„ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ” ვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2007 წლის 30 იანვრის №1-5 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულო ს
დადგენილება №4
2011 წლის 31 იანვარი
ქ. ბათუმი
„ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ” თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2007 წლის 30 იანვრის №1-5 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
„ქ. ბათუმის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ” თვითმმართველი ქ. ბათუმის საკრებულოს 2007 წლის 30 იანვრის №1-5 დადგენილებაში (გაზეთი „აჭარა” №24, 14.02.2007წ., გვ. 8,9,10,15,16) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დადგენილების მე-2 პუნქტის „დ. ა)“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ. ა) ერთ სულ მოსახლეზე 1,8 ლარი თვეში;”;
ბ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი 5-1 და დანართი 5-2 ჩამოყალიბდეს ახალი თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გ. კირთაძე
დანართი 5-1
ინსტრუქცია
თვითმმართველი ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის შემოღებული ადგილობრივი მოსაკრებლის გამოანგარიშებისა და გადახდის შესახებ
1. ინსტრუქცია შემუშავებულია „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და სხვა სათანადო ნორმატიული აქტების შესაბამისად, იგი განსაზღვრავს თვითმმართველი ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის შემოღებული ადგილობრივი მოსაკრებლის (შემდგომში – მოსაკრებელი) გამოანგარიშებისა და გადახდის წესს.
2. მოსაკრებელი წარმოადგენს ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების ორგანიზებისა და ადმინისტრირებისათვის საჭირო ხარჯების (გაწეული მომსახურების) საფასურს.
3. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავება გულისხმობს ქალაქ ბათუმის ტერიტორიის დაგვა-დასუფთავებას და ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე წარმოქმნილი სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვებას, ტრანსპორტირებას, გაუვნებლობასა და მათი განთავსების საბოლოო ადგილების მოვლა-პატრონობას.
4. ამ ინსტრუქციის რეგულირების სფეროს არ წარმოადგენს ადამიანის საქმიანობის შედეგად ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვეული მავნე ნივთიერებების ნარჩენების, რადიოაქტიური ნარჩენების, სამედიცინო ნარჩენების, აგროქიმიკატების ნარჩენების დასუფთავებასთან დაკავშირებული საკითხების რეგულირება.
5. ნარჩენების წარმომქმნელი პირი ვალდებულია მოსაკრებელი გადაიხადოს დადგენილ ვადებში. მოსაკრებლის გადაუხდელობაზე ან/და გადახდის ვადების დარღვევაზე პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
6. მოსაკრებლების გადამხდელები არიან ფიზიკური ან/და იურიდიული პირები, ორგანიზაციები და დაწესებულებები, რომლებიც თვითმმართველი ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე წარმოქმნიან საყოფაცხოვრებო ნარჩენებს.
7. მოსაკრებელის ოდენობა გაიანგარიშება მოსახლეობისათვის – სულადობის მიხედვით, ხოლო ორგანიზაციების, დაწესებულებებისა და იურიდიული პირებისათვის – ნარჩენების დაგროვების ნორმის, ნარჩენების გატანის ღირებულებისა და შესაბამისი ზომის ერთეულის კომბინაციით, კერძოდ:
ა) მოსახლეობისათვის – ერთ სულ მოსახლეზე – 1. 80 ლარი თვეში;
ბ) იურიდიული პირების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის მოსაკრებლის რაოდენობა თვეში გაიანგარიშება შემდეგი ფორმულით:
M = (N X C X K)/12;
M –მოსაკრებლის რაოდენობა თვეში;
N – ნარჩენების დაგროვების ნორმატივი წელიწადში;
C – 1მ3 ნარჩენის გატანის ღირებულება, C =15 ლარი;
K – ზომის ერთეული (დაკავებული ფართი, მომხმარებელთა რაოდენობა, ადგილი, საწოლი, მოსწავლე);
გ) მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლებულია ქ. ბათუმში არსებული მოხუცთა და ბავშვთა თავშესაფრები;
დ) სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები და მათ მიერ დაფუძნებული საჯარო და კერძო სამართლის სამეწარმეო (50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით) და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები სარგებლობენ მოსაკრებლის გადახდის 50%-ანი შეღავათით;
ე) იმ იურიდიული პირებისათვის, რომელთა საქმიანობაც მოიცავს სხვადასხვა სფეროს, მოსაკრებლის გაანგარიშება მოხდება კომპლექსურად (ცალკეული საქმიანობის სფეროებიდან გამომდინარე გადასახდელ მოსაკრებელთა ჯამი) მოქმედი ფორმულის შესაბამისად;
ვ) სამედიცინო, სამშენებლო და საწარმოო ნარჩენების გატანა დასაშვებია განხორციელდეს იურიდიული პირის მიერ შპს „სანდასუფთავებასთან“ დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, ქ. ბათუმის აღმასრულებელ ორგანოსთან შეთანხმებული ტარიფების მიხედვით;
ზ)ორგანიზებული ბაზრობების შემთხვევაში მოსაკრებლის გადამხდელია ორგანიზებული ბაზრობის მომწყობი პირი.
