1. საარბიტრაჟო მოსაკრებლის ოდენობა გამოითვლება დავის საგნის ღირებულებიდან და შეადგენს:
ა) 10 000 ლარამდე დავის საგანზე – 500 ლარს დღგ-ის გარეშე;
ბ) 10 001-დან 100 000 ლარამდე დავის საგანზე – 500 ლარს მიმატებული 10 001 ლარს ზემოთ დავის საგნის 4% დღგ-ის გარეშე;
გ) 100 001-დან 500 000 ლარამდე დავის საგანზე – 4 100 ლარს მიმატებული 100 001 ლარს ზემოთ დავის საგნის 2% დღგ-ს გარეშე;
დ) 500 001-დან 1 000 000 ლარამდე დავის საგანზე – 12 100 ლარს მიმატებული 500 001 ლარს ზემოთ დავის საგნის 1,5% დღგ-ის გარეშე;
ე) 1 000 001 ლარის ზემოთ დავის საგანზე – 19 600 ლარს მიმატებული დავის საგნის 0,5% დღგ-ის გარეშე.
2. ამ დებულების მე-5 მუხლის მე-6 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ განცხადებაზე საარბიტრაჟო მოსაკრებლის ოდენობა შეადგენს 150 ლარს დღგ-ის გარეშე.
3. საარბიტრაჟო მოსაკრებლის მინიმალური ოდენობაა 500 ლარი დღგ-ის გარეშე, ხოლო მაქსიმალური 30000 ლარი დღგ-ის ჩათვლით