1. არბიტრაჟი ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება შემდეგ შემთხვევებში:
ა) მოქალაქის გარდაცვალებისას, თუ სადავო სამართლებრივი ურთიერთობა დასაშვებად თვლის უფლებამონაცვლეობას, ან იმ იურიდიული პირის არსებობის შეწყვეტისას, რომელიც საქმეში მხარეს წარმოადგენს;
ბ) თუ საქმის წარმოების დროს გაირკვევა, რომ ერთ-ერთი მხარე ქმედუუნაროა და მას არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი. საარბიტრაჟო განხილვა განახლდება კანონიერი წარმომადგენლის დანიშვნის შემდეგ;
გ) თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო, სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციული წესით.
2. არბიტრაჟს უფლება აქვს, მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით შეაჩეროს საქმის წარმოება შემდეგ შემთხვევებში:
ა) მხარე იმყოფება ნამდვილ ვადიან სამხედრო სამსახურში ან გაწვეულია რაიმე სახელმწიფო მოვალეობის შესასრულებლად;
ბ) მხარე იმყოფება ხანგრძლივ სამსახურებრივ მივლინებაში;
გ) მხარე იმყოფება სამკურნალო დაწესებულებაში ან ავად არის, რის გამოც საშუალება არა აქვს გამოცხადდეს არბიტრაჟში და ეს დასტურდება სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ გაცემული ცნობით;
დ) არბიტრაჟმა დანიშნა ექსპერტიზა.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქმის წარმოება შეჩერდება საქმიდან გასული პირის უფლებამონაცვლის დადგენამდე, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა, ხოლო „ბ“ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – ქმედუუნარო პირისათვის წარმომადგენლის დანიშვნამდე.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქმის წარმოება შეჩერდება არა უმეტეს ერთი თვის ვადით. ამ ვადის გასვლისთანავე მხარე ვალდებულია დანიშნოს წარმომადგენელი, ხოლო არბიტრაჟი უფლებამოსილია განაახლოს საქმის განხილვა