1. თითოეულ დაინტერესებულ პირს, რომელიც აცხადებს დამოუკიდებელ მოთხოვნას დავის საგანზე ან მის ნაწილზე, შეუძლია მხარეთა პაექრობის დაწყებამდე აღძრას სარჩელი ორივე ან ერთ-ერთი მხარის მიმართ. მესამე პირის საარბიტრაჟო სარჩელის მიღება და განხილვა წარმოებს ჩვეულებრივი სარჩელის მიღებისა და განხილვისათვის დადგენილი წესების დაცვით. მესამე პირისა და თავდაპირველი მოსარჩელის სარჩელის გადაწყვეტა ხდება ერთდროულად.
2. მესამე პირები დამოუკიდებელი საარბიტრაჟო მოთხოვნით სარგებლობენ მოსარჩელის ყველა უფლებით და მათ ეკისრებათ მისი ყველა მოვალეობა