8. ქ. ბათუმის მოსახლეობისათვის მოსაკრებლის გადახდის ქვითარი გამოიწერება იმ უძრავი ქონების მესაკუთრეზე, რომლის საკუთრებაშიც წამოიქმნება საყოფაცხოვრებო ნარჩენები. ქ. ბათუმის მოსახლის მიერ მოსაკრებელი გადაიხდება მხოლოდ ერთი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
9. ამხანაგობის შემთხვევაში, ამხანაგობის ყველა წევრთა თანხმობისას, მოსაკრებლის გადახდის ქვითარი გამოიწერება ამხანაგობის სახელზე. ამ შემთხვევაში ამხანაგობა წერილობით მიმართავს მოსაკრებლის გადახდევინებაზე პასუხისმგებელ სამსახურს და წარუდგენს ყველა მესაკუთრის თანხმობის დამადასტურებელ საბუთს.
10. ქ. ბათუმის მერია წლის განმავლობაში ერთხელ და/ან შესაბამის ნორმატიულ აქტში ცვლილების შემთხვევაში უგზავნის შეტყობინებას იურიდიულ პირებს, ორგანიზაციებსა და დაწესებულებებ ს მათ მიერ გადახდილი (გადაუხდელი) მოსაკრებლის შესახებ და/ან ნორმატიულ აქტში ცვლილების შესახებ ინფორმაციის მიწოდების უზრუნველსაყოფად. მოსაკრებლის გადახდის შეტყობინება იურიდიული პირების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის გამოიწერება იმ ორგანიზაციის, დაწესებულების და იურიდიული პირის სახელზე, რომლის საქმიანობის შედეგად წარმოიქმნა საყოფაცხოვრებო ნარჩენი.
11. მოსაკრებელი შეიძლება გადახდილი იქნეს მოსაკრებლის გადამხდელის ან ნებისმიერი სხვა პირის მიერ.
12. ქვითარი შენახული უნდა იქნეს ერთი წლის განმავლობაში. ქვითრის დაკარგვისას მის აღდგენას დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე აწარმოებს მოსაკრებლის გადახდევინებაზე პასუხისმგებელი სამსახური.
13. მესაკუთრე ფიზიკური პირი (გარდა ინდივიდუალური მეწარმისა), რომლის საკუთრებაშიც წარმოიქმნება ნარჩენი, ვალდებულია წარმომქმნელთა რაოდენობის ცვლილების შესახებ 30 დღის განმავლობაში აცნობოს მოსაკრებლების გადახდევინებაზე პასუხისმგებელ სამსახურს.
14. ნარჩენების წარმომქმნელი მაცხოვრებლის რაოდენობის შეცვლის შემთხვევაში მიმდინარე თვის მოსაკრებელი იფარება ცვლილების გაუთვალისწინებლად.
15. მოსაკრებლის გადამხდელი პირი ვალდებულია დარეგისტრირდეს მოსაკრებლის გადამხდელად ინდივიდუალურად საქმიანობის დაწყების პერიოდიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში, მოსაკრებლის პარამეტრების (ზომის ერთეული, საქმიანობის სფერო) ცვლილების შემთხვევაში გადამხდელი ვალდებულია ქ. ბათუმის თვითმმართველობის შესაბამის სამსახურს აცნობოს 10 სამუშაო დღის განმავლობაში. მესაკუთრის შეცვლის შემთხვევაში ყოფილმა მესაკუთრემ მოსაკრებლის მიმდინარე დავალიანება უნდა დაფაროს იმ თვის ბოლომდე, რომელშიც მოხდა საკუთრების გადაცემა.
16. თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო მოსაკრებლის ახალი განაკვეთის ძალაში შესვლისას უფრო მცირეა, ვიდრე გადახდის დღის დადგომის შემდეგ, სხვაობა უნდა დაიფაროს განაკვეთის ძალაში შესვლისას ერთი თვის ვადაში. თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო ახალი განაკვეთის ძალაში შესვლამდე, აღემატება ახალ ამოქმედებულ განაკვეთს, სხვაობა ახალი განაკვეთის ამოქმედების შემდეგ უნდა გამოაკლდეს ახალი განაკვეთის თანხას.
17. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წარმოიქმნება მოსახლეობისათვის– მომსახურების ერთი თვის განმავლობაში მიღების შემთხვევაში.
18. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლებულია ის მოსახლე, რომელიც ცხოვრობს სასტუმროს ტიპის საცხოვრებელში, იმ შემთხვევაში, თუ ეს უკანასკნელი თვითონ სარგებლობს ოპერატორის მომსახურებით.
19. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წყდება ფიზიკური და იურიდიული პირების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებების მიერ ქ. ბათუმში ნარჩენების წარმოქმნის შეწყვეტის შემდეგ თვის დასრულებასთან ერთად.
20. მომსახურების ერთ თვეზე მეტი ხნით შეწყვეტის შემთხვევაში, მოსაკრებლის გადამხდელის მოთხოვნით გადასახდელი თანხა შესაძლებელია შემცირდეს ამ პერიოდში გადასახდელი მოსაკრებლის ოდენობით.
21. გაწეული მომსახურების შეფერხების, შეზღუდვის, დაგვიანების, აგრეთვე მომსახურების ერთ თვეზე ნაკლები დროის განმავლობაში შეწყვეტის შემთხვევაში მოსაკრებლის გადამხდელს არ აქვს უფლება მოითხოვოს მოსაკრებლის განაკვეთის გადახდისაგან გათავისუფლება ან მისი განაკვეთის შემცირება.
22. ნარჩენების წარმომქმნელის მიერ ნარჩენების წარმოქმნის ადგილის შეცვლის შემთხვევაში მოსაკრებელი გადაიხდება ნარჩენების წარმოქმნის იმ ადგილის მიხედვით, სადაც მიიღო მომსახურების 50%-ზე მეტი.
23. მოსაკრებლის გადამხდელ ფიზიკურ პირს (ინდივიდუალური მეწარმის გარდა), თითეული მოსახლის ქ. ბათუმიდან ერთ თვეზე მეტი ვადით გასვლისას, უფლება აქვს მოითხოვოს მოსაკრებლის შესაბამისი ოდენობით შემცირება, რისთვისაც იგი წინასწარ წერილობით მიმართავს მოსაკრებლის გადახდევინებაზე პასუხისმგებელ სამსახურს. წერილობით მიმართვაში დაფიქსირებული უნდა იყოს მოსახლის ქალაქში არყოფნის ვადა. ამ ვადის ცვლილების შემთხვევაში მოსაკრებლის გადამხდელი ვალდებულია აცნობოს აღნიშნულ სამსახურს ამ ცვლილების შესახებ.
24. მოსაკრებელი მთლიანად ჩაირიცხება თვითმმართველი ქ. ბათუმის ბიუჯეტში.
25. მოსაკრებლის გადახდა წარმოებს ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით, საბანკო დაწესებულებაში, წინასწარ განსაზღვრულ ანგარიშზე. მოსაკრებელი გადაიხდება ეროვნულ ვალუტაში. მოსაკრებლის გადახდა დასტურდება მოსაკრებლის გადახდის თაობაზე საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული, დადგენილი ფორმის ქვითრის წარდგენით. ქვითრის ტიპიურ ფორმას ქ. ბათუმის მერიის წარდგინებით ამტკიცებს ქ. ბათუმის საკრებულო. ქვითრის სავალდებულო რეკვიზიტებია:
ა) მესაკუთრის მონაცემები;
ბ) მოსაკრებლის გადამხდელის მონაცემები;
გ) გადასახდელი თანხა;
დ) გადახდის ვადა;
ე) გადახდის ადგილი.
26. მოსაკრებელი გადაიხდევინება ყოველთვიურად, თვეში ერთხელ, ყოველი თვის ბოლო კალენდარული დღის მეორე დღიდან 15 დღის განმავლობაში. გადამხდელს შეუძლია მოსაკრებელი გადაიხადოს წინასწარ.
27. მოსაკრებლის ზედიზედ ორი თვის განმავლობაში გადაუხდელობის შემთხვევაში ფიზიკურ, იურიდიულ პირებს, ორგანიზაციებს და დაწესებულებებს გაუუქმდებათ დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელის რეგისტრაცია.
28. იმ ფიზიკური, იურიდიული პირების, ორგანიზაციების და დაწესებულებების მიმართ, რომლებსაც გაუუქმდებათ დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელის რეგისტრაცია გადაუხდელობის გამო, გატარდება „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა“ კოდექსით გათვალისწინებული საჯარიმო ღონისძიებები.
29. მოსაკრებლების გადახდევინებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურს.
30. ქ. ბათუმის მერიის მიერ მოსაკრებლის ამოსაღებად იურიდიულ პირებთან ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში მოსაკრებელი გადაიხდება მოცემული ინსტრუქციის შესაბამისად.
31. ინსტრუქციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა შეიძლება კანონმდებლობით დადგენილი წესით, საკრებულოს დადგენილებით.
დანართი 5-2
| N | საქმიანობის სფერო | ზომის ერთეული | ნარჩენების წლიური დაგროვების ნორმა 1მ3 | 1მ3 ნარჩენების გატანის მოსაკრებელი ახალი ტარიფით(ლარი) | |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | |
| 1 | მუზეუმები, ბიბლიოთეკები, არქივები (ინფრასტურქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება) | საერთო ფართის 1 მ2 | 0.040 | 0.05 | |
| 2 | ოფისები, სააგენტოები, პროფესიული და სახელმწიფო ორგანიზაციები (ინფრასტრ უ ქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება) | საერთო ფართის 1 მ2 | 0.200 | 0.25 | |
| 3 | ბანკები, საკრედიტო და საფინანსო ორგანიზაციები (ინფრასტრ უ ქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება) | საერთო ფართის 1 მ2 | 0.440 | 0.55 | |
| 4 | კინოთეატრები და თეატრები | მაყურებლის ერთი სავარძელი | 0.320 | 0.4 | |
| 5 | სკოლები, ინსტიტუტები, კოლეჯები, საბავშვო ბაგა-ბაღები, საგანმანათლებლო დაწესებულებები (ინფრასტ რ უქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება) | ერთი სული | 0.200 | 0.25 | |
| 6 | სასტუმროები (ინფრასტრუქტურის ფართზე შიდა მომსახურებისათვის მოსაკრებელი არ დაირიცხება) | მომსახურების ერთეული (ერთი საწოლი) | 2.000 | 2.5 | |
| 7 | საავადმყოფოები (ინფრასტ რ უქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება) | ერთი საწოლი | 0.952 | 1.19 | |
| 8 | პოლიკლინიკები, სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრები, ექიმებისა და სტომატოლოგიური კაბინეტები (ინფრასტურქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება) | საერთო ფართის 1 მ2 | 0.280 | 0.35 | |
| 9 | სტადიონები, სპორტულ-გამაჯანსაღებელი დაწესებულებების ღია ტერიტორიები და მანეჟები (სატურნირო და სავარჯიშო მოედნების გარდა) | ღია ფართის 1 მ2 | 0.020 | 0.025 | |
| დახურული ფართის 1 მ2 | 0.160 | 0.2 | |||
| 10 | სასურსათო საქონლის მაღაზიები, მარკეტები (სავაჭრო დარბაზი) | სავაჭრო ფართის 1 მ2 | 0.480 | 0.6 | |
