუფალი ფულადი სახსრებით მოკლევადიანი სესხების გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“?
„სახელმწიფო ხაზინის განკარგულებაში არსებული თავისუფალი ფულადი სახსრებით მოკლევადიანი სესხების გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ მიღებულია 31.01.2011. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №53. სარეგისტრაციო კოდი — 190020110.10.003.016214.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „სახელმწიფო ხაზინის განკარგულებაში არსებული თავისუფალი ფულადი სახსრებით მოკლევადიანი სესხების გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 22.06.2017-დან.
რამდენი მუხლისგან შედგება „სახელმწიფო ხაზინის განკარგულებაში არსებული თავისუფალი ფულადი სახსრებით მოკლევადიანი სესხების გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „სახელმწიფო ხაზინის განკარგულებაში არსებული თავისუფალი ფულადი სახსრებით მოკლევადიანი სესხების გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 22.06.2017 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „სახელმწიფო ხაზინის განკარგულებაში არსებული თავისუფალი ფულადი სახსრებით მოკლევადიანი სესხების გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“, №53, 31.01.2011, სარეგისტრაციო კოდი 190020110.10.003.016214 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.06.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1196878/