1. საარბიტრაჟო წარმოების დაწყების საფუძველია საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ არბიტრაჟში სარჩელის შეტანა წერილობითი ფორმით.
2. მოსარჩელემ სარჩელში უნდა მიუთითოს მხარეთა დასახელება და მისამართები, მოთხოვნა, გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს აღნიშნულ მოთხოვნას. საარბიტრაჟო სარჩელს უნდა დაერთოს დანართში მითითებული საბუთების ასლები. საჭიროების შემთხვევაში, არბიტრაჟს შეუძლია დაავალოს მოსარჩელეს საბუთების დედნების წარმოდგენა, რომლებიც საქმის განხილვის დამთავრების შემდგომ დაუბრუნდება უკან.
3. სარჩელი და მასზე თანდართული საბუთები არბიტრაჟს უნდა წარედგინოს იმდენ ეგზემპლარად, რამდენი მოპასუხე და მესამე პირიც არის საქმეში.
4. სარჩელი, თანდართულ დოკუმენტებთან ერთად, ეგზავნება მოპასუხეს, რომელსაც უფლება აქვს არბიტრაჟის მიერ დანიშნულ ვადაში წარადგინოს შესაგებელი სარჩელში მითითებულ ფაქტებსა და გარემოებებზე. შესაგებლის წარდგენისათვის დანიშნული ვადა არ უნდა იყოს 7 დღეზე ნაკლები და არ უნდა აღემატებოდეს 14 დღეს. მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობა არ ჩაითვლება საარბიტრაჟო სარჩელის ცნობად
საქართველოს საარბიტრაჟო პალატის დებულება · რედაქცია 04.02.2011
მუხლი 26. საარბიტრაჟო წარმოების დაწყების საფუძველი
მეზობელი მუხლები
- მუხლი 20. თანამონაწილეობა არბიტრაჟში
- მუხლი 21. თანამონაწილეთა უფლებები
- მუხლი 22. მესამე პირები დამოუკიდებელი საარბიტრაჟო მოთხოვნით
- მუხლი 23. მესამე პირები დამოუკიდებელი საარბიტრაჟო მოთხოვნის გარეშე
- მუხლი 24. არბიტრაჟის კომპეტენცია
- მუხლი 25. საარბიტრაჟო განხილვა
- მუხლი 27. შეპასუხების გამოუყენებლობა
- მუხლი 28. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება
- მუხლი 29. არბიტრაჟის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება და საარბიტრაჟო განხილვის განახლება
- მუხლი 30. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების შესწორება და განმარტება, დამატებითი საარბიტრაჟო გადაწყვეტილება
- მუხლი 31. საქმის წარმოების შეჩერება
როგორ დავიმოწმოთ
განცხადება „საქართველოს საარბიტრაჟო პალატის დებულება“, მუხლი 26, №0, 04.02.2011 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.02.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1197780/muxli-26/