1. არბიტრაჟის თითოეული სხდომის შესახებ და აგრეთვე სხდომის გარეშე შესრულებული თითოეული ცალკეული საარბიტრაჟო-საპროცესო მოქმედების შესახებ დგება ოქმი. ოქმს ადგენს მდივანი.
2. ოქმი უნდა ასახავდეს საქმის განხილვის ცალკეული საარბიტრაჟო-საპროცესო მოქმედების ყველა არსებით მომენტს.
3. მხარეებსა და მათ წარმომადგენლებს უფლება აქვთ იშუამდგომლონ ოქმში იმ გარემოებათა შეტანის შესახებ, რომლებსაც მათი აზრით, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობა აქვთ.
4. ოქმი მომზადებული და ხელმოწერილი უნდა იქნეს არა უგვიანეს 3 დღისა სხდომის დამთავრების ან ცალკეული საარბიტრაჟო-საპროცესო მოქმედების შესრულების შემდეგ.
5. ოქმს ხელს აწერენ არბიტრი და მდივანი, ხოლი თუ საქმეს კოლეგიური არბიტრაჟი იხილავდა, ამ არბიტრაჟის თავმჯდომარე და მდივანი.
6. არბიტრაჟს შეუძლია ოქმის შედგენისათვის გამოიყენოს მაგნიტოფონი ან კომპიუტერი, რომელთა ჩანაწერებიც ოქმს თან ერთვის. საარბიტრაჟო სხდომის ან ცალკეული საარბიტრაჟო-საპროცესო მოქმედების შესრულების შემდეგ მაგნიტოფონისა თუ კომპიუტერის ჩანაწერები გადატანილ უნდა იქნეს ოქმში
"საქართველოს საარბიტრაჟო პალატა" - დებულება · რედაქცია 01.02.2011
მუხლი 33. საარბიტრაჟო ოქმი
თავი IV — მტკიცებულება, სასამართლოს დახმარება მტკიცებულებათა მოპოვებაში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 27. გადაწყვეტილების გამოტანა საქმის რამდენიმე არბიტრისაგან შემდგარი არბიტრაჟის მიერ განხილვისას
- მუხლი 28. მხარეთა მორიგება
- მუხლი 29. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება
- მუხლი 30. საარბიტრაჟო განხილვის შეწყვეტა
- მუხლი 31. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების შესწორება და განმარტება, დამატებითი საარბიტრაჟო გადაწყვეტილება
- მუხლი 32. საქმის განხილვის შეჩერება და გადადება
- მუხლი 34. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი
როგორ დავიმოწმოთ
განცხადება "საქართველოს საარბიტრაჟო პალატა" - დებულება, მუხლი 33, №0, 01.02.2011 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.02.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1199654/muxli-33/