"მარნეული მუნიციპალიტეტის საკურებაში არსებული არასასოპლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სარგებლობის ფორმით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის განსაზღვრის შესახებ"
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №2/6
2011 წლის 3 თებერვალი
ქ. მარნეული
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სარგებლობის ფორმით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის განსაზღვრის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ” საქართველოს კანონის მე-195 მუხლის მე-3 პუნქტის, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 19 აგვისტოს №659 ბრძანებულების მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად , მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
მარნეულის მუნიც ი პალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სარგებლობის ფორმით გადაცემისას საწყისი წლიური ქირა განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:
1. „ცენტრალური ზონა” 1 მ2-ზე – ქალაქ მარნეულის რუსთაველის, 26 მაისის, ნარიმანოვის, ვურგუნის, აღმაშენებლის, სულხან-საბას, კოსტავას, ჟორდანიას ქუჩები, ყოფილი სამხედრო ქალაქის ტერიტორია – 16 ლარი;
2. „შუალედური ზონა“ 1 მ2-ზე – ბორჩალოს, მაზნიაშვილის, შაიგას, გამსახურდიას, კურბანოვის, ლაღიძის, ერეკლე II, მუსხელაშვილის, ჩოლოყაშვილის, ჭავჭავაძის, ფიროსმანის, გუდიაშვილის, გიორგაძის, 20 იანვრის, ყარყარაშვილის, ვაჩნაძის, ქობულეთის, გასანოვის, ხალილოვის, პუშკინის, ჯავახიშვილის, გოგებაშვილის, ლესელიძის, 9 აპრილის, ბარათაშვილის, ბერიტაშვილის, ლეონიძის, ასლანოვის, ბაგრატიონის, ტაბიძის, ქიქოძის, ჯორჯაძის, წერეთლის, თაყაიშვილის, ომარ ხაიამის, საიათნოვას, გრიბოედოვის, ყაზბეგის, ბაღდათის, რობაქიძის, ლერმონტოვის, ვაჟა-ფშაველას, თბილისის ქუჩები, ცენტრალური ზონის ქუჩების ჩიხები და სხვა აღნიშნული ქუჩების ჩიხები – 12 ლარი;
3. „პერიფერიული ზონა” 1 მ2-ზე – იაღლუჯის, რასულ-ზადეს, უიარაღოს, ორბელიანის, ალგეთის, საბირის, მაისურაძის, ბაქოს, შარიფოვის, ახუნდოვის, ნიზამის ქუჩები. ნარიმანოვის ქუჩის ჩიხები, სამრეწველო ზონის ტერიტორია და სხვა აღნიშნული ქუჩების ჩიხები – 9 ლარი;
4. „სოფელი“ 1 მ2-ზე – 4 ლარი;
5. „დასახლებათა შორის არეალებში" 1 მ2 – 3 ლარი;
6. „საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში“ 1 მ2-ზე – 15 ლარი.
7. შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში" 1 მ2 –ზე – 6 ლარი.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 21 იანვრის №1/6 დადგენილება „მარნეულის მუნიც ი პალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სარგებლობის ფორმით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის განსაზღვრის შესახებ“.
მუხლი 3
დადგენილება ძალაში შედის „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.
საკრებულოს თავმჯდომარე ი. ქერიმოვი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა "მარნეული მუნიციპალიტეტის საკურებაში არსებული არასასოპლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სარგებლობის ფორმით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის განსაზღვრის შესახებ"?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 31.01.2012.
- როდის იქნა მიღებული "მარნეული მუნიციპალიტეტის საკურებაში არსებული არასასოპლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სარგებლობის ფორმით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის განსაზღვრის შესახებ"?
- "მარნეული მუნიციპალიტეტის საკურებაში არსებული არასასოპლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სარგებლობის ფორმით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის განსაზღვრის შესახებ" მიღებულია 03.02.2011. მიმღები ორგანო — მარნეულის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №2/6. სარეგისტრაციო კოდი — 370070000.35.159.016027.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება "მარნეული მუნიციპალიტეტის საკურებაში არსებული არასასოპლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სარგებლობის ფორმით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის განსაზღვრის შესახებ"-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 31.01.2012-დან.
- სად არის "მარნეული მუნიციპალიტეტის საკურებაში არსებული არასასოპლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სარგებლობის ფორმით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის განსაზღვრის შესახებ"-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 31.01.2012 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება "მარნეული მუნიციპალიტეტის საკურებაში არსებული არასასოპლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სარგებლობის ფორმით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის განსაზღვრის შესახებ", №2/6, 03.02.2011, სარეგისტრაციო კოდი 370070000.35.159.016027 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.01.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1198769/