| 11 | სამრეწველო საქონლის მაღაზიები და აფთიაქები (სავაჭრო დარბაზი) | საერთო ფართის 1 მ2 | 0.360 | 0.45 | |
| 12 | აგრარული და შერეული ბაზრები, ყვავილების ღია და დახურული მაღაზიები | საერთო ფართის 1 მ2 | 0.240 | 0.3 | |
| 13 | შერეული საქონლის მაღაზიები | საერთო ფართის 1 მ2 | 0.480 | 0.6 | |
| 14 | ავტოსადგომები | ღია ფართის 1 მ2 | 0.020 | 0.025 | |
| დახურული ფართის 1 მ2 | 0.160 | 0.2 | |||
| 15 | საწყობები პირდაპირი მიყიდვის გარეშე (გარდა საცავებისა პროდუქციის ხანგრძლივი შენახვის დროით) | ღია ფართის 1 მ2 | 0.020 | 0.025 | |
| დახურული ფართის 1 მ2 | 0.160 | 0.2 | |||
| 16 | ავტოგასამართი სადგურები | საერთო ფართის 1 მ2 | 0.240 | 0.3 | |
| 17 | მანქანის საჩვენებელი და გასაყიდი ნაგებობები | ღია საერთო ფართის 1 მ2 | 0.080 | 0.1 | |
| დახურული საერთო ფართის 1 მ2 | 0.160 | 0.2 | |||
| 18 | ა/მანქანების სარემონტო სადგურები, ტექ.მომსახურების ადგილები, ავტოსამრეცხაოები | ღია საერთო ფართის 1 მ2 | 0.040 | 0.05 | |
| დახურული საერთო ფართის 1 მ2 | 0.160 | 0.2 | |||
| 19 | აბანოები, საუნები | საერთო ფართის 1 მ2 | 0.320 | 0.4 | |
| 20 | სადალაქოები და სილამაზის სალონები | საერთო ფართის 1 მ2 | 0.440 | 0.55 | |
| 21 | მცირე სამეწარმეო საქმიანობა შენობის შიგნით მიმდინარე წარმოებისას, საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტები | საერთო ფართის 1 მ2 | 0.360 | 0.45 | |
| 22 | რესტორნები, პიცერიები, სასადილოები, კაფეები და ბარები | ერთ დასაჯდომ ადგილზე | 2.400 | 3 | |
| 23 | საბანკეტო დარბაზები, სარიტუალო მომსახურებისათვის | საერთო ფართის 1 მ2 | 0.400 | 0.5 | |
| 24 | საცხობები | საერთო ფართის 1 მ2 | 0.360 | 0.45 | |
| 25 | დისკოთეკები, ღამის კლუბები | საერთო ფართის 1 მ2 | 0.360 | 0.45 | |
| 26 | კაზინოები, ტოტალიზატორები, სათამაშო და გასართობი ცენტრები | საერთო ფართის 1 მ2 | 0.480 | 0.6 | |
| 27 | ვაგზლები, აეროპორტები, რკინიგზის, საავტომობილო და მეტროპოლიტენის სადგურები | ღია ფართის 1 მ2 | 0.020 | 0.025 | |
| დახურული ფართის 1 მ2 | 0.160 | 0.2 | |||
| 28 | ღია ტიპის დასვენებისა და გასართობი თავშეყრის ადგილები, სკვერები, ბაღები, ატრაქციონები | საერთო ფართის 1 მ2 | 0.020 | 0.025 | |
| 29 | სამხედრო ნაწილები და პ ენიტენციარული სისტემები (ინფრასტრ უ ქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება) | ერთი ადგილი | 0.600 | 0.75 | |
| 30 | საწარმოო ობიექტების ღია ტერიტორიები, სადაც მიმდინარეობს საწარმოო პროცესი | საერთო ფართის 1 მ2 | 0.020 | 0.025 | |
| 31 | სერიული პროდუქციის საწარმოების შენობა-ნაგებობები (საწარმოო ნარჩენების გარდა) | საერთო ფართის 1 მ2 | 0.120 | 0.15 | |
| 32 | საგამოფენო და საჩვენებელი დარბაზები | საერთო ფართის 1 მ3 | 0.040 | 0.05 | |
| მოსაკრებლის რაოდენობა თვეში (M) გაიანგარიშება შემდეგი ფორმულით: | |||||
| M = N X C X K : 12 |
| ||||
| N – ნარჩენების დაგროვების ნორმატივი წელიწადში; |
| ||||
| C – მოსაკრებელი 1 მ3 ნარჩენების გატანაზე, C=15 (ლარი); |
| ||||
| K – ზომის ერთეული (დაკავებული ფართი, მომხმარებელთა რაოდენობა). |
| ||||