1. თუ მხარის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის არბიტრაჟის შეტყობინების ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება და არბიტრაჟის მიერ ამ დებულების მე-16 მუხლით გათვალისწინებული შეტყობინების მიწოდებისა და ჩაბარების მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა, არბიტრაჟს უფლება აქვს მიიღოს გადაწყვეტილება არბიტრაჟის შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ. საჯარო შეტყობინება ხორციელდება იმ გაზეთის საშუალებით, რომელიც მასობრივადაა გავრცელებული მხარის საცხოვრებელი ადგილის შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში არბიტრაჟის შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება გაზეთში გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს