საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისრტაციის (დეპარტამენტი) მარკეტინგის სამმართველოს მრჩევლის (იუსტიციის სახლის მენეჯერი. I კატეგორია) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს იუსტიციის მინისტრი ს
2011 წლის 4 თებერვალი
ქ. თბილისი
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს თანდართული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) მარკეტინგის სამმართველოს მრჩევლის (იუსტიციის სახლის მენეჯერი, I კატეგორია) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ადეიშვილი
1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 21 წლის ასაკიდან 65 წლამდე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას.
2. ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) მარკეტინგის სამმართველოს მრჩევლის (იუსტიციის სახლის მენეჯერი, I კატეგორია) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, მარკეტიგის, მენეჯმენტის ან სოციალურ სფეროში) ;
ბ) ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;
გ) სერვისის მწარმოებელ სექტორში მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება;
დ) მომხმარებელთა მომსახურების სტანდარტის ცოდნა;
ე ) საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა .
3. ადმინისტრაციის ( დეპარტამენტი ) მარკეტინგის სამმართველოს მრჩევლის (იუსტიციის სახლის მენეჯერი, I კატეგორია ) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა :
ა ) „ საჯარო სამსახურის შესახებ “ საქართველოს კანონი ;
ბ ) „ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ “ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 7 ნოემბრის №541 ბრძანებულება ;
გ) „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 5 ივლისის №127 ბრძანება.