"ხულოს მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ხულოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ"
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ს
დადგენილება №7
2011 წ ლის 28 იანვარი
დ. ხულო
ხულოს მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ხულოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტის, „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 26 ოქტომბრის №603 ბრძანებულებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულო მ დაადგინა:
1. დადგინდეს ხულოს მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ხულოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი, თანახმად დანართისა.
2. ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ხულოს მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ხულოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 22 თებერვლის №6 დადგენილება (გაზეთი „აჭარა“ 27 2010 წლი ს 27 თებერვალი, №24; გვ.8).
3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ნ. თავრთქილაძე
დანართი
ხულოს მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ხულოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი
1. დაბა ხულოში სახელმწიფო და ხულოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში – „მიწის ნორმატიული ფასი“) დგინდება შესაბამის ადგილზე არსებული მიწის საბაზრო ღირებულების გათვალისწინებით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:
CN = IMG x ITL x C x K,სადაც:
ა) CN არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი;
ბ) IMG არის დაბა ხულოს მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0,37-ს;
გ) ITL არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის – 1-ს (რადგან დაბა ხულო ში ზონირება არ ხორციელდება);
დ) C არის შესაბამისად არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა 0,24 ლარის ტოლია;
ე) K არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა უდრის 70-ს.
2. პირველი პუნქტის მიხედვით დაბა ხულოში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით:
| IMG | ITL | C | K | CN (ლარი) |
| 0,37 | 1 | 0,24 | 70 | 6,22 |
3. ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია დაბა ხულოსათვის დადგენილი ფასის 50% -ის ოდენობით და იგი შეადგენს – 3.11 ლარს.
4. ხულოს მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში (გარდა კურორტი „ბეშუმისა“) მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია დაბა ხულოსთვის დადგენილი ფასის 25 % -ის ოდენობით და შეადგენს 1.56 ლარს, ხოლო კურორტი „ბეშუმისთვის“ ნორმატიული ფასი დადგენილია დაბა ხულოსთვის დადგენილი ფასის 200%-ის ოდენობით და შეადგენს 12.44 ლარს.
5. ხულოს მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი „საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 15 სექტემბრის №554 ბრძანებულებით განსაზღვრულ შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომიბილო გზების 50 მეტრის რადიუსის (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია დაბა ხულოსათვის დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით და იგი შეადგენს –3.11 ლარს. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება მე-4 პუნქტით დადგენილი ფასები.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა "ხულოს მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ხულოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ"?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 24.02.2012.
- როდის იქნა მიღებული "ხულოს მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ხულოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ"?
- "ხულოს მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ხულოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ" მიღებულია 28.01.2011. მიმღები ორგანო — ხულოს მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №7. სარეგისტრაციო კოდი — 370020000.35.136.016049.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება "ხულოს მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ხულოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ"-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 24.02.2012-დან.
- სად არის "ხულოს მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ხულოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ"-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.02.2012 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება "ხულოს მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ხულოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ", №7, 28.01.2011, სარეგისტრაციო კოდი 370020000.35.136.016049 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.02.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1198557/